არჩილ თალაკვაძე – “ღარიბაშვილს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუდასტურებ”

არჩილ თალაკვაძე - "ღარიბაშვილს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუდასტურებ"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა.

აღნიშნული განცხადება თალაკვაძემ აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

“ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის ვაქცინაციის დაწყება, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკის აღდგენა – ჩემი მხრიდან, მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, 6 მარტს, “TV პირველმა” აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

აუდიოჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ 3 დღის შემდეგ, 9 მარტს, მხოლოდ უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო.