პარლამენტში ვითარება უკონტროლოა – ფიზიკური დაპირისპირებაა ოპოზიციასა და უსაფრთხოების სამსახურს შორის. ადგილზე იმყოფებიან ლევან ხაბეიშვილი, თემურ ჯანაშია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, გიგა ლემონჯავა, რომლებიც ასევე მონაწილეობენ დაპირისპირებაში, რომელიც მათ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან შეხვდათ. ამ წუთებში, ადგილიდან ხაბეიშვილის გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობენ.
კატეგორია: პოლიტიკა
ფრიდონ ინჯია – „მღვდელმსახურებმა იმსახურონ ჯარში, მამაო ჩვენო წაიკითხონ და იარონ სანგრებში”
„მღვდელმსახურებმაც იმსახურონ ჯარში, მამაო ჩვენო წაიკითხონ და იარონ სანგრებში“, – ამის შესახებ ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა. „სავალდებულო გაწვევა აუცილებლად უნდა იყოს. ყველამ უნდა იმსახუროს ჯარში, მათ შორის, მღვდელმსახურებმა. გაიხადოს ის (ანაფორა), თუ არ გაიხდის, დილას მამაო ჩვენო წაიკითხოს და იაროს მაგათთან ერთად სანგრებში და იმას ქნას. რატომ არ უნდა იმას ქნას? მაგანაც უნდა […]
ინჯია აგვისტოს ომის გამოძიებას ითხოვს
პარლამენტმა, შესაძლოა, აგვისტოს ომის შესახებ საგამოძიებო კომისია შექმნას. ამ ინიციტივით დღეს ევროპელი სოციალისტების ჯგუფი გამოვიდა. ინიციატივა პრორუსული განცხადებებით ცნობილ ფრიდონ ინჯიას ეკუთვნის. თუმცა ირკვევა, რომ ინჯია მარტო არ არის და მის ამ ინიციტივას დიდი ალბათობით მხრდაჭერა “ქართული ოცნებისგანაც” ექნება. ინჯია ამბობს, რომ ადამიანებმა, რომელბმაც 2008 წელს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს, უნდა დაისაჯონ და დანაშაული არ უნდა მიიჩქმალოს. […]
„მოქალაქეები” სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს
პარტია „მოქალაქეები“ სახალხო დამცველობის კანდიდატად ამავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს წარადგენს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ლევან იოსელიანი არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს პოლიტიკური რესურსი, 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს. „ჩვენმა პარტიამ მივიღეთ ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნისთვის სწორი. მინდა, წარვადგინო ლევან იოსელიანი […]
370.000 ლარი „ოცნებას“ – რა ოდენობის შემოწირულობები მიიღეს პარტიებმა
რა ოდენობის შემოწირულებები მიიღეს პარტიებმა და ვინ იყვნენ მმართველი პარტიის მსხვილი დონორები 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ახალ კვლევას აქვეყნებს. ირკვევა, რომ მითითებულ პერიოდში ყველა პარტიამ ჯამში 742.230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. აქედან 370.000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158.098 ლარით ხოლო მესამეზე – […]
გიორგი ჩალაძე – „გაუშვით მიშა, გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო“
„გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო”, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ჩალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „თუ ფულით ეს ყველაფერი კეთდება, ბიძინა ივანიშვილი რატომ ვერ აქვეყნებს სტატიებს? სად ჩვენ, სად მისი ფული და შესაძლებლობა. გამოვიდა ადვოკატი და იძახის, არ მიქვეყნებენ სტატიებსო. გაუშვით, ბიძია, ეს კაცი, გაუშვით […]
მდინარაძე აქტივისტებს – „მტყუანის დედა მო..ყან თუ არადა დამბრალებლის”
ქართული ოცნების ლიდერმა აქტივისტებს აგინა – მამუკა მდინარაძის გაღიზიანება ენმ-ს ახალგაზრული ფრთის აქციამ გამოიწვია. აქტივისტებმა მმართველი პარტიის წევს, მის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადების გამო პასუხი მოსთხოვს. საუბარია განცხადებაზე, სადაც მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძის ნარატივი გაიმეორა და თქვა რომ „რუსეთი ომში გაცილებით წინ არის წაწეული”. „მონა, რუსო, კორუმპირებულო, ბიძინას ზებრა ” – ამ შეძახილებით დახვდნენ მამუკა […]
ლევან ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები დააანონსა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები დააანონსა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 8 თებერვალს 17:00 საათზე აქცია თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართება. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დააანონსა, საქართველოს ყველა რაიონში და ქალაქში საპროტესტო აქციები იგეგმება. „გთავაზობთ გეგმას: ხვალ, 17:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან იქნება პროტესტი. დედაქალაქში მცხოვრებ ჩვენს […]
„როგორც ერი ფიზიკურად ვმთავრდებით!..” – ხათუნა ლაგაზიძე
ანალიტიკოსი, ხათუნა ლაგაზიძე NDI-ის კვლევას აფასებს და აცხადებს, რომ ემოგრაციასთან დაკავშირებით კვლევის შედეგები, შოკისმომგვრელია. “• შოკისმომგვრელია ეს მონაცემი: საქართველოს გამრავლების ასაკის მქონე ყოველი მესამე მოქალაქე ქვეყნის დატოვებას ფიქრობს უახლოესი ერთი წლის განმავლობაში!!! ეს ერთი ენითაუწერელი უბედურება იმას ნიშნავს, რომ როგორც ერი ფიზიკურად ვმთავრდებით! • ხოლო, მეორე, არანაკლები დამზაფრავი ტრაგედია ის არის, რომ ვინც ფიზიკურად ჯერ […]
„თუ რუსეთთან ფრენები განახლდა, კომპანიები შესაძლოა დასანქცირდნენ“ – აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. ეს კომენტარი სახელმწფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმასთან” გააკეთა. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, […]










