ლევან ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები დააანონსა

ლევან ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები დააანონსაერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები დააანონსა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 8 თებერვალს 17:00 საათზე აქცია თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართება.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დააანონსა, საქართველოს ყველა რაიონში და ქალაქში საპროტესტო აქციები იგეგმება.

„გთავაზობთ გეგმას: ხვალ, 17:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან იქნება პროტესტი. დედაქალაქში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მოგიწოდებთ, დააფიქსიროთ პროტესტი.

ასევე, 9 თებერვლიდან, ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში და ბორჯომში – 13:00 საათზე, პარალელურ რეჟიმში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ვგულისხმობ მერიას და გამგეობას, გაიმართება სოლიდარობის აქციები. ადგილზე ვიქნებით პოლიტიკური ლიდერებიც, მოემზადონ ადგილობრივი კორუმპირებულები და იცოდნენ კარგად, რომ მათ მოსვენება არ ექნებათ.

ასევე, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში და ხაშურში – 13:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქციები.

შაბათს, 11 თებერვალს, 15:00 საათზე, გელოდებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში. ბატონო ბიძინა, თქვენც, ირაკლი ღარიბაშვილიც, რატი ბრეგაძეც, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ამაგრებენ რუს ოლიგარქიულ რეჟიმს, მოემზადეთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.