„როგორც ერი ფიზიკურად ვმთავრდებით!..” – ხათუნა ლაგაზიძე

„როგორც ერი ფიზიკურად ვმთავრდებით!.." - ხათუნა ლაგაზიძეანალიტიკოსი, ხათუნა ლაგაზიძე NDI-ის კვლევას აფასებს და აცხადებს, რომ ემოგრაციასთან დაკავშირებით კვლევის შედეგები, შოკისმომგვრელია.

“• შოკისმომგვრელია ეს მონაცემი: საქართველოს გამრავლების ასაკის მქონე ყოველი მესამე მოქალაქე ქვეყნის დატოვებას ფიქრობს უახლოესი ერთი წლის განმავლობაში!!! ეს ერთი ენითაუწერელი უბედურება იმას ნიშნავს, რომ როგორც ერი ფიზიკურად ვმთავრდებით!
• ხოლო, მეორე, არანაკლები დამზაფრავი ტრაგედია ის არის, რომ ვინც ფიზიკურად ჯერ კიდევ დავრჩით, იმათმა აზროვნება უკვე შევწყვიტეთ: აბა შეხედეთ – ეს ხალხი გარბის იმ ქვეყნიდან, რომლის მოსახლეობის 51% არსებული ხელისუფლების საქმიანობას დადებითად აფასებს! და ამ “დადებითად” შემფასებლებისთვისაც ისევე აუტანელია ამ ქვეყანაში ყოფნა და თავისი მომავლის აქ შენება, როგორც უარყოფთად შემფასებელთათვის, იმიტომ რომ ისინიც უკანმოუხედავად გაურბიან იმ ყოფას, რომელსაც “დადებითად” აფასებენ”.