პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს. პარლამენტს კი, 2-კვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერ- მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.
კატეგორია: პოლიტიკა
შსს – გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით მელიას დაჭერა გადაიდო
“მელიას დასაჭერად მოვედით” – ნაცმოძრაობის ოფისი პოლიციამ ალყაში მოაქცია
ენმ-ის ოფისთან დაახლოებით 20-მდე პოლიციელი შსს-ს ამოსაცნობი აბრევიატურით მივიდა. ისინი ამ წუთებში ოფისში შესვლას ცდილობენ, თუმცა, იქ შეკრებილები ამის საშუალებას არ აძლევენ. ამავდროულად, ენმ-ის ოფისის გასწვრივ მობილიზებულია საპატრულო პოლიციის მანქანები, სავარაუდოდ, ოფისთან მისასვლელი გზა იკეტება. “სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება, მოსული ვართ, რომ გავატაროთ შესაბამისი ზომები”, – ამბობენ პოლიციელები. ნიკა მელიას ადვოკატის დიმიტრი საძაგგლიშვილის მოთხოვნა, რომ […]
გახარია გადადგა – “მელიას დაპატიმრება სწორად არ მიმაჩნია”
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. „იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული […]
ნიკა მელია – “ან თავისუფალი საქართველო, ან დამონებული საქართველო!”
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ის ოპოზიციასთან და მხარდამჭერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფება. “თავშივე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, ყველა ჩემი კოლეგის სახელით, ძალიან დიდი სოლიდარობა ვიგრძენი უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ისეთი, როგორიც არასდროს 41 წლის განმავლობაში არ მიგრძვნია. გუშინ ჩვენ ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი ყველამ ერთად ვიხილეთ […]
ნაცმოძრაობის ოფისთან კასრებში ცეცხლი დაანთეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან პარტიის მხარდამჭერები კასრებში დანთებული ცეცხლის ფონზე არიან შეკრებილი. ადგილზე ხმის გამძლიერებლები აქვთ მიტანილი და იქ მყოფები ელექტრონული მუსიკის ფონზე ცეკვავენ. როგორც ისინი ამბობენ, ამ გზით გათბობას და გართობას ცდილობენ. მათივე თქმით, ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად არის გასული. პირველი არხი
„რემბო არ ვარ, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლები“ – წულაია მელიას დაცვაზე
“თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დასაცავად ყველაფერს გააკეთებს რაც შეეძლება. “ყველანაირი მეთოდით, რა მეთოდითაც წამოვა ის, დუბინკით, ომონით და რა ვიცი, მე ახლა რაც შემეძლება, რემბო ვარ და ვუ-ს დავუძახებ ახლა დაგშლითთქო, ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლები”, – თქვა გოგი წულაიამ.
ნაცმოძრაობის ოფისთან სპეცრაზმია მობილიზებული
ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმი და პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლები ყვითელ ავტობუსებში არიან განთავსებულნი. ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება მათი მობილიზება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. პარტიის ოფისი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე განყოფილების ბაზასთანაა ახლოს. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას […]
ნინო ბურჯანაძე – „მელიას მძევლად არ ავაყვანინებთ „ოცნებას“… აბა გამწიოს პოლიციამ“
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისვლის მიზანია, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადოს ნიკა მელიას. „დღეს აქ მოვედი, რათა ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებთან კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ის სოლიდარობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გვაქვს ნიკა მელიას მიმართ, გამოვხატოთ ჩვენი მისდამი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომელსაც თვითონ ნამდვილად გადაყვება, მაგრამ […]
ლადო კახაძე – „ჩვენი ეკონომიკა იმ ტევადობის არ არის, ბევრი ადამიანი დაასაქმოს“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ერთ დღეში 36 000-მდე საქართველოს მოქალაქის გერმანიაში სამუშაოდ წასვლის სურვილის გამოხატვა ნორმალურია, რადგან ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკა განვითარებადია და ამ ტევადობის ადამიანების დასაქმება არ შეუძლია. კახაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეების დასაქმება ხდება ლეგალურად და მათ სამართალდამცველებისგან დამალვა აღარ მოუწევთ. “ჩემს ახალგაზრდობაში, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, […]










