პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. „მე მინდა გაცნობოთ, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარვუდგინე. ჩემი გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტში მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი გვეყოლება, სხვა წევრები კი […]
კატეგორია: პოლიტიკა
პარლამენტთან აქციაზე 5 აქტივისტი დააკავეს
პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. სავარაუდოდ, 5 აქტივისტია დაკავებული. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიცია გიორგი მუმლაძეს დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდა. შეკრებილები პარლამენტთან კარვის გაშლას აპირებდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიციას უკვე ირაკლი ღარიბაშვილის ხელი დაეტყო.
ლადო კახაძე – „თუ გული გულობს, ფარაონების სიკვდილის მიზეზს ადგენენ“
„ოცნების“ წევრი, დეპუტატი ლადო კახაძემ ტვ „ფორმულასთან“ ოპოზიციის მისამართით განაცხადა: „ჩვენ დღესაც დიალოგის მომხრენი ვართ. ვეუბნებით, აგერ ბატონო მაგიდა, დასხედით და არჩევნებზე რომ გაიძახით გაყალბდაო, დაამტკიცეთ. გვეუბნებიან, როგორ, ფაქტებიო… ბიჭოო, ვეუბნები, თუ გული გულობს, ფარაონების სიკვდილის მიზეზს ადგენენ 3 000 წლის წინ და შენ რატომ არ გინდა სამართლებრივი გზით იარო? იციან ერთი რამე, პოლიტიკურ ველზე […]
ადა მარშანიამ პატრიოტთა ალიანსი დატოვა – “პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო”
ადა მარშანიამ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” დატოვა. აღნიშნულის შესახებ ადა მარშანიამ ფესიბუქში დაწერა: „ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ“. ის აქვეყნებს წერილს, რომლითაც ალიანსის თავმჯდომარე დავით თარხან მოურავს მიმართავს. “ბატონო დავით, პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო, გადავწყვიტე დავტოვო პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ” – წერს ადა […]
ნიკა მელია – „ოფისიდან გასვლას ვაპირებ და ამას ვერავინ დაუდგება წინ“
ნიკა მელია მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დატოვებას და პოლიტიკურ აქტივობებში ჩართვას გეგმავს. ამის შესახებ პოლიტიკოსი ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ესაუბრა. “ვმუშაობ, ვცხოვრობ, მანამდეც არაერთი ღამე გამითენებია მე ამ ოფისში, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ნორმალურად იმუშაო. ვითარება არ არის ორდინალური, რაღა დაგიმალოთ, ტყუილს რატო გაკადრებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მივიღებ […]
თამარ ჟვანია არ გადამდგარა
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგა. შესაბამისად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკოში განუცხადეს, თამარ ჟვანია თანამდებობაზე რჩება. „თამარ ჟვანია არ გადამდგარა. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, – განაცხადეს ცესკოში. ცნობისთვის, თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით […]
„გახარია არასდროს ყოფილა ნული“ – თემურ ჭყონია
„ამ შემთხვევაში გიორგი გახარია მართალია“ – ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. „გახარია არ იყო მიუღებელი ტიპი, იყო 50/50-ზე, ნული არასდროს ყოფილა. მას სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა უპირატესობა ჰქონდა სხვა პოლიტიკოსებთან შედარებით. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო თავისი ცხოვრების მომავლისათვის. ძალიან საინტერესო წინადადებებით წავიდა, რომ იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში ასეთი […]
აშშ-ის საელჩო – “ვაფასებთ ხელისუფლების და ოპოზიციის თავშეკავებას”
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშეა და ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. “შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს […]
ზილფიმიანი – “ღარიბაშვილს ევროსოცები მხარს დავუჭერთ”
“ევროპელი სოციალისტები”, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, “ქართული ოცნების” მიერ პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენისას, მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ დავით ზილფიმიანმა განაცხადა. “თუ ჩვენ შევაფასებთ მის მოღვაწეობას 2012 წლის შემდეგ, ღარიბაშვილი ახალგაზრდა და ენერგიული ადამიანია და დრო ჰქონდა, რათა კიდევ ერთხელ გადაეფასებინა თავისი შესაძლო ქმედებები, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო არჩევანია, ამიტომ, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ,” – თქვა […]
„ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა
“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის გარდა, სხვა კანდიდატებზე არ უმსჯელია. „გუნდის წევრთა უამრავლესობისთვის პრემიერ გახარიას გადადგომა მოულოდნელი იყო, გარდა რამდენიმე ადამიანისა, რომელთანაც მას ამ საკითხთან დაკავშირებით […]










