კატეგორია: პოლიტიკა

ნიკა მელია – “ან თავისუფალი საქართველო, ან დამონებული საქართველო!”

ნიკა მელია - "ან თავისუფალი საქართველო, ან დამონებული საქართველო!"

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ის ოპოზიციასთან და მხარდამჭერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფება. “თავშივე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, ყველა ჩემი კოლეგის სახელით, ძალიან დიდი სოლიდარობა ვიგრძენი უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ისეთი, როგორიც არასდროს 41 წლის განმავლობაში არ მიგრძვნია. გუშინ ჩვენ ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი ყველამ ერთად ვიხილეთ […]

ნაცმოძრაობის ოფისთან კასრებში ცეცხლი დაანთეს

ნაცმოძრაობის ოფისთან კასრებში ცეცხლი დაანთეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან პარტიის მხარდამჭერები კასრებში დანთებული ცეცხლის ფონზე არიან შეკრებილი. ადგილზე ​ხმის გამძლიერებლები აქვთ მიტანილი და იქ მყოფები ელექტრონული მუსიკის ფონზე ცეკვავენ. როგორც ისინი ამბობენ, ამ გზით გათბობას და გართობას ცდილობენ. მათივე თქმით, ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად არის გასული. პირველი არხი

„რემბო არ ვარ, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლები“ – წულაია მელიას დაცვაზე

გოგი წულაიას გულის ოპერაცია გაუკეთეს - მისი მდგომარეობა სტაბილურია

“თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დასაცავად ყველაფერს გააკეთებს რაც შეეძლება. “ყველანაირი მეთოდით, რა მეთოდითაც წამოვა ის,  დუბინკით, ომონით და რა ვიცი, მე ახლა რაც შემეძლება, რემბო ვარ და ვუ-ს დავუძახებ ახლა დაგშლითთქო, ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლები”, – თქვა გოგი წულაიამ.

ნაცმოძრაობის ოფისთან სპეცრაზმია მობილიზებული

ნაცმოძრაობის ოფისთან სპეცრაზმია მობილიზებული

ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმი და პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლები ყვითელ ავტობუსებში არიან განთავსებულნი. ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება მათი მობილიზება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. პარტიის ოფისი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე განყოფილების ბაზასთანაა ახლოს. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას […]

ნინო ბურჯანაძე – „მელიას მძევლად არ ავაყვანინებთ „ოცნებას“… აბა გამწიოს პოლიციამ“

ნინო ბურჯანაძე - „მელიას მძევლად არ ავაყვანინებთ „ოცნებას“... აბა გამწიოს პოლიციამ“

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისვლის მიზანია, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადოს ნიკა მელიას. „დღეს აქ მოვედი, რათა ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებთან კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ის სოლიდარობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გვაქვს ნიკა მელიას მიმართ, გამოვხატოთ ჩვენი მისდამი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომელსაც თვითონ ნამდვილად გადაყვება, მაგრამ […]

ლადო კახაძე – „ჩვენი ეკონომიკა იმ ტევადობის არ არის, ბევრი ადამიანი დაასაქმოს“

ლადო კახაძე - ”პაატა ბურჭულაძემ შეცდომაში შემიყვანა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ერთ დღეში 36 000-მდე საქართველოს მოქალაქის გერმანიაში სამუშაოდ წასვლის სურვილის გამოხატვა ნორმალურია, რადგან ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკა განვითარებადია და ამ ტევადობის ადამიანების დასაქმება არ შეუძლია. კახაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეების დასაქმება ხდება ლეგალურად და მათ სამართალდამცველებისგან დამალვა აღარ მოუწევთ. “ჩემს ახალგაზრდობაში, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, […]

გოგა ხაინდრავა – “გავრილოვი საქართველოში ელენე ხოშტარიამ ჩამოიყვანა”

გოგა ხაინდრავა - „სააკაშვილი ნამდვილად პაროდიაა, ზელენსკი უფრო სერიოზულად და გააზრებულად უნდა მოქმედებდეს"

2005 წლიდან. „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის ატარებდა რუსეთის ინტერესებს საქართველოში. სააკაშვილი და ბიძამისი იყვნენ აქ რეზიდენტები – ისინი რუსეთის უშიშროების სამჭედლოში არიან გამოზრდილები, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა. „არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ ეს პროცესი მხოლოდ საქართველოში არ მიდის. რუსეთს დაპყრობილი აქვს სამი მეზობელი ქვეყნის ტერიტორია – ზუსტად ანალოგიურად მიმდინარეობს ყველაფერი […]

ელისაშვილი – “მელიას რამე ჭმუნვა და წუხილი თუ აქვს, პირადად დამირეკოს”

ელისაშვილი - "მელიას რამე ჭმუნვა და წუხილი თუ აქვს, პირადად დამირეკოს"

პარლამენტის წევრი და პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, პოლიტიკურ მასხარაობას უწოდებს. ელისაშვილი ოპოზიციის წევრებს და მათ შორის, ნიკა მელიას მოუწოდებს, რომ თუ მასთან რამე საკითხზე საუბარი სურთ, პირადად დაეკონტაქტონ. “ჩვენთან პოლიტიკური პროცესი, სამწუხაროდ, არის მასხარაობა, რომელშიც ხიდად მეც ვარ ხოლმე ჩათრეული. საერთოდ არ მაინტერესებს რევოლუციაზე მოჯახირე ოპოზიციის გეგმები. თავზე საყრელი საქმე […]

ჰარცელი – “მელიას საქმე საერთო ენის გამონახვას შეუძლებელს გახდის”

ჰარცელი - "მელიას საქმე საერთო ენის გამონახვას შეუძლებელს გახდის"

ვხედავ რისკს, რომ მოვლენების არსებული გავნითარებითა და არსებული ტრაექტორიით, ჩვენ შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განუცხადა. ჰარცელი შიშობს, რომ ამ შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება უფრო ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას. „თვითონ იურიდიულ ნაწილზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არის […]

“ევროპულ საქართველოს” “ლელომ” ხმები წაართვა – ნიკა ჩიტაძე

ნიკა ჩიტაძე - „ოცნებას“ ჰგონია, რომ ლადო კახაძე კოლორიტული ფიგურაა და ამიტომ დააყენა“

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესებზე საუბრობს: – 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაქრაძეს დაახლოებით 11% ჰქონდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ დროისთვის პარტიის რეიტინგი 10-11%-ის ფარგლებში მერყეობდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა „ლელო“, მან წაიღო „ევროპული საქართველოს“ ხმების ნაწილი. ეს არის ის ამომრჩეველი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი „ქართული ოცნების“ […]