ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ალეკო ელისაშვილის პარტიის პარლამენტში შესვლაზე საუბრობს: – ის, რომ ელისაშვილი შევიდა, სულაც არაა ცუდი. მე მომწონს მისი სითამამე და გამბედაობა. კარგად უტევენ “ოცნებას” შიგნით. მე ცალსახად არ მჯერა იმის, რომ ისინი მოსყიდულები არიან. მათ თავიანთი პრინციპები გააჩნიათ, თავიანთი პრინციპებიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ პარლამენტში უნდა იყვნენ. – რა შედეგს გამოიღებს […]
კატეგორია: პოლიტიკა
შიდა ქართლის გუბერნატორად კონსტანტინე ანანიაშვილი დაინიშნება
შიდა ქართლი ახალი გუბერნატორის მოლოდინშია – გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობას კონსტანტინე ანანიაშვილი დაიკავებს, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსობიდან გადადგა. თავად კოტე ანანიაშვილი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს. ახალი გუბერნატორის შესახებ არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ გუბერნატორის პოზიციაზე ანანაიაშვილის გარდა ირაკლი საღარეიშვილიც განიხილება, თუმცა მათივე თქმით, ვინაიდან ანანიაშვილი საბანაძე-გახარიას კლანს მიეკუთვნება, […]
ალეკო ელისაშვილი – “თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე ვეღარ იქნება”
საარჩევნო ცვლილებების მიღების შემდეგ, თამარ ჟვანია ავტომატურად წავა – ახალი კანონით ცესკოს თავმჯდომარე ახლებურად უნდა აირჩეს და ჟვანია სავარძელში როგორ ჩაფრინდება?! – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა. ელისაშვილი ირწმუნება, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით არ ჩატარდება. “მიღებული იქნება ახალი კანონი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას განსაზღვრავს. ბუნებრივია, ჟვანია ულუ […]
“ოცნებას” 60-ვე ოპოზიციონერი პარლამენტში არ სჭირდება” – ვახტანგ ძაბირაძე
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებას” საერთოს არ აწუხებს პარლამენტში მარტო ყოფნა: – ისინი უფრო ანგარიშს პარტნიორ ქვეყნებს უწევენ. ამიტომაც ჩააგდეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. არ ვარ დარწმუნებული, რომ “ქართული ოცნება” დიდად მოხარული იყოს 60-ივე ოპოზიციონერის პარლამენტში ხილვით. ეს ძალიან გაურთულებს საქმეს “ქართულ ოცნებას”. ისინი ეცდებიან ვიღაცების შეყვანას, მაგრამ არა მთლად […]
აჭარის პოლიციის უფროსად ინიშნება ავთო გალდავა, რომელმაც ბადრი ესებუას ფული მიუტანა
არსებული ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ავთო გალდავა დაინიშნება, რომელიც ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციას ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, რომ გალდავა ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” ბადრი ესებუას მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ჩატარებულ სპეცოპერაციაში პირადად მონაწილეობდა. სწორედ მან მიუტანა ესებუას თანხა, რომელსაც თავდამსხმელი მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდა. ამასთან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. ამჟამად პოლიციის დეპარტამენტის […]
ლევან კობერიძემ “ლელო” დატოვა
ლევან კობერიძე პოლიტიკურ გაერთიანებას „ლელო საქართველოსთვის“ ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურად განუცხადა. „ლელოს“ პოლიტიკურ პოზიციებთან თუ ნაბიჯებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავება ხედვებში ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მიწურულიდან დაიწყო. მთელი ჩემი მცდელობა იქეთ იყო მიმართული, რომ ქართულ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე გაჩენილიყო ახალი, ალტერნატიული ძალა, ამ ორპოლუსიანობის საპირწონედ – რეალურად, მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნა, გაგვესტუმრებინა „ქართული ოცნება“ „ნაციონალური […]
კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის უფროსობიდან გადადგა
კონსტანტინე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” შსს- ში დაუდასტურეს. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე მის მოვალეობას ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს, რომელიც დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად კონსტანტინე ანანიაშვილი 2018 წელს დაინიშნა. კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. ის 2013-2016 […]
“კალაძის მთელ გუნდზე უშიშროებაა ჩასაფრებული” – ლადო სადღობელაშვილი
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ უშიშროებასა და მერიას შორის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. – ცდილობენ, რომ კალაძის ამბიციები მოთოკონ? – რა თქმა უნდა, ასეა. დღეს კალაძეს სწორედ ის ადამიანები დაუპირისპირდნენ, რომელთაც ყველაზე მეტად ენდობოდა. – ირაკლი კობახიძეს გულისხმობთ? – ზუსტად კობახიძეს ვგულისხმობ. კალაძის ჩამოლაბორანტება მოხდა პარტიულ სტრუქტურაში, ვგულისხმობ ვასილ მაღლაფერიძის დაწინაურებას და კალაძეზე წინ […]
სალომე ზურაბიშვილი – „წყენას ვივიწყებ ტოტალურად“
„მე გავიზარდე ევროპელად“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, “იმედის“ ეთერში, გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა. “მე წავართვი ნაწილ ოპოზიციას დასავლურობის თემა, რომელიც დიდხანს იყო ერთგვარი მონოპოლია ამ პოზიციის თუ ოპოზიციის იმ დროს და ყველა სხვა იყო ან პრორუსული ან მოღალატე, ეს დღემდეც გრძელდება. თუმცა ესეც სცადეს, რომ თურმე მე ვიყავი რუსეთის აგენტი, მაგრამ […]
ბათუმში აქციის 11 მონაწილე დააკავეს
ბათუმში, გმირთა ხეივანში საპროტესტო მსვლელობის 11 მონაწილე დააკავეს. სამართალდამცველების განცხადებით, დაკავების მიზეზი პოლიცილის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა გახდა. გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს. „სრულიად მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეები დააკავეს. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, პოლიციელები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან მათ გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლეს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.









