„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ალეკო ელისაშვილის გზა აირჩია. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტთან განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, არ ელოდებოდა, რომ ბლოკმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო პარტიამ სხვა. „ბლოკმა მიიღო სხვა გადაწყვეტილება, პარტია „რესპუბლიკელებმა“, ჩემდა სამწუხაროდ, აირჩიეს ელისაშვილის გზა. მინდა, განვუმარტო საზოგადოებას, არ შეიძლება ადამიანების მოტყუება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არ […]
კატეგორია: პოლიტიკა
თეა წულუკიანი განათლების კომიტეტამდე ჩამოალაბორანტეს
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა ის პირები, ვინც მე-10 მოწვევის პარლამენტში საკვანძო თანამდებობებს დაიკავებს. „ხვალ გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პარლამენტის საკვანძო თანამდებობების პირების არჩევაა. საბოლოო კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ რომელ პოზიციაზე იქნება წარმოდგენილი. უკვე იცით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება. ის წარმატებული […]
შალვა ნათელაშვილი – “ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიები დაიწყო”
ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი წერს. შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, პარტიის ხელმძღვანელ პირებზე დღეს, 10 დეკემბერს სასამართლო პროცესები ჩანიშნეს. “ბიძინა ივანიშვილმა რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო ოპოზიციური პარტიების მიმართ. დღეს მოულოდნელად ჩანიშნეს სასამართლო პროცესები ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელ პირებზე, კერძოდ: საბურთალოს საარჩევნო შტაბის უფროსი – სოფო გუგავა, კრწანისის […]
ელისაშვილი: “2 კობახიძე აღმოვაჩინე”
„მთავარი არხის” ეთერში პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა დაახასიათა „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. „მაგ კაცს ვუსმენდი გუშინ, გულახდილად და არა პრესკონფერენციაზე. სიმართლე გითხრა, ჩემთვის აღმოჩენა იყო, აბსოლუტურად სხვანაირი არის იქ კობახიძე. კობახიძე, როგორც ჩანს, რა როლს თამაშობს გარეთ… შიგნით იყო, საქმიანი, მშვიდი, წყნარი”, – თქვა ელისაშვილმა.
„კობახიძემ მიხედოს იმ 20 მილიონს, რასაც “ქართული ოცნება” იღებს“ – გოჩა თევდორაძე
კობახიძემ მიხედოს იმ 20 მილიონს, რასაც „ქართული ოცნება“ გაყალბებულ არჩევნებში იღებს. ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, არის შანტაჟი და უაზრო წინადადება. „კობახიძის ზღაპრები ჩვენ არ გვეხება, ჩვენ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით ვიღებთ დაფინანსებას და ეს გრძელდება მომავალი წლის ნოემბრამდე. […]
გიგა ბოკერია – “ელისაშვილი სამარცხვინოდ იქცევა”
ამ საბაბით ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა პარლამენტში, ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს, ანუ მაინც ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი ყველა შემთხვევაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითის პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, ალეკო ელისაშვილი საბაბს ეძებს და თანაც ძალიან სამარცხვინო ფორმით. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ელისაშვილისთვის არავის არაფერი დაუბრალებია, მათ […]
ალეკო ელისაშვილი – “ბოკერიას ფოთში თავი მოეჭრა, მხოლოდ 6% აიღო და ახლა ყველაფერს ურევს”
ბოკერიას პარტია დადის შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით არიან დაკავებულები, -ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს – გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას საბოტაჟის მოწყობა და ყველაფერის არევა იმიტომ სურთ, რომ არჩევნების შედეგად პარლამენტში ვერ მოხვდნენ. მისივე თქმით, ელჩები მოლაპარაკებებში მონაწილე […]
“ყოჩაღ, ტაში, ბრავო, ბრავო, შენც და გვარამიასაც შეგეძლოთ დაგერეკათ…” – ვაშაძე თამარ ბაღაშვილს – ვიდეო
“ამ სპეკულაციებს ვუპასუხებ, რომ პარლამენტში შესვლას სტრატეგია აღამაშენებლი შეთანხმების გარეშე არ აპირებს. არც განვიხილავ და ამას ვამბობ პირველივე დღიდან და კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნო, ეს იყო ძალიან ბინძური თავდასხმა ჩვენზე, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს იყო გაკეთებული მთავარი არხის მხრიდან. დიახ თქვენი მხრიდან იყო, ფეისბუქზე და ტალევიზორში გამომაცხადეთ პირადად” – მიმართა გიორგი ვაშაძემ “მთავარის” ჟურნალისტს თამარ […]
გიგი უგულავა – „კობახიძემ თავი გადაიპარსოს“
გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს მატყუარას უწოდებს და დაენიძლავა თავის გადაპარსვაზე. „კობახიძე არის მატყუარა. ხომ იძახის 11-ში პარლამენტში მარტო არ ვიქნებით და ყველანი ერთად ვიქნებითო, აი დადოს პირობა რომ თუ მარტო იქნებიან, თავი გადაიპარსოს, ან მე გადავიპარსავ. მეც მაქვს თმები შესაჭრელი და მაგას სულ შესაჭრელია. აწყობს კობახიძეს? მე გეუბნებით, რომ ისინი პარლამენტში იქნებიან მარტო“ – აცხადებს […]
არჩილ თალაკვაძე – „განმეორებითი არჩევნები, ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება“
”კიდევ ერთხელ მინდა, განგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები, ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების შეხვედრის მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ […]










