კობახიძემ მიხედოს იმ 20 მილიონს, რასაც „ქართული ოცნება“ გაყალბებულ არჩევნებში იღებს. ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, არის შანტაჟი და უაზრო წინადადება. „კობახიძის ზღაპრები ჩვენ არ გვეხება, ჩვენ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით ვიღებთ დაფინანსებას და ეს გრძელდება მომავალი წლის ნოემბრამდე. […]
კატეგორია: პოლიტიკა
გიგა ბოკერია – “ელისაშვილი სამარცხვინოდ იქცევა”
ამ საბაბით ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა პარლამენტში, ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს, ანუ მაინც ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი ყველა შემთხვევაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითის პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, ალეკო ელისაშვილი საბაბს ეძებს და თანაც ძალიან სამარცხვინო ფორმით. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ელისაშვილისთვის არავის არაფერი დაუბრალებია, მათ […]
ალეკო ელისაშვილი – “ბოკერიას ფოთში თავი მოეჭრა, მხოლოდ 6% აიღო და ახლა ყველაფერს ურევს”
ბოკერიას პარტია დადის შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით არიან დაკავებულები, -ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს – გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას საბოტაჟის მოწყობა და ყველაფერის არევა იმიტომ სურთ, რომ არჩევნების შედეგად პარლამენტში ვერ მოხვდნენ. მისივე თქმით, ელჩები მოლაპარაკებებში მონაწილე […]
“ყოჩაღ, ტაში, ბრავო, ბრავო, შენც და გვარამიასაც შეგეძლოთ დაგერეკათ…” – ვაშაძე თამარ ბაღაშვილს – ვიდეო
“ამ სპეკულაციებს ვუპასუხებ, რომ პარლამენტში შესვლას სტრატეგია აღამაშენებლი შეთანხმების გარეშე არ აპირებს. არც განვიხილავ და ამას ვამბობ პირველივე დღიდან და კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნო, ეს იყო ძალიან ბინძური თავდასხმა ჩვენზე, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს იყო გაკეთებული მთავარი არხის მხრიდან. დიახ თქვენი მხრიდან იყო, ფეისბუქზე და ტალევიზორში გამომაცხადეთ პირადად” – მიმართა გიორგი ვაშაძემ “მთავარის” ჟურნალისტს თამარ […]
გიგი უგულავა – „კობახიძემ თავი გადაიპარსოს“
გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს მატყუარას უწოდებს და დაენიძლავა თავის გადაპარსვაზე. „კობახიძე არის მატყუარა. ხომ იძახის 11-ში პარლამენტში მარტო არ ვიქნებით და ყველანი ერთად ვიქნებითო, აი დადოს პირობა რომ თუ მარტო იქნებიან, თავი გადაიპარსოს, ან მე გადავიპარსავ. მეც მაქვს თმები შესაჭრელი და მაგას სულ შესაჭრელია. აწყობს კობახიძეს? მე გეუბნებით, რომ ისინი პარლამენტში იქნებიან მარტო“ – აცხადებს […]
არჩილ თალაკვაძე – „განმეორებითი არჩევნები, ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება“
”კიდევ ერთხელ მინდა, განგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები, ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების შეხვედრის მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ […]
გიორგი ვაშაძე – „ოპოზიცია გვარამიასა და “ნაცმოძრაობის” მძევალი არ უნდა გახდეს“
შეთანხმების გარეშე „სტრატეგია აღმაშენებელი“ არსად შესვლას არ აპირებს, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან, კოალციაზე ბინძური თავდასხმები მიმდინარეობს – ასე მკვეთრად დაუპირისპირდა დღეს ვაშაძე გვარამიას იმ სტატუსის გამო, რომელიც „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა სოცქსელშო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გიორგი ვაშაძე პარლამენტში შესვლას აპირებს. მეტიც, ვაშაძის თქმით, ის ამჯერადაც ისე გახდა თავდასხმის ობიექტი გვარამიას გაპიარებული „ნაცმოძრაობიდან“, როგორც […]
“გიორგი ვაშაძე პარლამენტში შედის”
პარლამენტში ოპოზიციონერების შესვლასთან დაკავშირებით თაკო ჩარკვიანის პოსტზე ნიკა გვარამიამ ასეთი კომენტარი გააკეთა: “ქალბატონო თაკო, თავის დამშვიდება არაა კარგი თანამგზავრი. ჩვენ გავახმოვანეთ ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს და რომლის თანახმადაც პარლამენტში შედის (კი არ ყოყმანობს, კი არ ფიქრობს – სწორედაც შედის) 7 ოპოზიციონერი (შემდეგ გამოშვებაში დავასახელებთ შვიდივეს), მათ შორის ორი თქვენი სიიდან, პირველ რიგში, ბატონი ვაშაძე. ესააა […]
საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან. ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო […]
გიგი უგულავა – “თუ ვინმეს უნდა, ადგეს და შევიდეს, მაგის დედაც…”
თუ ვინმეს შესვლა უნდა, შევიდეს და დაემსგავსევა კობახიძე-ვოლსკის! უფრო საზიზღარი მონა გახდება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა. “ეს პარლამენტი ვერ “გაპრავდება” იმით, რომ თურმე ვიღაცას სამომავლოდ დაპირდებიან ან რეფორმას და ან რას კაცმა რომ არ იცის. ამ პარლამენტში შესვლა პირდაპირ “ქართულ ოცნებაში” შესვლას ნიშნავს. […]









