კატეგორია: პოლიტიკა

ნაციონალებმა, ვაშაძის პარტიამ, ლელომ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტებმა სიების ანულირების განცხადება ცესკოში შეიტანეს

ნაციონალებმა, ვაშაძის პარტიამ, ლელომ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტებმა სიების ანულირების განცხადება ცესკოში შეიტანეს

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს, ცენტრალურ საარჩევნოკომისიაში პროპორციული სიების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებები შეიტანეს. პროპორციული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცესკო-ს მიმართა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლელომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“. როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში „შავ ლაქად“ დარჩება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად […]

ალეკო ელისაშვილი – „პარლამენტში შესვლა მოღალატეობა კი არა, ხალხის სამსახურში ყოფნაა“

ელისაშვილი - "ხელისუფლება ოპოზიციისკენ აშკარად ნაბიჯებს დგამს"

მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი Facebook-ლაივში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე. ელისაშვილის თქმით, არასწორია, მანდატებზე უარის თქმა, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხოლო მოლაპარაკების შედეგი ხელის მოწერა და პარლამენტში შესვლა უნდა იყოს. “თან ამბობენ რომ მანდატებს ვხევთო, თან ამბობენ, რომ მოლაპარაკებაზე […]

“მივესალმები სრულიად საქართველოს ბინადართ” – ლადო კახაძის მიმართვა

ლადო კახაძის ჩაშლილი ზეიმი - რა მოხდა "ოცნების" ოფისში

“მივესალმები სრულიად საქართველოს ბინადართ, მივესალმები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ჩვენს ღვიძლ მოსახლეობას” – ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა ქართული ოცნების უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ გახსნა. პარლამენტის უხუცესი დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა, თუმცა, იმის გამო, რომ ოპოზიციამ მანდატებზე უარი თქვა, სხდომა ლადო კახაძემ გახსნა. ეს საქართველოს ისტორიაში პარლამენტის ერთპარტიულად შეკრების პირველი ფაქტია […]

გუბაზ სანიკიძე – “დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა”

გუბაზ სანიკიძე - "დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა"

ყველა გადის ინდივიდუალურ და კოლექტიურ გამოცდას ახლა. არის ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალიან მძიმე პერიოდი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში. ამიტომ ყველა გააკეთებს თავის არჩევანს – მე ვარ პოლიტიკური დარვინიზმის მომხრე, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტების გაფორმებისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ პარლამენტში არ შესვლით […]

”თოვდა და თბილისს ებურა თალხი…” – არმაზ ახვლედიანმა 2020 წლის  დეკემბერი 1921-ის თებერვალს შეადარა

არმაზ ახვლედიანი - "ოქრუაშვილის დაკავება ივანიშვილის ბნელი გეგმის  ნაწილია"

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა არმაზ ახვლედიანმა ერთმანეთს შეადარა დეკემბერი  2020 და თებერვალი 1921. მან აღნიშნა, რომ დღეს თბილისის შემოგარენში ჩამოთოვა, რაც, მისი აზრით, სიმბოლურია, რადგან კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსი გაახსენდა. სუსხიანი დილაა, არა? თბილისის შემოგარენში კი ჩამოთოვა… სიმბოლურია, მაგრამ დღეს ყველაზე ნათლად მახსენდება კოლაუ ნადირაძის ლექსი, რომელიც ყველამ ზეპირად იცით: “თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა […]

სალომე ზურაბიშვილი – „საზოგადოება გვეუბნება დავიღალეთ”

სალომე ზურაბიშვილი - „საზოგადოება გვეუბნება დავიღალეთ"

დავიღალეთ! საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ პარლამენტის დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ. „დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით, ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის […]

ლევან ხაბეიშვილი – “რესპუბლიკელებმა“ ელისაშვილის გზა აირჩიეს“

"რა დროს იუმორია, რა დროს ვინმეს დაცინვაა, როცა სრულიად ერი მგლოვიარეა"- ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძის განცხადებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ალეკო ელისაშვილის გზა აირჩია. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტთან განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, არ ელოდებოდა, რომ ბლოკმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო პარტიამ სხვა. „ბლოკმა მიიღო სხვა გადაწყვეტილება, პარტია „რესპუბლიკელებმა“, ჩემდა სამწუხაროდ, აირჩიეს ელისაშვილის გზა. მინდა, განვუმარტო საზოგადოებას, არ შეიძლება ადამიანების მოტყუება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არ […]

თეა წულუკიანი განათლების კომიტეტამდე ჩამოალაბორანტეს

თეა წულუკიანი განათლების კომიტეტამდე ჩამოალაბორანტეს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა ის პირები, ვინც მე-10 მოწვევის პარლამენტში საკვანძო თანამდებობებს დაიკავებს. „ხვალ გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პარლამენტის საკვანძო თანამდებობების პირების არჩევაა. საბოლოო კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ რომელ პოზიციაზე იქნება წარმოდგენილი. უკვე იცით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება. ის წარმატებული […]

შალვა ნათელაშვილი – “ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიები დაიწყო”

შალვა ნათელაშვილი - ''ხელისუფლებას დიდი სახალხო ცუნამი უახლოვდება''

ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი წერს. შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, პარტიის ხელმძღვანელ პირებზე დღეს, 10 დეკემბერს სასამართლო პროცესები ჩანიშნეს. “ბიძინა ივანიშვილმა რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო ოპოზიციური პარტიების მიმართ. დღეს მოულოდნელად ჩანიშნეს სასამართლო პროცესები ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელ პირებზე, კერძოდ: საბურთალოს საარჩევნო შტაბის უფროსი – სოფო გუგავა, კრწანისის […]

ელისაშვილი: “2 კობახიძე აღმოვაჩინე”

ელისაშვილი - "ხელისუფლება ოპოზიციისკენ აშკარად ნაბიჯებს დგამს"

„მთავარი არხის” ეთერში პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა დაახასიათა „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. „მაგ კაცს ვუსმენდი გუშინ, გულახდილად და არა პრესკონფერენციაზე. სიმართლე გითხრა, ჩემთვის აღმოჩენა იყო, აბსოლუტურად სხვანაირი არის იქ კობახიძე. კობახიძე, როგორც ჩანს, რა როლს თამაშობს გარეთ… შიგნით იყო, საქმიანი, მშვიდი, წყნარი”, – თქვა ელისაშვილმა.