”თოვდა და თბილისს ებურა თალხი…” – არმაზ ახვლედიანმა 2020 წლის  დეკემბერი 1921-ის თებერვალს შეადარა

”თოვდა და თბილისს ებურა თალხი…” – არმაზ ახვლედიანმა 2020 წლის  დეკემბერი 1921-ის თებერვალს შეადარაგაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა არმაზ ახვლედიანმა ერთმანეთს შეადარა დეკემბერი  2020 და თებერვალი 1921. მან აღნიშნა, რომ დღეს თბილისის შემოგარენში ჩამოთოვა, რაც, მისი აზრით, სიმბოლურია, რადგან კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსი გაახსენდა.

სუსხიანი დილაა, არა? თბილისის შემოგარენში კი ჩამოთოვა… სიმბოლურია, მაგრამ დღეს ყველაზე ნათლად მახსენდება კოლაუ ნადირაძის ლექსი, რომელიც ყველამ ზეპირად იცით: “თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი”, მაგრამ მე მაინც იმედიანად ვარ, მჯერა, საქართველოს ხერლახლა გასაბჭოებას არ დავუშვებთ, – ამბობს არმაზ ახლვედიანი.
არმაზ ახვლედიანი, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის  სხვა წევრების მსგავსად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში იმყოფება და მემორანდუმზე ხელისმოწერის რიტუალში მონაწილეობს, რითაც ოპოზიციური პარტიები მანდატებზე უარს ამბობენ.