კატეგორია: პოლიტიკა

ივანიშვილი არჩევნებზე გამოჩნდა – “ზოგი პარტია ზედმეტად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს”

ივანიშვილი არჩევნებზე გამოჩნდა - "ზოგი პარტია ზედმეტად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს"

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, თუმცა ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ივანიშვილი აცახდებს, დემოკრატიულმა საზოგადოებამ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ამასთან, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ივანიშვილი […]

ნინო ბურჯანაძე – „ივანიშვილის ბრძანება იყო, რომ ბარიერი ვერ გადამელახა“

ნინო ბურჯანაძე -  „ივანიშვილის ბრძანება იყო, რომ ბარიერი ვერ გადამელახა“

ნინო ბურჯანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას განსაკუთრებით ებრძვის. _ საუბრობთ ხოლმე, რომ განსაკუთრებულად გებრძვით ივანიშვილი. რატომ, რის გამო ხდება ეს? _ ერთი მიზეზი, რაც თვალნათელია, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი დამოუკიდებელი ადამიანი, მასზე კომპეტენტური ადამიანი, მით უმეტეს ადამიანი, რომელსაც არამარტო დასავლეთში შეუძლია ლაპარაკი, არამედ რუსეთშიც. მას არ შეუძლია […]

ირაკლი კობახიძე – „პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს ოპოზიციის გასვლას პარლამენტიდან”

ირაკლი კობახიძე - "მილიონზე მეტ ხმას მივიღებთ ამ არჩევნებში"

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მე-10 მოწვევის პარლამენტში არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს. როგორც კობახიძე აცხადებს, „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“. მისივე მტკიცებით, „ პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას“. ამ კონტექსტში კობახიძე განმარტავს, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი […]

შალვა ნათელაშვილი – „ოპოზიციის ფეხი არ იქნება პარლამენტში, პარლამენტი არ არსებობს“

შალვა ნათელაშვილი - ''ხელისუფლებას დიდი სახალხო ცუნამი უახლოვდება''

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრას მართავს. პირველი შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას გადაწყვეტილება არ შეუცვლია და ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. „ჩვენ ვართ არჩევნებით დაზარალებული ქვეყანა, სადაც ხელისუფლება განზრახ არ თვლის არჩევნების შედეგებს. კრიზისი არის ახალი შესაძლებლობა, ახალი გამოსავალი […]

ირაკლი ოქრუაშვილი: „ოპოზიცია კი არ რჩება ქუჩაში, “ოცნება” ბრეჟნევის სტილში მარტო იქნება პარლამენტში“

ირაკლი ოქრუაშვილი - „ორი თვის დანიშნული ვიყავი გენერალურ პროკურორად, პატიმარმა მოსამართლე მძევლად აიყვანა...“

“ოცნება” ბრეჟნევის სტილში მარტო იქნება პარლამენტში… დაველოდებით ივანიშვილს, დროა 5 დეკემბრამდე, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა. “ვერც უცხოელები და ვერც ხელისუფლება ვერ მოგვთხოვს უკომპრომისოდ დათანხმებას ერთი რამის გამო – გუშინ ტყვას გვესროდნენ და წყალს გვასხამდნენ. არჩევნების შედეგები შეაჯამეს. სასამართლოში დავების გასაჩივრების ვადამდე შეაჯამეს არჩევნების შედეგები, რაც გაუგონარი რაღაცაა. დღის […]

ნაციონალური მოძრაობა მე-2 ტურში მონაწილეობას არ იღებს

ნაციონალური მოძრაობა მე-2 ტურში მონაწილეობას არ იღებს

“ნაციონალური მოძრაობა” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიამხარდამჭერებს მოუწოდებს, მათაც ბოიკოტი გამოაცხადონ და არ დააფიქსირონ საკუთარი ხმა არჩევნების მეორე ტურზე. ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მოქალქეებს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. „მოვუწოდებთ ჩვენ ყველა მომხრეს, არ მივიდნენ არჩევნებზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბოიკოტი მეორე ტურზე. ჩვენ გესაუბრებით პარტიის, ჩვენი […]

რატომ დააქვს ნინო ბურჯანაძეს მდუღარე წყალი

რატომ დააქვს ნინო ბურჯანაძეს მდუღარე წყალი

ნინო ბურჯანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს იმაზე, თუ რა დალია რამდენიმე დღის წინ აქციაზე. _ საკმაოდ მწვავე გამოსვლა გქონდათ ბოლო აქციაზე. რამდენიმე მედიასაშუალებამ თქვენი ჩაის დალევაც გაანიუსა. დაუკავშირეს 2003 წელს სააკაშვილის მიერ პარლამენტში შევარდნაძის ჩაის დალევას. რა პასუხი გაქვთ ამაზე? _ სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედია მეტ გასანიუსებელს ვერ ხედავს. ჯერ ერთი, ეს ჩაი კი არ […]

სააკაშვილი – “ვერავინ მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენს თავისუფლებას ეწინააღმდეგება”

სააკაშვილი - "2003 წელს შევარდნაძე ამათზე ბევრად მაგრად იდგა და გაყალბების საბუთებიც ნაკლები გვქონდა"

ეს არის ჩვენი ქვეყანა, ვერავინ ვერ გვაიძულებს და მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილმა ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის კონტექსტში და აღნიშნა: „გვეუბნებიან: კი არჩევნები გაგიყალბეს, მაგრამ იქნებ მაინც რაღაცაზე მოილაპარაკოთ“. „ჯერ ერთი მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო მდივნის დელეგაციის შეხვედრა დაანონსებული არ […]

“კობახიძე ბიძინა ივანიშვილს პრორუსულ საქმიანობაში ამხელს?” – დავით ჭიჭინაძე

დავით ჭიჭინაძე -  "ისე დაიწყეს ამ ქვეყანას გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ"

პოლიტიკურის პარტიის “ტრიბუნას” ლიდერი , დავით ჭიჭინაძე , „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, კობახიძის ლოგიკით, ივანიშვილი რუსულ საქმეს ემსახურება, რადგან ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა და პომპეო მას შეხვდა . ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ სხვა არანაირი ახსნა არ აქვს კობახიძის მორიგ „სიბრძნეს“.„კობახიძე ბიძინა ივანიშვილს პრორუსულ საქმიანობაში ამხელს? სხვა არანაირი ახსნა არ აქვს […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – “ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს!”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - "ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს!"

ის, რასაც ჩვენ ხელს ვუწყობთ არის, რომ ოპოზიციამ ცვლილებისთვის პარლამენტიდან იბრძოლოს, ბოიკოტი აღარ გამოაცხადოს, თქვენ ამომრჩეველმა იმისთვის აგირჩიათ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოახდინოთ ცვლილება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც ოფიციალურმა პირებმა საქართველოს შესახებ ისაუბრეს. „გასულ ზაფხულს მათ განახორციელეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რის შედეგადაც უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა მიიღეს და ამ საარჩევნო […]