რატომ დააქვს ნინო ბურჯანაძეს მდუღარე წყალი

რატომ დააქვს ნინო ბურჯანაძეს მდუღარე წყალინინო ბურჯანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს იმაზე, თუ რა დალია რამდენიმე დღის წინ აქციაზე.

_ საკმაოდ მწვავე გამოსვლა გქონდათ ბოლო აქციაზე. რამდენიმე მედიასაშუალებამ თქვენი ჩაის დალევაც გაანიუსა. დაუკავშირეს 2003 წელს სააკაშვილის მიერ პარლამენტში შევარდნაძის ჩაის დალევას. რა პასუხი გაქვთ ამაზე?

_ სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედია მეტ გასანიუსებელს ვერ ხედავს. ჯერ ერთი, ეს ჩაი კი არ იყო, არამედ ეს იყო მდუღარე წყალი ყველაფრის გარეშე, ჩაის, შაქრის და ყველანაირი მინარევების გარეშე. უკვე წლებია, პრაქტიკულად ყველა ეთერში დამაქვს. მაქვს ყელის პრობლემა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ან ინტერვიუს ვაძლევ, ან როდესაც ხანგრძლივად ვლაპარაკობ ცივ ჰაერზე, მეწყება ხველა. ელემენტარულად ადამიანების პატივისცემაა, რომ როდესაც სიტყვით გამოდიხარ, ხველა არ დაიწყო.

ასე რომ, დამაქვს მდუღარე წყალი, თუ ეს განსაკუთრებული პრობლემაა, შემიძლია ვინმეს ვაჩვენო. უფრო სერიოზულ საკითხებს რომ მიაქცევდნენ ყურადღებას, უკეთესი იქნებოდა. ჩაიც რომ დამელია, რა, რევოლუცია მოხდებოდა?!

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა