საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მათი ინფორმაციით, პრეზიდენტმა თავის მხრივ თამარ ჟვანიას და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ დაუდასტურა პატივისცემა და გამოხატა მადლიერება, იმისთვის, რომ მათ შეძლეს პანდემიის მძიმე პირობების და გამოწვევების მიუხედავად ორგანიზება გაეწიათ […]
კატეგორია: პოლიტიკა
გიორგი კახიანი – “ნაციონალებს დამარცხების აღიარების ღირსება არ აქვთ”
ყველას ძალიან კარგად გვესმოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს იმდენი პოლიტიკური ღირსება, რომ მარცხი აღიაროს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კახიანის თქმით, ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში არიან. „სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს აყოლილები არიან ის პარტიები, რომლებსაც შედარებით ნაკლები მხარდაჭერა აქვთ – ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაშიც კი იმყოფებიან. ვნახოთ, პროცესი მიმდინარეობს, მეორე […]
“წადი! წადი!” – ცესკოსთან თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ
ცესკოს შენობასთან შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „წადი, წადი“. აქტივისტებმა იქვე აღმართულ რკინის ჯებირზე თამარ ჟვანიას და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით პლაკატები გააკრეს წარწერით – „გამყალბებელი ციხეში“. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და მას გაყალბებულად მიიჩნევენ. „ივანიშვილმა ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მოპარა არჩევნები და […]
“ე.წ. პარლამენტში არ შევალთ” – ნაციონალებმა, პატრიოტთა ალიანსმა და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადებას მოაწერეს ხელი
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ. “2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო საარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და „კარუსელი“, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების […]
გია ხუხაშვილი – „100 დეპუტატი თუ არ იქნა, პარლამენტის სხდომა ვერ ჩატარდება, „ოცნება“ კი 100 მანდატს ვერ იღებს“
ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება: _ პარლამენტი რომ შედგეს, მინიმუმ 100 წევრი უნდა იყოს. მიუხედავად ამდენი ძალისხმევისა, „ოცნება“ 100 წევრს ვერ აგროვებს. _ მე ვესაუბრე კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს და მან თქვა, რომ კონსტიტუციაში არ არის კონკრეტული ჩანაწერი და ორ ნაწილად იყოფა კონსტიტუციონალისტების აზრი. _ […]
საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ხანდაზმულ ცოლ-ქმარს გაუსწორდა
ოზურგეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა 76 წლის ოტია ხომერიკსა და მის მეუღლეს – 74 წლის მზიური მჟავანაძეს მხოლოდ იმიტომ გაუსწორდა, რომ ეს უკანასკნელები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ. ინციდენტი უბანზე ხმების დათვლის დასრულების შემდეგ მოხდა. დაშავებულების თქმით, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის გაღიზიანება „ოცნებისთვის“ არასაკმარისი ხმების მიღებამ გამოიწვია. მჟავანაძის თქმით, […]
ნიკა მელიამ და გუბაზ სანიკიძემ იჩხუბეს – “ხან ბიძინას აგენტი ხარ, ხან მიშასი, წადი, რა” – ვიდეო
მთავარი არხის სტუდიაში ოპოზიციის შეკრების დროს ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მძაფრი კამათი გაიმართა ჩხუბის ზღვარზე გასვლის ელემენტებით. კამათი გუბაზ სანიკიძის მოსაზრებას მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების აუცილებლობის შესახებ. “რა დაკომპლექსებული ხართ ამ მიშათი, რატომ გამოწვია შენი განერვიულება იმან, რომ ვთქვი, რომ დროა, რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს საქართველოში. იმიტომ, რომ მის გარეშე ბიძინას ვერ ვერევით”, […]
თამარ ჟვანია – “გადავდგები, თუ რომელიმე შედეგი სწორად არ იქნება დათვლილი”
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ “ღამის კურიერში” დასმულ შეკითხვას, – რა შემთხვევაში შეიძლება დატოვოს მან თანამდებობა – თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ის იმ შემთხვევაში მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას, თუკი რომელიმე შედეგი სწორად არ იქნება დათვლილი. “თამარ ჟვანია იმ შემთხვევაში მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, თუკი რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუკი რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთივე რეაგირება, […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „მეც მაქვს 1-2 ისეთი ოქმი, რომ თმები ყალყზე დაგიდგებათ“
„ჩვენ უნდა მივყვეთ ამ პროცესს მოთმინებით და ნებისყოფით. მეორე, პროცესი არ იქნება მოკლე. პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი. გვესმის, რომ აუცილებელი იქნება ქუჩაც და მაგიდასთან საუბარიც – როგორც უცხოელებთან, ასევე ერთმანეთში“, – განაცხადა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში. “ჯერ საბოლოო დასკვნები არ აქვთ გაკეთებული ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, იმიტომ რომ პროცედურები არ […]










