დაპირისპირება გლდანში, პოლიციამ ნიკა მელიას შტაბის წევრი დააკავა. https://www.newposts.ge/img/photos2/fr_1604147310832220.mp4
კატეგორია: პოლიტიკა
ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ – გლდანში #79 უბანი
გლდანის #79 უბანთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა სამართალდამცავები მუშაობას განაგრძობენ. დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელს მობილური ტელეფონი დაუზიანეს. ასევე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ტვ “ფორმულას” ოპერატორს, დაზიანება მიიღო ტვ “პირველის” ჟურნალისტმაც.
“50 ლარი” – სიები ხარაგაულის მეორე უბნიდან
ხარაგაულის მეორე უბანზე, “ქართული ოცნების” კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე წარწერა “50+” ზოგან კი “50ლ”. ერთერთ ფურცელზე კი წერია: “10 კაცი ახალია მოსაძებნი, 30 კაცის პირადობა და ტელეფონი”. ფოტოები, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს, ასევე წარწერებია ბოლო კარდაკარის მონაცემებზე. მთავარი
ირაკლი ოქრუაშვილი – ხმა ცვლილებებს მივეცი
ხმა ცვლილებებს მივეცი – ხელისუფლების ცვლილებას, უკეთესობისაკენ ცვლილებას, – ამის თაობაზე საარჩევნო უბანთან „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. „თითოეულმა ადამიანმა არჩევნებზე არმისვლით შეიძლება უფრო მეტი საფრთხე შეუქმნას ქვეყნისა და შვილების მომავალს. ასე რომ, ყველამ უნდა ვიაქტიუროთ“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ცესკო – “12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%”
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%, რაც რაოდენობრივად არის 681 583 ამომრჩეველი. ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს – 28, 3% ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ აჭარის რეგიონში – 17,9%. ცნობისთვის, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა დილის 12 საათისთვის 19,81% იყო, […]
ირაკლი კობახიძე – “მილიონზე მეტ ხმას მივიღებთ ამ არჩევნებში”
ჩვენ ვვარაუდობთ მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ამ არჩევნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყოველ ერთ საათში შედის „ქართული ოცნების“ შტაბში მონაცემები მათი მხარდაჭერის თაობაზე. „ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები, ყოველ საათში ერთხელ ჩვენ შემოგვდის მონაცემები ჩვენი მხარდაჭერის თაობაზე და ეს მონაცემები, რაც გვაქვს ამ […]
ბუბა კიკაბიძეს უბანი აერია – “უნდა მოვიგოთ”
ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. „ხმა მივეცი კარგ, ნორმალურ ცხოვრებას. მოლოდინი მაქვს, რომ უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ. აღსანიშნავია, რომ ბუბა კიკაბიძე თავდაპირველად შეცდომით სხვა საარჩევნო უბანზე მივიდა, თუმცა მას განუმარტეს, რომ აღნიშნულ უბანზე არ იყო რეგისტრირებული. საბოლოოდ კიკაბიძემ საკუთარი არჩევანი თბილისის 71-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
“აშშ-ის საელჩოდან გვყავს 75-ზე მეტი დამკვირვებელი” – კელი დეგნანი თამარ ჟვანიას შეხვდა
ეს არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საელჩოდან 75-ზე მეტი წარმომადგენელი გვყავს, რომლებიც სხვადასხვა უბანზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ცესკოს ინფორმაციით, თამარ ჟვანიამ ელჩს კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, მშვიდ გარემოში […]
ოქრიაშვილი – “ვიგებთ 65%-ით, მეც იარაღით გადავაადგილდები”
დიმიტრი შაშკინს იარაღის ტარების უფლება აქვს და შეუძლია. მეც იარაღით გადავაადგილდები, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი იარაღით. ამასთან, ოქრიაშვილით თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია იმარჯვებს. „ვიგებთ მეგობრებო, ვიგებთ მაგრად, 65%-ით“, – აღნიშნა ოქრიაშვილმა. იპნ
ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს – „ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ“
ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ,- ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებს იმასთან დაკავშირებით, რომ პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე, რადგან კობახიძის ინფორმაციით, მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, […]










