ოქრიაშვილი – “ვიგებთ 65%-ით, მეც იარაღით გადავაადგილდები”

ოქრიაშვილი - "ვიგებთ 65%-ით, მეც იარაღით გადავაადგილდები"დიმიტრი შაშკინს იარაღის ტარების უფლება აქვს და შეუძლია. მეც იარაღით გადავაადგილდები, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი იარაღით.

ამასთან, ოქრიაშვილით თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია იმარჯვებს.

„ვიგებთ მეგობრებო, ვიგებთ მაგრად, 65%-ით“, – აღნიშნა ოქრიაშვილმა.

იპნ