კატეგორია: პოლიტიკა

კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

კახა კუკავა - "კობახიძეც, ვოლსკიც და თალაკვაძეც ჩვენსკენ გადმოვლენ"

“თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარეს, კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. კუკავამ ინფორმაცია ფეისბუქზე გაავრცელა. “მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა კოვიდ 19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში”, – წერს კუკავა.

სოსო ჯაჭვლიანი “ოცნებიდან” წავიდა – “კალაძის ცოლისძა გიორგი არეშიძე შავი პიარით დამემუქრა”

სოსო ჯაჭვლიანი "ოცნებიდან" წავიდა - "კალაძის ცოლისძა გიორგი არეშიძე შავი პიარით დამემუქრა"

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი კახა კალაძის ცოლისძმას, გიორგი არეშიძეს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს. ჯაჭვლიანი ამბობს, რომ არეშიძემ მას ფედერაციიდან წასვლა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შავი პიარის აგორებით დაემუქრა. როგორც სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, ის კახა კალაძესთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო. ჯაჭვლიანი მისი ოჯახის მიმართ მუქარაზეც საუბრობს. “იმდენად გათავხედდნენ, რომ ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე დაიწყეს ნადირობა, […]

კახა კალაძე – “ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან”

კალაძემ 2008 წლის ომი სააკაშვილს დააბრალა

ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან. აი, თურმე მაშინ დალაგდა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში, – ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასული “ქართუ ჯგუფის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ელდარ გოგოლაძის ინტერვიუ, რომლის თქმით, “ივანიშვილი ანგოლის სამოქალაქო ომში იარაღის უკანონოდ ვაჭრობის საქმეში ფიგურირებდა”. კახა კალაძის განცხადებით, ინტერვიუს „ექშენი“ აკლდა. „ეფექტური არ იყო, მინდა ეს ინტერვიუ დაგიწუნოთ. „ექშენი“ აკლდა. […]

კახა კალაძე – “ვანო ჩხარტიშვილს დიდი ჯილდო უნდა მივცეთ”

კალაძემ 2008 წლის ომი სააკაშვილს დააბრალა

თუ ვანო ჩხარტიშვილის გამოააშკარავებულია ის, რაც ხდებოდა ციხეებში, გამოძიება კი არა, ძალიან დიდი ჯილდო უნდა გადაეცეს ამ ადამიანს, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ე.წ. ციხის კადრების გავრცელების დამფინანსებელი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო. ,,არ ვიცი, ეს რამდენად რეალურია და რა ჩანაწერზე საუბრობთ, მაგრამ თუ ვანო ჩხარტიშვილის გამოაშკარავებულია ის, რაც ხდებოდა ციხეებში, გამოძიება კი არა, ძალიან დიდი […]

სააკაშვილი – „ვიღაცა ვიღაცას ოდნავ ხომ არ „აკვნეტდა“?

სააკაშვილი - "სულ იყო მცდელობა, ჩემთვის უკრაინაში რაღაც სახის მინისტრობა შემოეთავაზებინათ"

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ციხის კადრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებულმა ჩანაწერებმა მისი არარეალურობა დაადასტურა, თუმცა სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ციხეში მსგავსი პრობლემები ნამდვილად იყო. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეებში მსგავსი პრობლემები, ექსპრეზიდენტი პასუხობს, რომ იყო. „როგორ არ იყო, რა თქმა უნდა იყო. ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც იყო […]

მთიან ყარაბაღში ვაჰაგნ ჩახალიანი მოკლეს

მთიან ყარაბაღში ვაჰაგნ ჩახალიანი მოკლეს

მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებებისას დაქირავებული მებრძოლი ვაჰაგნ ჩახალიანი მოკლეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს და წერს, რომ სომხების მიერ დაქირავებულ მებრძოლებს, მათ შორის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის “პრეზიდენტის” აირიკ არუთიანიანის მეგობრებს,  რომლებიც აზერბაიჯანულმა არმიამ გაანადგურა, ძმათა საერთო სასაფლაოზე კრძალავენ. ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს მოქალაქე ჩახალიანის გარდაცვალების შესახებ სომხურ მხარეს ამ დრომდე არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, მოძრაობა ”ჯავახკის” ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი 2008 […]

“ცესკომ კონსტიტუცია შეცვალა” – გურამ ჩალაგაშვილი

"ოცნებამ" თავისი ოცეულით ხალხს კიდევ ერთხელ დასცინა"

“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ცესკოს დადგენილებას აპროტესტებს. – რომელ დადგენილებას გულისხმობთ? – შეიკრიბენ ცესკოში ეს ადამიანები და თქვეს, რომ 26 ოქტომბრამდე ვინც მოასწრებს შესვლას საკარანტინე ზონაში, მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ვისაც მოუწევს 27-ში, 28-ში, 29-ში ან 30-ში, ამ ადამიანებს ერთმევათ ის უფლება, რომელსაც კონსტიტუცია ანიჭებთ! ცესკომ ჩვეულებრივად შეცვალა კონსტიტუცია! ეს […]

“ოცნებას” კოალიცია დასჭირდება, ნაციონალები სათავეში ვერ მოვლენ” – პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი - "ოცნება" თავისი დამარცხებით ქართულ დემოკრატიას ხელს შეუწყობს"

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებზე 45%-ზე მეტს ვერ აიღებს. _ ეს არის ძალიან მინიმალური უპირატესობა, რის გამოც მას შეიძლება მოუწიოს რომელიმე პარტიასთან კოალიციაში შესვლა, რაც ნამდვილად არ არის ტრაგედია და ძალიან ნორმალური პროცესია, _ ამბობს ის “ახალ თაობასთან” ინტერვიუში. მისი აზრით, ოპოზიცია ისეთი ძლიერი იქნება, რომ “ქართულ ოცნებას” გასაქანს არ მისცემს. _ […]

“ჩვენ, სააკაშვილები, გორიდან ვართ” – მესამე პრეზიდენტმა გორში ნაციონალების შეკრებას მიმართა

"ჩვენ, სააკაშვილები, გორიდან ვართ" - მესამე პრეზიდენტმა გორში ნაციონალების შეკრებას მიმართა

გორში, ლომჭაბუკის ტერიტორიაზე, გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა. შეხვედრას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებიც დაესწრნენ. სიტყვით ნიკა მელია გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში ოლიგარქის მმართველობა უნდა დასრულდეს. ბადრი ბასიშვილმა მადლობა გადაუხადა გორელებსა და კასპელებს მხარდამჭერისთვის, თუმცა განსაკუთრებული მადლობა დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილებს გადაუხადა. ბადრი ბასიშვილი ამ ხეობიდან დევნილია. ,,ჩვენ აუცილებლად […]

ირაკლი ოქრუაშვილი – „ივანიშვილმა გადაწყვიტა მთელი ქვეყნის ჯიბეში ჩადება,  კრიმინალთან ხელშეკრულების დადება“…

ირაკლი ოქრუაშვილი - „ივანიშვილმა გადაწყვიტა მთელი ქვეყნის  ჯიბეში ჩადება,  კრიმინალთან ხელშეკრულების დადება“...

„ეს არჩევნები არის განსაკუთრებული არჩევნები, განსაკუთრებული ცვლილებებისა და მოლოდინის მქონე არჩევნები, როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია თავს მივცეთ უფლება და ავირჩიოთ კარგი ექიმი, კარგი მეწარმე, კარგი ისტორიკოსი, ეს არის პოლიტიკოსების არჩევნები და იმ ადამიანების არჩევნები, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის მართვა და ვისაც აქვს ამის გამოცდილება“,- ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან […]