„ხელისუფლებამ კრიმინალთან შეზრდა დაიწყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად. მერე კრიმინალმა მოითხოვა ხელისუფლებისგან იმ ვალდებულებების გასტუმრება, რაც ხელისუფლებამ მათ წინაშე აიღო იმ დახმარების სანაცვლოდ, რაც კრიმინალმა აღმოუჩინა არჩევნების დროს. ამ შედეგებს ვაწყდებით დღეს,” – პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ “პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში. როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს საკმაოდ დიდი დოზით დისკრედიტაცია სახელმწიფო […]
კატეგორია: პოლიტიკა
ვოლსკი ბაჩალიაშვილზე – “სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ”
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ძებნიდან მე-5 დღეს პოვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ “სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს არის უნამუსო ტყუილი”. მისი თქმით, “სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ”. “არაერთი მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის, არის დაფიქსირებული წარსულში, […]
“ჩვენი ექიმები” – “ოცნების” სასწრაფო სამედიცინო დახმარება?
საქართველოს მმართველი პარტია თავს იწონებს პანდემიასთან წარმატებული ბრძოლით. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას ეს წარმატება სახელისუფლებო გუნდის პროფესიონალიზმითა და ხალხის (ქვეყნის) მსახურების წყურვილით ახსნა. ბიძინა ივანიშვილს არაფერი უთქვამს შეუსრულებელ დაპირებებზე, ისევე როგორც არაფერი უთქვამს ამ დაპირებების (ან ახალი დაპირებების) სამომავალოდ შესრულების პერსპექტივაზე. ისე გამოვიდა, თითქოს, 2012 წელს მხოლოდ იმის გამო შეცვალა […]
ნიკა მელია – კობიაშვილის დეპუტატობა მაშინ გავიგე, როცა პარლამენტში მიჭერდა… მისი დამსახურებით ვარ სამაჯურით
დაცვაში თამაშ ჩვენც არ ვაპირებთ – ამის შესახებ ნიკა მელიამ მისი კონკურენტის, მმართველი პარტიის კანდიდატის ლევან კობიაშვილის შეფასებისას თოქშოუ „რეაქციის“ ეთერში განაცხადა „გლდანის მოსახლეობას მინდა დავპირდე, რომ არცერთი სანტიმეტრით არ იქნება უკან დახევა. ეს თქვენ იცით, რომ კობიაშვილი გლდანში მაჟორიტარი იყო. კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიცოდი რომ იყო და მაშინ გავიგე მისი დეპუტატობა, როცა მიჭერდა, […]
ბექა ოდიშარია – “დავიბადე მთაწმინდაზე, მამაჩემიც და ჩემი შვილებიც პირველ სკოლელები არიან”
მთაწმინდის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ოდიშარია, ამბობს, რომ მისი ოჯახი მთაწმინდელები არიან: “საქილიკო აქ არაფერი გახლავთ, ცუდი არაფერი არის, ყველა მაჟორიტარს უნდა ჰქონდეს რაღაც ბუნებრივი ბმა, უკეთესია შესაძლებელია სხვაგვარადაც იყოს, მაგრამ ვფიქრობ, ის რომ დავიბადე მთაწმინდაზე, მამაჩემიც და ჩემი შვილებიც პირველ სკოლელები არიან, ამით არაფერი დაგვიშავებია და არაფერი დაუშავდება მთაწმინდას. შესაძლებელია, ამით უბრალოდ […]
კელი დეგნანი – აუცილებელია რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით, რუსეთმა აუცილებელია შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ყველა ნაკისრი ვალდებულება. ელჩმა IPRM-ის შეხვედრების აღდგენის საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცება უნდა დასრულდეს და ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმი უნდა მოინახოს. “საუბარია IPRM-ის შეხვედრების აღდგენასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ასეთი საკითხები, როცა ადგილი აქვს ადამიანების […]
გიგი უგულავა – ჯანდაცვის მინისტრი რეალურად, ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძეა
დღეს რეალურად ჯანდაცვის მინისტრი არის არა ეკა ტიკარაძე, არამედ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეკა ხვედელიძე არაფორმალურადაა ჩართული. „ის ატარებს არაფორმალურად თათბირებს, ფიზიკურად არ არის, მაგრამ ის არის ტელეფონით ჩართული. რეალურად მთელმა ჯანდაცვის სამინისტრომ […]
ვინ არის ნინო ლაცაბიძე – ერთადერთი ქალი “ოცნების” მაჟორიტარებიდან
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საინტერესოა, რომ 30-კაციან სიაში მხოლოდ ერთი ქალია. ნინო ლაცაბიძე მმართველი პარტიის სახელით რუსთავში იბრძოლებს. ის გახლავთ თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი სწორედ მმართველი პარტიიდან. ნინო ლაცაბიძე დაბადებულია 1985 წელს. სხვადასხვა დროს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებებს (ბაკალავრი), ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც […]
“პროვინციული სპექტაკლი, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, ფსიქოპატი გამნათებლებითა და ხმის რეჟისორებით”- ხუხაშვილი “ოცნების” მაჟორიტარებზე
“წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლი, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, მორყეული დეკორაციებით, ფსიქოპატი გამნათებლებითა და ხმის რეჟისორებით”, – ასე აფასებს გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. „თვითონ მოდელი ამ ორგანიზაციის, პარტია რამდენად შეიძლება ვუწოდო არ ვიცი, არის ის, რომ ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილი. ის არის ამ პარტიის აქტივების 100%-ის მფლობელი. შესაბამისად, მისი სისტემური რესურსით ხდება […]
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. მისი თქმით, პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი.








