ვოლსკი ბაჩალიაშვილზე – “სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ”

ვოლსკი ბაჩალიაშვილზე - "სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ"პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ძებნიდან მე-5 დღეს პოვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ “სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს არის უნამუსო ტყუილი”.
მისი თქმით, “სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ”.

“არაერთი მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის, არის დაფიქსირებული წარსულში, თუმცა არავის არასდროს არ უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება. სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს იყო ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას”, – განაცხადა ვოლსკიმ.