ანა დოლიძემ საკუთარი კანდიდატურა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში დააყენა. ამის შესახენ მან ცოტა ხნის წინ ფეისბუქში დაწერა: “ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს; ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21 საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას. […]
კატეგორია: პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: “ოცნების” მთავარი მოკავშირე ოპოზიციაა”
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გიორგი გახარიას ესაუბრა. მოგვიანებით მან “ტვიტერში” დაწერა, რომ გიორგი გახარიასთან საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებზე ისაუბრა. პომპეო აცხადებს, რომ ამერიკა ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს რუსული ოკუპაციის წინაშე. ამის ფონზე საქართველოს პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმის ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რაც უკავშირდება მასზე განხორციელებულ ზეწოლას […]
დილარ ხაბულიანი მაჟორიტარად კენჭს იყრის
ზვიად გამსახურდიას მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი, დილარ ხაბულიანი რაჭა-ლეჩხუმი ზემო სვანეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. როგორც “2020NEWS”-თვის გახდა ცნობილი, შს ყოფილი მინისტრი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით გეგმავს. სააგენტოსთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ხაბულიანი ამ დროისთვის ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებს გადის. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტო ეცადა თავად დილარ ხაბულიანთან დაკავშირებას, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ […]
სალომე სამადაშვილი – გიორგი ვაშაძეს ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს
როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, ვაშაძეს და მის პარტიას დამფინანსებელი ჰყავს და როგორც ჩანს, მის დამფინანსებელსაც საკუთარი ხედვები აქვს. „ვფიქრობ, ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს ამ ერთიანობას გამოეთიშოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ძალიან მნიშვნელოვანია, მათთვისაა დანაკარგი. უნდა დაფიქრდნენ საკუთარი გადაწყვეტილებით ისინი ეხმარებიან თუ არა იმ მიზნის განხორციელებას, რასაც ივანიშვილის დამარცხება ჰქვია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რჩება იმ ერთიანობაში, რომელიც […]
“შიდა ქართლში ჩვენ რუსული კაგებე გვებრძვის“
ოთარ კვირიკაშვილი: “ოცნებამ” საქართველო “ცეხად” გადააქცია” ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს “გამარჯვებული საქართველოს” წევრი ოთარ კვირიკაშვილი პასუხობს. – ოთარ, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს? რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? ვხედავთ, რომ უჭირთ შეთანხმება. თბილისში ორ ოლქში კიდევ ვერ შეთანხმდნენ. რეალურად ვერ აღიქვამს ოპოზიცია იმ საფრთხეს, რაც შეიძლება მოხდეს არჩევნებზე? – ოპოზიციის ერთ ნაწილში […]
გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი “ძალა ერთობაშიას” ტოვებენ და ახალ გაერთიანებას ქმნიან
გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და „სტრატეგია აღმაშენებლის” ექსპერტები ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის” ახალი ბრენდის პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა. გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს არის გადამწყვეტი მომენტი იმისთვის, რომ 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა გაიმარჯვონ. „მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი”, რომელიც შედგება ამ ეტაპზე სამი სუბიექტისგან. „ახალი […]
ბიძინა ივანიშვილს 300 მილიონი მოპარეს – ოლიგარქმა სინგაპურის სასამართლოს მიმართა
bloomberg-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც Credit Suisse Group AG-ს თაღლითური ტრეიდერის ყცელაზე მსხვილი მსხვერპლია, ბანკის სინგაპურის ერთერთ ტრასტს სასამართლოში უჩივის 300 მილიონი დოლარის დაბრუნების თაობაზე. სარჩელში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ს არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად, ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართებაში მან არ იმოქმედა ჯეროვანი ყურადღებით მათი ინვესტიციების მართვის კუთხით. სინგაპურის უზენაესმა სასამართლომ უკვე […]
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პოლიტიკაში მიდის
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ადვოკატი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. „ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას. ვიცი ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება ჩემი მაჟორიტარობა იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება. ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება […]
გიორგი ვაშაძე – “საბურთალოზე მხარს თაკო ჩარკვიანს დავუჭერ”
„დიდუბე-ჩუღურეთში, უპარტიო კანდიდატზე ვფიქრობთ“, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, „ლელომ“ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა, გამოუცხადებს თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია მხარდაჭერას, გიორგი ვაშაძემ განაცხადა,რომ სავარაუდოდ, საბურთალოს ოლქში რამდენიმე კანდიდატი იქნება. „ვფიქრობ, საბურთალოს ოლქში, სავარაუდოდ, დავტოვებთ ბევრ მაჟორიტარ კანდიდატს, რომ ვცადოთ სხვა ტიპის კონკურენცია საარჩევნო თვალსაზრისით. 6 ოლქი შეთანხმებულია, გვყავს საერთო […]
ბადრი ჯაფარიძე საბურთალოზე იყრის კენჭს
„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ამის შესახებ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საბურთალოს რაიონის მცხოვრებლებმა იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იზრუნებს არა მხოლოდ რაიონის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებასა და კრიზისის დაძლევაზე. „საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქვეყანაში აუცილებელი […]









