კატეგორია: პოლიტიკა

სერგეენკო თალაკვაძის წინააღმდეგ – “მამუკა ბახტაძეზე გადაწყვეტილება მიღებული არაა”

მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის , – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილმა მინისტრმა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” განაცხადა. დავით სერგეენკოს განცხადებით, საარჩევნო სიაში მამუკა ბახტაძის კანდიდატურის განხილვა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. „პროპორციულ სიაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მიდის ბოლო […]

არჩილ თალაკვაძე – “მამუკა ბახტაძე “ოცნების” სიაში არ იქნება”

მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში არ იქნება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება არ არის მიღებული მამუკა ბახტაძე იქნება თუ არა საპარლამენტო სიაში. “მამუკა ბახტაძე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი. სწორედ ამიტომაც ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციას. რაც შეეხება საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხს, ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში […]

გახარია – “გომელაურის გადადგომის მოთხოვნა არასერიოზულია, სისტემას კი რეფორმები სჭირდება”

ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სერიოზულია? – არასერიოზულია! – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. „არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც […]

რა რჩევებს აძლევს მიხეილ მაჭავარიანი გიგა ბოკერიას გუნდს და ბიძინა ივანიშვილს?!

ჩრდილში გასული და პოლიტიკურ ბრძოლას ჩამოშორებული, „ნაციონალური მოძრაობის“ ვარსკვლავი, „პოლიტიკის უხუცესი“ მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკიურ კულუარებში, „ევროპული საქართველოს“ ფლანგზე, მრჩევლის სტატუსით დაბრუნდა. როგორც „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მრავალგზის გამოცდილი მაჭავარიანი „ევროპულ საქართველოსთან“ აქტიური კონსულტაციების რეჟიმში იმყოფება. „პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ, დისერტაციას ვიცავ სექტემბერ-ოქტომბერში. ძალიან დიდი ძალისხმევა, შრომა სჭირდება ამას, ძალიან დაძაბული სიტუაცია მაქვს და ახლა ამაზე […]

რატი იონათამიშვილი – “თემურ აბაზოვს “ოცნების” სიაში არც განვიხილავთ”

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი “ქართული ოცნების” სიაში თემურ აბაზოვის შესაძლო ყოფნას არ ადასტურებს. “ძალიან მოკლედ გიპასუხებთ, დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი არც განხილულა, არც განიხილება და საერთოდ არავის დაუყენებია დღის წესრიგში,”- აცხადებს იონათამიშვილი ჟურნალისტებთან. ჟურნალისტების დაზუსტებაზე, რომ ინფორმაცია თავად აბაზოვმა დაადასტურა, იონათამიშვილი ამბობს, რომ მან შეკითხვას უკვე უპასუხა და სხვა კომენტარს საკითხზე არ გააკეთებს. […]

თემურ აბაზოვი – “ქართული ოცნების” სიაში ვიქნები”

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება. ამის შესახებ აბაზოვმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. „იყო შემოთავაზება „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, – განაცხადა თემურ აბაზოვმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას. მისივე თქმით, თუ რომელ ნომრად იქნება სიაში, ჯერ გადაწყვეტილი არაა. მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 […]

ირაკლი ოქრუაშვილი – „ხელისუფლებამ კრიმინალთან შეზრდა  დაიწყო“

„ხელისუფლებამ კრიმინალთან შეზრდა დაიწყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად. მერე კრიმინალმა მოითხოვა ხელისუფლებისგან იმ ვალდებულებების გასტუმრება, რაც ხელისუფლებამ მათ წინაშე აიღო იმ დახმარების სანაცვლოდ, რაც კრიმინალმა აღმოუჩინა არჩევნების დროს. ამ შედეგებს ვაწყდებით დღეს,” – პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ “პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში. როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს საკმაოდ დიდი დოზით დისკრედიტაცია სახელმწიფო […]

ვოლსკი ბაჩალიაშვილზე – “სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ”

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ძებნიდან მე-5 დღეს პოვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ “სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს არის უნამუსო ტყუილი”. მისი თქმით, “სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ”. “არაერთი მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის, არის დაფიქსირებული წარსულში, […]

“ჩვენი ექიმები” – “ოცნების” სასწრაფო სამედიცინო დახმარება?

საქართველოს მმართველი პარტია თავს იწონებს პანდემიასთან წარმატებული ბრძოლით. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას ეს წარმატება სახელისუფლებო გუნდის პროფესიონალიზმითა და ხალხის (ქვეყნის) მსახურების წყურვილით ახსნა. ბიძინა ივანიშვილს არაფერი უთქვამს შეუსრულებელ დაპირებებზე, ისევე როგორც არაფერი უთქვამს ამ დაპირებების (ან ახალი დაპირებების) სამომავალოდ შესრულების პერსპექტივაზე. ისე გამოვიდა, თითქოს, 2012 წელს მხოლოდ იმის გამო შეცვალა […]

ნიკა მელია – კობიაშვილის დეპუტატობა მაშინ გავიგე, როცა პარლამენტში მიჭერდა… მისი დამსახურებით ვარ სამაჯურით

დაცვაში თამაშ ჩვენც არ ვაპირებთ – ამის შესახებ ნიკა მელიამ მისი კონკურენტის, მმართველი პარტიის კანდიდატის ლევან კობიაშვილის შეფასებისას თოქშოუ „რეაქციის“ ეთერში განაცხადა „გლდანის მოსახლეობას მინდა დავპირდე, რომ არცერთი სანტიმეტრით არ იქნება უკან დახევა. ეს თქვენ იცით, რომ კობიაშვილი გლდანში მაჟორიტარი იყო. კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიცოდი რომ იყო და მაშინ გავიგე მისი დეპუტატობა, როცა მიჭერდა, […]