“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” რისი წინააღმდგიც იყო, იმისთვის ხმის მიცემა მოუწია, რაც საზოგადოების ძალაზე მეტყველებს. “მე მგონი, რომ მთლიანად ოპოზიციური სპექტრიც კმაყოფილია. ისეთ მდგომარეობაში იყო ივანიშვილის გუნდი, რომ რის წინააღმდეგაც იყვნენ, იმას მისცეს ხმა და ახლა ზეიმობენ ჩვენზე გამარჯვებას.ეს აჩვენებს […]
კატეგორია: პოლიტიკა
”პოლიტიკურად გვარიანად დაჭრილ-დაბეგვილიც გამოვიდა” – ოქრუაშვილი ივანიშვილზე
ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსიტ გამოსული, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მისამართით სოციალურ ქსელში წერს. ”საარჩევნო სისტემაც დათმო, ციხიდანაც გამოგვიშვა და პოლიტიკურად გვარიანად დაჭრილ-დაბეგვილიც გამოვიდა. ჭკუა უნდა მაგდენის მოხერხებას, ჭკუა”…
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა
მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა. პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 […]
დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის
დღეს, 29 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება. პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. როგორც ცნობილია, საკონსიტუტიციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს, ფრაქციები “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”. პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი […]
დავით მათიკაშვილი – ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი საახლობლო კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა
ოპოზიციის შეფასებები გერმანიის ელჩის განცხადებაზე და “ქართული ოცნების” ბოდიში. უმრავლესობა შალვა ნათელაშვილს და გიგა ბოკერიას აკრიტიკებს და ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მათი ვალია, ქვეყნის სახელით გერმანელ დიპლომატს ბოდიში მოუხადონ. “ქართულ ოცნებას” ევროპულმა საქართველომ უკვე უპასუხა. პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის სერგო რატიანის თქმით, “ქართული ოცნება” მათ მაგივრად ბოდიშის მოხდას არ უნდა ბედავდეს. “სასაცილოა, რომ “ქართულ ოცნებას” არ ესმის […]
”10:0 წააგო ივანიშვილმა საკუთარ თავთან” – ოქრუაშვილი ამერიკის სენატის დოკუმენტშია მოხსენიებული
ამერიკის სენატის აქტის ორ პუნქტში ირაკლი ოქრუაშვილი მოხსენიებულია, როგორც ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული. ”იყოს აქ. ერთი, ისტორიაა ა.შ.შ. სენატი თავისი აქტის მე-9 და მე-17 პუნქტებში რომ გახსენებს. მეორე, იქნებ ქოცებმა ინგლისური ისწავლეს და გაიგონ რამდენ მილიარდიან დახმარებას ვკარგავთ და მესამე, ცოტას შვილიშვილები წაიტრაბახებენ ჩემით… ამ ყველაფრიდან ერთი დასკვნაა: 10:0 წააგო ივანიშვილმა საკუთარ თავთან. უბრალოდ ლუზერია…” […]
წინასაარჩევნოდ კანონიერი ქურდები საქართველოში ბრუნდებიან
წინასაარჩევნოდ საქართველოში კანონიერი ქურდები ბრუნდებიან. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, იგივე ლავას ოღლიმ თურქული ციხე უკვე დატოვა და ახლა ბელორუსიაში, მინსკში იმყოფება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინდია გორაძე ხელფულებასთან თანამშრომლობს. ბათუმელ კანონიერ ქურდს საქართელოში 22 წლამდე პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა ცობილია, რომ ხელისუფლების დახმარებით ის საქართველოში რამდენჯერმე იყო ჩამოსული და შემდეგ ხელისფლებისვე დახმარებით ქვეყანა დატოვა. “მთავარი […]
მიხეილ სააკაშვილი – “თბილისის უბნები “ქართულმა ოცნებამ” დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. სააკაშვილის 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე გავლენიანი მფარველების შესახებ გავრცელბულ ინფრომაციას ეხმაურება. “შევარდნაძის დროს შს მინისტრი ხვდებოდა აეროპორტში კანონიერ ქურდებს, დღეს კი ქვეყნის მმართველის, ყოფილი პრემიერმინისტრის და მმართველი პარტიის ლიდერის შვილი, რომელიც თავადაც აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, შვილს უნათლავს კანონიერი ქურდის შვილს და მეგობრობს ამ კრიმინალურ ავტორიტეტ – […]
ირაკლი ღარიბაშვილი – “თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება დავიწყეთ”
თავდაცვის სამინისტროში შეფმზარეულების გადამზადება დაიწყო. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება დავიწყეთ. პროექტი თავდაცვის ძალების მზარეულების გადამზადებას და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად. შედეგად ქართველი სამხედროების კვების მენიუ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ხარისხი გაუმჯობესდება თავდაცვის ძალების მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი შეფმზარეულები – ლევან კობიაშვილი, ლუკა ნაჭყებია, მანუელ […]
მამუკა ხაზარაძე – გახარია არის რუსეთის მაფიოზური, კრიმინალური აზროვნების ადამიანი
“გახარია არის რუსეთის მაფიოზური, კრიმინალური აზროვნების ადამიანი,” – “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. “მე მინდა გთხოვოთ, კითხვა დაუსვით გახარიას, რატომ არ იცავს მუნდირის ღირსებას? რატომ არ მიდის ვიცე-სპიკერი ჩვენი ქვეყნის პარლამენტის, რომელიც გამოდის და რაღაც ძველბიჭური ტონით გველაპარაკება, რატომ არ მიდის სასამართლოში და რატომ არ ამტკიცებს თავის სიმართლეს, ისევე, როგორც […]








