კატეგორია: პოლიტიკა

ლევან კობერიძე – ასე რაღაცნაირად „ჯიგრულად“ ხდება, რომ 100 მილიონი ბიუჯეტიდან პოლიტიკური კორუფციის გზით ქრება

ასე რაღაცნაირად „ჯიგრულად“ ხდება, რომ 100 მილიონი ბიუჯეტიდან პოლიტიკური ელიტარული კორუფციის გზით ქრება – ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა. „როდესაც კონკრეტიკაზე გეკითხებით, რომ 100 მილიონი, 200 მილიონი ბიუჯეტიდან მოპარულია და დაბრუნებული არ არის. მეთანხმებით, რომ თქვენი პრემიერობის დროს ბევრი დრო გავიდა და ცდილობთ ეს თანხები მოაქციოთ ბიუჯეტში, მაგრამ არ გამოდის. პასუხი, […]

“ივანიშვილი მე მსგავსად გაბრაზებული არასოდეს მინახავს” – მამუკა ხაზარაძისა და  ბიძინა ივანიშვილის კონფლიქტის დეტალები

“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე “რუსთავი 2-ის” ეთერში  ბიძინა ივანიშვილ​​თან პირველ კონფლიქტს იხსენებს და აცხადებს, რომ მას ივანიშვილი მსგავსად გაბრაზებული არ უნახავს. “როდესაც ჩვენს შორის ე.წ. მორიგება დასრულდა და ამის შემდეგ ორივე მხარემ გარიგების გარეშე გამოიტანა სასამართლოდან, გამოსვლის დროს, მე ივანიშვილს ვუთხარი, რომ  როგორც მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ამ ქვეყანაში ნორმალური სტრუქტურები ჩამოყალიბებულიყო და მსგავსი რამე […]

ირაკლი კობახიძე – “გვარამიასა და მელაძის იქით მეტი ფსკერი არ არსებობს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობაძიძე, მედიასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყალბი ახალი ამბის გავრცელება სერიოზული პრობლემაა და მას მოგვარება სჭირდება. „მინდა კახა კალაძის ინიციატივას გამოვეხმაურო. ძალიან კარგი და დროული ინიციატივაა, რადგან „ფეიქ ნიუსი” არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ეს არის გლობალური პრობლემა და ჩვენ ყველამ ჩვენი პატარა წვლილი უნდა შევიტანოთ ამ გლობალური და […]

“მაგარი კი არა, კურდღლები ხართ, ბიჭო…” – გიორგი გახარია ოპოზიციას 

მაგარი კი არა, კურდღლები ხართ! – საქართველოს პარლამენტში პრემიერ – მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „კურდღლები ხართ, რატომ იცი?! ამისთვის, რომ ემზადებოდით ბიჭო! კარგი დავუბრუნდები აკადემიურ სტილს. ამ შეხვედრისთვის რომ ემზადებოდით და იქ რაღაც ჯგუფური ბრეინსტორმინგები რომ მოაწყვეთ და იქიდან რომ იმუქრებოდით,“- უთხრა გახარიამ ოპოზიციას. პრემიერ-მინისტრის აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ტაში მოჰყვა.

დიმიტრი ბიძინაშვილი – “კალაძის კორუფციულ საქმეებს “ოცნება” და ანტიკორუფციული სამსახური იძიებენ”

“კალაძემ მეტროს გასარემონტებლად იქ თავისი ფეხბურთელი ძმაკაცები ჩაუშვა!” ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი პასუხობს. – დიმიტრი, ბოლო პერიოდში გვესმის შეფასებები, რომ თბილისის მერმა კახი კალაძემ საზოგადოებაში სერიოზული ნეგატივი დააგროვა. ის რამდენიმე დღეა, მედიასაც უტევს. საბოლოოდ დაკარგა სახეო. ასეა? – კალაძეს ისედაც დაკარგული ჰქონდა სახე. უბრალოდ, იმ პიარით, რომელშიც ათეულობით […]

ხოშტარია გახარიას: გადაეცით მაგ თქვენს სუს-ს და ზედ ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია

“გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ზედ ბიძინა ივანიშვილს-ფეხებზე გვკიდია”,-ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ გიორგი გახარიას. აღნიშნული კომენტარი ხოშტარიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჟურნალისტების დაბარებაზე საუბრისას გააკეთა. “კომიკურია თუ სატირალი, არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ – სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს სუს-ში. ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენს სუს-ს […]

კოტე კემულარიამ ირაკლი ოქრუაშვილის პარტია დატოვა

კოტე კემულარიამ პარტია “გამარჯვებული საქართველო” დატოვა. კოტე კემულარიას თქმით, მან პარტიიდან წასვლის შესახებ გაცხადება ორი დღის წინ დაწერა. “მიზეზი არის ის, რომ სულ სხვანაირად იყო ჩაფიქრებული სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანების შეკრება და საკმაოდ პოპულარული იყო ეს გაერთიანება, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერა, ხელისუფლების აგრესიული შეტევა, სპეცსამსახურების მუდმივი და აქტიური მოქმედება სამწუხაროდ, გახდა მიზეზი, რომ ჩვენ ვეღარ […]

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს, მან 5 ხმა მიიღო.  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 2 კანდიდატურა იყო წარდგენილი. მერაბ ტურავასთან ერთად ამ პოსტის დასაკავებელ არჩევნებში ირინა იმერლიშვილიც მონაწილეობდა. მერაბ ტურავამ ახალ ამპლუაში უკვე გააკეთა კომენტარი. ხაზი გაუსვა საკუთარ გამოცდილებას სასამართლო სისტემაში და ასევე თქვა, რომ მისი თავმჯდომარეობის მომდევნო წლები საზოგადოებისთვის იქნება ღია და გამჭვირვალე. “ჩემი წარსული გამოცდილება […]

გიორგი ვაშაძე – “ზოგს ჰგონია, ”ქართული ოცნება” დამარცხებულია და ახლა ოპოზიციაც უნდა დაამარცხოს”

რაც დღეს გამარჯვებისთვის საჭირო არის ეს არის მეტი ენერგია”- “ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ისნის მაჟორიტარად წარდგენის შემდეგ მის მიმართ აგორებულ შეტევაზე საუბრობს. ვაშაძის თქმით, ზოგიერთ ადამიანს ჰქონია, რომ ბიძინა ივანიშვილის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულია და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. “მე ერთი რამე ვიცი, რომ რაც დღეს გამარჯვებისთვის საჭირო არის ეს არის მეტი ენერგია. ზოგი […]

ირაკლი ოქრუაშვილი – ”ოპოზიციის ერთობა რომ არ დაზარალებულიყო, იმიტომ გავიწიე გვერდზე”

”მხოლოდ ოპოზიციის ერთობას შეუძლია დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა. ერთობა რომ არ დაზარალებულიყო, იმიტომ გავიწიე გვერდზე. თუ ვინმეს მაჟორიტარობის კანდიდატობის ორი ადგილი ეკუთვნოდა, მეც მეკუთვნოდა ერთი, მაგრამ უარი ვთქვი. სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით გამოვიყენე სიტყვა ბუღალტერია. სწორედ საკითხისათვის ამგვარ დამოკიდებულებას ვგულისხმობდი. არ მომწონს ასეთი მიდგომა, რომ მე მეტი მეკუთვნის და შენ – ნაკლები. ამით შეიძლება მთავარ […]