კატეგორია: პოლიტიკა

136 ხმა 5-ის წინააღმდეგ – პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ბესელიას კანონპროექტი ჩააგდო

136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას ესწორებოდა 142 დეპუტატი. განხილვა დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია “ნაციონალური მოძრაობა”, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს “ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა. პარტიაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, ისინი მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამ ცვლილებების თანახმად, […]

გიორგი მარგველაშვილი “ლელოს” სიის პირველი ნომერი იქნება

გიორგი მარგველაშვილი - “ჩემთვის გაუგებარია, შენი ცხოვრების მიზანი იყოს ის, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს”

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, საქარველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ლელოს” გუნდს უერთდება. მოლაპარაკებები გიორგი მარველაშვილსა და “ლელოს” ლიდერებს შორის უკვე დაწყებულია, დიდი ალბათობით ექსპრეზიდენტი მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ გაერთიანებაში, სიის პირველი ნომერი იქნება. თავად მარგველაშვილი აცხადებს რომ მისი პოლიტიკური გემოვნება ახლა ყველაზე ახლოსაა “ლელოსთან” , თუმცა იქნება თუ არა იგი 2020-ის არჩევნებზე სიაში ამ გუნდთან ერთად , ექსპრეზიდენტი […]

ირაკლი ოქრუაშვილი – ”20 ივნისს გადავჭერით ივანიშვილს ფარული კავშირები რუსეთთან”

”გახარიას სამი დღის წინ ჰქონდა უპასუხისმგებლო განცხადება, რომ 20 ივნისის შესახებ რაღაცეები წაშალა.  ასე ადვილად არფერი იშლება გონებიდან და  მოვლენებს შლის საზოგადოება და არა ერთი რომელიმე ჩინოვნიკი”, – აცხადებს ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. ოქრუაშვილის განცხადებით, ”როდესაც ხელისუფლება სჩადის შეცდომას, საუკეთესო საშუალება ამ შეცდომის გამოსწორების და მისი დანგრეული რეპუტაციის რეაბილიტაციის არის ამ შეცდომის დროზე აღიარება, […]

ელენე ხოშტარია – “გავრილოვს, კადიროვს და პუტინს საქართველოს წინაშე დაჩოქება მოგიწევთ!”

ელენე ხოშტარია - "გავრილოვს, კადიროვს და პუტინს საქართველოს წინაშე დაჩოქება მოგიწევთ!"

მინდა გავრილოვს, კადიროვს და პუტინს მივმართო, ბოდიშის მოხდა კი არა, ჩვენი ქვეყნის წინაშე დაჩოქება მოგიწევთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან ასევე აღნიშნა, 20 ივნისი ტკივილის, ღირსების და „ქართული ოცნების“ სირცხვილის დღეა. მისი თქმით, ვინც ხელისუფლებაში მოვა, არავინ აღარ უნდა გაიფიქროს, საკუთარ მოქალაქეებზე ასე […]

გადაწყვეტილება მიღებულია – “ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

გადაწყვეტილება მიღებულია - "ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს – ფრაქციის გადაწყვეტილება დავით ბაქრაძემ გააჟღერა. კერძოდ, „ევროპული საქართველო“ საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. თუმცა იქვე დასძენსრომ დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში კი მონაწილეობას არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

დღეს 19:00 საათზე “ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” აქცია გაიმართება

დღეს 19:00 საათზე "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" აქცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე “ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. აქციის მონაწილეები ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს გააპროტესტებენ. ამავე ინფომაციით, აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ, აქციაში მონაწილეობის მსურველ პირებს გაითვალისწინონ და დაიცვან პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი ყველა რეკომენდაცია. “დაიცავით 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია (ამისთვის დაგახვედრებთ სტიკერებს); მობრძანდით […]

თორნიკე შარაშენიძე -მთავრობას რუსეთის გაღიზიანება არ უნდა, მაგრამ კადიროვის მუქარას მაინც უნდა უპასუხოს 

"ივანიშვილს არ უყვარს, როცა მის დაუკითხავად ვიღაც ფულს აკეთებს..." - წმენდა "ოცნებაში" და ექსპერტის შეფასება

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ დაკავებული ვასამბეგ ბოკოვი ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, ცხინვალიდან შემოიპარა. ამის შესახებ შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, ასევე არ არის გამორიცხული, რომ ბოკოვის თანამზრახველი იგივე ადგილიდან ცხინვალში გადაიპარა და მოსკოვში წავიდა ბოკოვის დაკავების შემდეგ. „ლოგიკურია, რომ ეს კაცი მარტო […]

 სკანდალი 20 ივნისის სისხლიანი დარბევის წლისთავზე – ვინ გასცა სროლის ბრძანება… სად იყო ივანიშვილი?

 სკანდალი 20 ივნისის სისხლიანი დარბევის წლისთავზე - ვინ გასცა სროლის ბრძანება... სად იყო ივანიშვილი?

20 ივნისის სასტიკი დარბევა – “გავრილოვის ღამიდან” ერთი წლის თავზე ირკვევა, რომ გამქრალია ყველა ის ჩანაწერი, რომელშიც უნდა ისმოდეს სროლაზე ბრძანების გამცემის ხმა – სკანდალური ინფორმაცია “ნოდარ მელაძის შაბათმა” მოიპოვა.დღეს საღამოს 20:00 საათზე გავიგებთ, რატომ წაშალეს აუდიო-ფაილები და სად იყო ბიძინა ივანიშვილი სისხლიან ღამეს.  ნიუპოსტი

სპეცრაზმის მეთაური, რომელიც “გავრილოვის ღამის” მოქალაქეთა დარბევას ხელმძღვანელობდა, საქართველო დატოვა

სპეცრაზმის მეთაური, რომელიც "გავრილოვის ღამის" მოქალაქეთა დარბევას ხელმძღვანელობდა, საქართველო დატოვა

პირმა, რომელიც 20 ივნისის სისხლიან ღამეს მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას ხელმძღვანელობდა, საქართველო დატოვა. – ინფორმაციას “ნოდარ მელაძის” შაბათი ავრცელებს”. გიორგი ყაყიჩაშვილის ოჯახის წევრები არ პასუხობენ კითხვას გაიქცა თუ გააპარეს მაღალჩინოსანი. ერთ-ერთი ვერსიით ყაყიჩაშვილი საფრანგეთში იმყოფება არადა ის კი ამ საქმეში შეიძლება ითქვას ოქროს მოწმეა, რადგან სწორედ მან იცის ვინ გასცა სროლის ბრძანება და ვინ იდგა ამ […]

გახარიას კადრები მიდიან – ნინო ჯავახაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გახარიას კადრები მიდიან - ნინო ჯავახაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ნინო ჯავახაძემ საქართველოს შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჯავახაძე სოციალურ ქსელში წერს. “მოკლედ 15 წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური, ასე და ამგვარად”,- წერს სოციალურ ქსელში ჯავახაძე. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, Police.ge-ზე ნინო ჯავახაძის შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ნინო ჯავახაძე 2017 წელს დაინიშნა. ნინო ჯავახაძე ამჟამინდელი […]