ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებას. ეკა ბესელიას თქმით, “ქართული ოცნების” სიის სათავეში ირაკლი კობახიძის ყოფნა ხარისთვის წითელი ნაჭრის ფრიალს ჰგავს. „ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს. ეს არის რეალობა, რასაც საზოგადოება ხედავს. რაც შეეხება წითელ ნაჭერს, მზად ვარ, გავაგრძელო წითელი ნაჭრის […]
კატეგორია: პოლიტიკა
ივანიშვილის და სახელმწიფოს გარიგება – ერთი შენობის სანაცვლოდ “ქართუმ” 50 ათასამდე კვ.მ მიწა მიიღო
ბიძინა ივანიშვილის ბანკმა და ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთები გაცვალეს. გარიგების მიხედვით, ბაკურიანში, დიდველის საბაგიროსთან მდებარე შენობის სანაცვლოდ სახელმწიფომ, ივანიშვილის კომპანიას, ბაკურიანში, აბასთუმანში, ბათუმსა და მცხეთაში ჯამში 14–ჯერ დიდი ტერიტორია გადასცა. სახელმწიფომ 49 255 კვ.მ მიწა „ქართუს“ 3 445 კვ.მ-ში გაუცვალა. როგორც სახელმწიფო ქონების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, ნაკვეთების გაცვლის შესახებ თანხმობა საქართველოს მთავრობამ გასცა […]
კალაძე – “კახა კვეკვესკირი გადავარჩინეთ, რომ მოქალაქეებს არ ეცემათ”
არ ველოდები, რომ გამოძიებას დაიწყებენ, იმიტომ, რომ ინციდენტიც არ ყოფილა, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, მოელის თუ არა, რომ ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველები გამოძიებას დაიწყებენ. როგორც კალაძემ განაცხადა, აქტივისტი კახა კვეკვესკირი მერიაში იმყოფებოდა და ავტოგრაფიანი მაისურიც მიიღო. „არ ველოდები, რომ გამოძიებას დაიწყებს იმიტომ, რომ ინციდენტიც არ ყოფილა. პირიქით, კონკრეტულმა ადამიანმა ვისზეც თქვენ […]
გახარია – “ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა თუ თავში არ მოუვათ, ქვეყანაში გამოხატვის უფლება გარანტირებულია”
20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველი კოემნტარი გააკეთა. მისი თქმით, “საქართველოში გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული “. გახარია ამბობს, რომ თუ აქციის მოანწილეები ყველა წესს დაიცავენ, აქციის ჩატარებას შეძლებენ. “საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული სრულად. განსაკუთრებით, წესების დაცვით თუ იქნება ეს ყველაფერი, არავის არ მოუვა აზრად რაღაც ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა, რა თქმა უნდა, […]
”ოცნებაში” მაჟორიტარებზე დაპირისპირებაა – ვინ მოხვდება ”სამხარაძის სიაში”
,,პირველი რადიოს” ინფორმაციით, მმართველ პარტიაში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს თუ ვინ იქნება წარდგენილი პარტიის სახელით მაჟორიტარულ ოლqებში. არსებული ინფორმაციით, კანდიდატების შერჩევაში აქტიურად არის ჩართული პარტიის რეგიონალური მდივანი და პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე, რომელიც უშუალოდ გადის მაჟორიტარების კანდიდატს პარტიის თავმჯდომარესთან. ,,პირველი რადიოს” წყაროს ცნობით, პარტია დმანისის მოქმედი მაჟორიტარის ე.წ. „მეამბოხე დეპუტატის“ კახა ოქრიაშვილის მაჟორიტარად წარდგენას აღარ აპირებს. […]
ირაკლი ოქრუაშვილი მაჟორიტარად საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს – ”თუ შეთანხმებას რაიმე საფრთხე დაემუქრება, მურმანის ეკლის როლს არ ვითამაშებ”
პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილები ერთადერთი ფორმულა ოპოზიციის ერთიანობაა და არ უნდა ამ ერთიანობაში განხეთქილება შეიტანოს: “თუ ხელისუფლების ცვლილებაზე ვთანხმებდით, მაშინ ამის ერთადერთი ფორმულაა ერთობა. ამის გარეშე არც ერთ ცალკე აღებულ ძალას ამის გაკეთების არანაირი რესურსი და შანსი […]
გახარია და კალაძე ერთმანეთს ფულის გამო დაეტაკნენ?!
მამუკა გამყრელიძე: “ქართველი ერი უნდა მიხვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში საშიშია” ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს – ბატონო მამუკა, ბოლო დღეებია საზოგადოების ინტერესს იწვევს ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები. იყო მოლოდინი, რომ ოპოზიციას ერთობა გაუჭირდებოდა და ჯერჯერობით ასეც ჩანს. რას იტყვით თქვენ, ადამიანი, რომელიც ამ პროცესებს […]
გახარია – ზუგდიდში, წულუკიანი – ნაძალადევში, საბანაძე – რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში
გავრცელებული ინფორმაციით მმართველ პარტიაში აქტიურად განიხილება ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში მოქმედი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურის დაწყება. გიორგი გახარიას მერის არჩევნების დროს ზუგდიდი ჰქონდა ჩაბარებული და ზუგდიდის მოქმედი მერის დაყენება არჩევნებზე სწორედ მისი რეკომენდაციით იქნა წარდგენილი. თავად გახარია ზუგდიდში მაჟორიტარად წარადგინეს 2020 საპარლამენტო არჩევნებზე, თბილისთან ერთად ზუგდიდის მაჟორიტარობა პოლიტიკური ფრონტის წინა ხაზი იქნება. ამავე ინფორმაცის თანახმად იუსტიციის […]
გიგა ბოკერიამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიყვი უწოდა
მხოლოდ უკიდურესად ბრიყვმა ადამიანმა შეიძლება შეადაროს 20 ივნისის ამბები იმასთან, რაც დღეს ჩვენს სტრატეგიულ, პარტნიორ ქვეყანაში აშშ-ში ხდება. მარტო ბრიყვმა შეიძლება იპოვოს პარალელი, ისეთმა როგორიც არის ღარიბაშვილი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება აშშ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გიგა ბოკერიას თქმით, მხოლოდ მავნებელმა შეიძლება ეს რაიმე სახის არგუმენტად გამოიყენოს. „მოდი ასე […]
მამუკა მდინარაძე – “20 ივნისი ნაციონალების ოფისთან უნდა გააპროტესტოთ”
თუ სადმე უნდა გააპროტესტონ, უნდა გააპროტესტონ „ნაცმოძრაობის” ოფისთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გამოხატვის თავისუფლება დაცულია და 20 ივნისს აქციის გამართვა მათ შეუძლიათ. „ჩვენ გვაქვს მოსმენილი როგორც სააკაშვილის, ასევე მელიას, ოქრუაშვილის განცხადებები, რომლებიც სათითაოდ ყველა წარმოადგენს იმის აღიარებას, რა ხდებოდა 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში და […]








