კატეგორია: პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – არანარი კვოტები და „იმას ამდენი ადგილი“ და „ამას ამდენი ადგილი“, მე ამის წინააღმდეგი ვარ

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მაჟორიტარობის კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან უნდა იყოს ის, ვისაც ხალხისგან აქვს მეტი მხარდაჭერა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ის მზადაა ნებისმიერ კომპრომისზე, მაგრამ არ დაუშვებს „ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას“. „ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს ხალხის მხრიდან, ის უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოპოზიციის თანამშრომლობის ფორმატში. არანარი კვოტები და „იმას ამდენი ადგილი“ და „ამას ამდენი ადგილი“. […]

“ნუ შეწუხდებით ჩემი დაკითხვის მცდელობით” – ლაშა ბაქრაძემ მოძრაობა “ლელო” დატოვა

ლაშა ბაქრაძემ მოძრაობა “ლელო” დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა: “მივიღე გადაწყვეტილება “ლელოს” რიგებიდან გამოსვლის შესახებ. არ ვაპირებ რაიმე განცხადებების გაკეთებას იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომლთანაც თუნდაც რამდენიმე თვიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. ნურავინ შეიწუხებს თავს ამ თემაზე ჩემი დაკითხვის მცდელობით. სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ სასაუბროდ – თავისუფლად და კონიუქტურის გათვალისწინების გარეშე. […]

გიორგი ახვლედიანი ნოდარ მელაძეს სასამართლოში უჩივლებს

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა გიორგი ახვლედიანმა ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა. მიზეზი „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტი გახდა, რომლის მიხედვითაც, ის ფულს „ქართული ოცნებისგან“ იღებდა და იმ ექსპერტებს შორის იყო მოხსენიებული, რომლებიც მმართველი გუნდის „გაპრავებით“ იყვნენ დაკავებული. ყოფილი ჟურნალისტი სიუჟეტს ფეიქნიუსს უწოდებს და ტელევიზიის ამ გადაცემას უპირისპირდება. რატომ მიიღო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება, თუ სიუჟეტი რეალობას არ […]

“გორბის” დირექტორის და ლაშა ნაცვლიშვილის შეხვედრა – “ოცნების” და “იმედის” კვლევები რეალობას არ ასახავს”

მოძრაობა “გხედავ” ავრცელებს სოციოლოგიურ კომპანია “გორბის” დირექტორისა და “ქართული ოცნების” პიარტექნოლოგს, ლაშა ნაცვლიშვილის შეხვედრის ფოტოს.სწორედ “გორბის” უკვეთავს კვლევებს ტელეკომპანია “იმედი”, სადაც მუდმივად მმართველი პარტია ლიდერობს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფოტო კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვს, რომ “ოცნების” და “იმედის” კვლევები რეალობას არ ასახავს და ის მმართველი გუნდის დაკვეთითა და ლაშა ნაცვლიშვილის მონაწილეობით იწერება. “ხელსუფლება გვატყუებს, თითქოს ნეიტრალური […]

ნიკა მელია: გიგა ბოკერია კონკურენტია, არაფერი გვაქვს საერთო გარდა იმისა, რომ ოლიგარქია მოსაშორებელი 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ იმ ნაბიჯზე ისაუბრა რომელიც პარტიის მხრიდან თბილისში ორი მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ეხება. ნიკა მელიამ, გიგა ბოკერიაზე, როგორც კონკურენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ახლა განსხვავებულ პოლიტიკას აკეთებენ. “გიგა ბოკერიას სჩვევია ბუნდოვანი პასუხები. გიგა ბოკერია არის კონკურენტი ჩვენი, ანუ, ის თვლის ასე. მე სხვა პოლიტიკას ვაკეთებ, ვიდრე ის და ის ფიქრობს, […]

გიორგი გახარია ქუთაისში პარლამენტის შენობას ყიდის

გიორგი გახარია ქუთაისში პარლამენტის შენობას ყიდის. პრემიერმა ამის შესახებ განცხადება ქუთაისში სტუმრობის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. პრემიერის თქმით, პარლამენტის შენობას ტენდერზე გაიტანენ. “განიხილება საპოლიციო ჰაბიც, მაგრამ პირველი ნაბიჯი, რაც ყველაზე ლოგიკური იქნება, ალბათ ამ შენობის გატენდერებაა. ვნახოთ რა კომერციული ინტერესი იქნება”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კახა კალაძე – “კახა კვეკვესკირმა მაისური თავად შემოიხია და მას მაისურს ვაჩუქებ”

სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე კახა კვეკვესკირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, რამდენიმე პირს პროვოკაციის მოწყობა სურდა, რაც არ გამოუვიდათ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება […]

გიგა ბოკერია – “დიდი ალბათობით, მაჟორიტარი ვიქნები”

დიდი ალბათობით, მაჟორიტარი ვიქნები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „რუსთავი 2“-ის ეთერში აცხადებს. „წინა შედეგებიდან გამომდინარე, ხონში გვაქვს ძლიერი შედეგები, ასევე თერჯოლაში. ვაკეთებთ საარჩევნო რუკას, სადაც ეს ყველაფერი ჩანს. გარკვეული გეგმები უკვე გვაქვს, მაგრამ აქ შეიძლება კორექტივები შევიდეს შეთანხმებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია დროს არ გავუსწრებ. თუმცა გპირდებით, რომ შემდეგ პარლამენტში ძლიერად […]

გუბაზ სანიკიძე – “ბიძინა 3 დღე მეხვეწებოდა, კენჭი იყარეო, 2012-ის არჩევნები მას არ მოუგია” – ვიდეო

ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ის რიგითი პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა და 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი სამი დღე ეხვეწებოდა – კენჭი იყარეო. როგორც სანიკიძის საუბრით ირკვევა, ის ბიძინა ივანიშვილმა თანამშრომლობაზე დიდი ხვეწნის შემდეგ დაითანხმა. „მე რიგითი პოლიტიკოსი არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ფრონტის ხაზზე ვიდექი…4 თვე „ეროვნულ ფორუმს“ არ ეკონტაქტებოდა და მერე მიხვდა, რომ „ფორუმის“ გარეშე ვერ მოიგებდა. […]

“კალაძემ დამარტყა და ტანსაცმელი შემომახია” – რა მოხდა ვარკეთილის სკვერში – ვიდეო

თბილისის მერი სკანდალში ეხვევა – კახა კალაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა. ფიზიკური დაპირისპირება ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს მოხდა. თბილისის მერი ვარკეთილში იმყოფებოდა, როდესაც მასთან „ანას ბაღის“ მცველები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კახა კვეკვესკირი ამბობს, რომ თბილისის მერმა მას ხელი გაარტყა და ტანსაცმელი შემოახია. “ეს არის მერი, ძალადობენ, ამას აკეთებს თბილისის მერი, […]