„სააკაშვილი, გვარამია, ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში, გაუგონარია“ – თქვა „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე „იმედის“ ეთერში. „ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. მორალური თვალსაზრისითაც მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა. კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, როდესაც ერთ სიბრტყეში დააყენა, აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში და გამოდის, რომ სალომე […]
კატეგორია: პოლიტიკა
ლომჯარია ღარიბაშვილზე – “ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს”
„ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა“, – ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეეხება. ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული […]
ეკა ბესელია – „ოხანაშვილს ძლივს ვასწავლე, რომ ევროსაბჭო და ევროკავშირი სხვადასხვა რამეა-თქო“
„უბედურ ანრი ოხანაშვილს ძლივს ვასწავლე, რომ ევროსაბჭო და ევროკავშირი სხვადასხვა რამეათქო” – ამის შესახებ ეკა ბესელიამ “გიორგი ნიორაძის დღის ამბებში” განაცხადა. ბესელიამ კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა: „იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვინ არის? ეს უბედური ოხანაშვილი … ბორჯომში, ერთ-ერთ კომფერენციაზე, ევროსაბჭოს ღონისძიება მაქვს. ჩამოსულია დიდი დელეგაცია. პირველაგ გავეკეთე პარლამენტში საზედამხედველო მექანიზმი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ზედამხედველობის და ეს კანონი […]
წულუკიანი – “თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს და გვარამიას შეიწყალებს, ერი პასუხს მოსთხოვს”
თუ პრეზიდენტი მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს,- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ის [ნიკა გვარამია] ვერ გათავისუფლდება… სანამ ყველა არ მოიხდის იმ სასჯელს, […]
ღარიბაშვილი – “სალომე ზურაბიშვილი იმეორებს ქვეყნის მტრების განცხადებებს”
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ყველა მიმართვაზე, ოფიციალური ვიზიტებით სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებით მას ხელი აქვს მოწერილი და არცერთი განაცხადი დაუკმაყოფილებელი არ დაუტოვებია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ბრიუსელიდან სურდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა მთავრობისგან კიდევ ერთი უარი მიიღო. ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის […]
სალომე ზურაბიშვილი – “არც ივანიშვილს უნდა გადავყვეთ, არც სააკაშვილს და არც გვარამიას”
არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან ჩართვაში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის წყვეტს ვიზიტს და ბრუნდება საქართველოში, რათა ქვეყნის მომავალი დაიცვას. „მე არ მჯერა, რომ რამე სხვა […]
დიმიტრი ხუნდაძე – „თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას – სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!“
თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას, – ასეთია “ქართული ოცნების” დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძია პოზიცია. როგორც ხუნდაძე აცხადებს, გუშინდელი დღე ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი იყო და ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ “არანაირი სტატუსის ფასად […]
გიორგი ვაშაძე – „გადმომაბარეთ უფლებამოსილება… ზელენსკის ვათქმევინებ, ჩვენთან ერთად მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსიო”
„გადმომაბარეთ უფლებამოსილება, მთლიანად დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან, ისე ბრიუსელთან, ვაშინგტონთან, ზელენსკის ვათქმევინებ პირდაპირ, ჩვენთან ერთად მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსიო“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძემ ამ განცხადებით უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა უკრაინის ვიცე- პრემიერის განცხადებას, რომ საქართველოს და მოლდოვას საკითხი უკრაინასთან ერთად არ უნდა განიხილონ და აღნიშნა, რომ […]
სააკაშვილი – “აფხაზებს ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფო უნდა შევთავაზოთ”
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აფხაზებს ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა უნდა შევთავაზოთ. ამის შესახებ სააკაშვილის გზავნილი მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა, სადაც ის აფხაზებთან გაერთიანებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსთან ერთად აფხაზეთს შეუძლია გახდეს ფედერაციის სრულფასოვანი სუბიექტი და ევროკავშირის ნაწილი განვითარებისა და იდენტობის დაცვის სრული გარანტიებით. „უახლოეს პერიოდში, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ჩვენ არამხოლოდ ევროკავშირში […]
ევროპარლამენტი მოუწოდებს, ივანიშვილზე სანქციები დაწესდეს
ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს შესწორება რეზოლუციაში, სადაც ბიძინა ივანიშვილზეც არის საუბარი. შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, […]










