„სააკაშვილი, გვარამია, ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში, გაუგონარია” – კობახიძე ზურაბიშვილზე

„სააკაშვილი, გვარამია, ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში, გაუგონარია” - კობახიძე ზურაბიშვილზე„სააკაშვილი, გვარამია, ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში, გაუგონარია“ – თქვა „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე „იმედის“ ეთერში.

„ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. მორალური თვალსაზრისითაც მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა. კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, როდესაც ერთ სიბრტყეში დააყენა, აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში და გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა. კაცი პოლიტიკიდანაა გასული.

როდესაც განიხილებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის საკითხი, ინიციატივა ეკუთვნოდა მაშინ ბიძინა ივანიშვილს ამ კანდიდატურის წაყენებასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში არის სიმბოლური ფიგურა, სიმბოლიზმზე გაკეთდა პირველ რიგში აქცენტი და რაზე კეთდებოდა აქცენტი – ერთი, რომ ის იყო ძველი დიასპორის წარმომადგენელი და 100 წლის თავზე, 1918 წლის შემდეგ 2018 წელს სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ იმ დიასპორის წარმომადგენლის შთამომავალი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მეორე ქალი პრეზიდენტი… ჩვენი ისტორიული ტრადიციის ერთგვარი გამოხატულება იყო, სწრაფვა ამ ტრადიციის გაგრძელებისკენ და გარდა ამისა, ევროპიდან ჩამოსული ადამიანი, რომელიც ხდება პრეზიდენტი. ანუ დიასპორა, ქალი, ევროპელი, ეს იყო ის სიმბოლიზმი, რომლის საფუძველზეც გაკეთდა საბოლოო ჯამში აქცენტი სალომე ზურაბიშვილზე და შეჩერდა არჩევანი მის კანდიდატურაზე. ეს იყო ბატონი ბიძინას ინიციატივა, ეს ინიციატივა რომ არ ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა პარლამენტის ერთი რიგითი წევრი,“- თქვა იმედის ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.