„საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შემდეგ მიენიჭოს” – წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში. შეგახსენებთ: ევროპარლამენტმა 529 ხმით, 45-ის წინააღმდეგ, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა.
კატეგორია: პოლიტიკა
„კანიბალი, ასე მოიხსენია ოპოზიცია… უკრაინას ომის დაწყება დააბრალა…“ – ჩარკვიანი ღარიბაშვილზე
„ღარიბაშვილმა დასავლეთს პირდაპირ უთხრა, რომ მასთან არ უნდა”- ასე აფასებს დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი, ირაკლი რარიბაშვილის პარლამენტში გაჟღერებულ მესიჯებს. ჩარკვიანი დარწმუნებულია, რომ ყველა ფრაზა, მათ შორის უტაქტო გამონათქვამები პრემიერმა მიზანმიმართულად გამოიყენა. კანიბალი, ასე მოიხსენია ოპოზიცია, შეურაცხყოფა მოგვაყენა ყველას, მათ შორის მეც. უკრაინას ომის დაწყება დააბრალა, გამოექანეთო… მე ასეთი არაფერი მომისმენია. ეს იყო სპეციალურად გაჟღერებული მესიჯი დასავლეთისთვის. […]
სალომე ზურაბიშვილი – “პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლა აბსურდული იყო”
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღშფოთებულია ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლით პარლამენტში, რომელის სავსე იყო ზიზღითა და სიძულვილის ენით. განცხადება მან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა “ის, რაც ჩვენ ვნახეთ ორშაბათს, ნამდვილად იყო თავისუფალი გამოხატულება ჩვენი საზოგადოების და იყო ის, რასაც გადავეჩვიეთ და რასაც გვთხოვს ევროპა- იყო ერთიანობა. სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე – მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისა, თუ […]
ღარიბაშვილი – “სააკაშვილის დედა ოლიგარქია, 100 მილიონის ქონება აქვს”
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ ოლიგარქებად მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი გამოაცხადა: “მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით, სააკაშვილი, მისი ბიძა არის ოლიგარქი თემურ ალასანია, რომელიც პრეზიდენტს მართავდა. სააკაშვილის დედა არის ოლიგარქი, დადასტურებული 100 მილიონის ქონება აქვს სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი. სააკაშვილ არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის” თქვა ღარიბაშვილმა თავის წლიურ მოხსენებაში, რომელიც ძირითადად ოპონენტების […]
„ექიმი ხომ არ გჭირდებათ? წამალი არ გაქვთ? მიუტანეთ, დაამშვიდეთ” – პრემიერი ხატია დეკანოიძეს
პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. ხმაურით დაიწყო. ხმაური ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დასაწყისს მოჰყვა, რომლის დროსაც მან აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილებას მიიღო და გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი. მის ამ ფრაზას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ღარიბაშვილს რამდეჯერმე მიმართა, რომ არის „მოღალატე”. მას ასევე უწოდა “მონა”. ჯამში, პრემიერ-მინისტრს ოპოზიციის […]
ირაკლი ზარქუა – „24 ივნისს აქციაზე, შეიძლება, მეც მივიდე“
„ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი, ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ 24 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე თავადაც მივიდეს. „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც ხელი უნდა შევუწყოთ ევროინტეგრაციას. ეროვნული თანხმობა არის საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება მეც ვიყო, და […]
ნიკა გვარამია – “ივანიშვილი მარცხის სინონიმია”
შესაძლებლობის ფანჯარა რომ იღება და ამ შესაძლებლობის ფანჯარაში, თუ კარში ვერ გადიხარ, ეს არის მარცხი – ახლა სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმის დროა და ეს სტრატეგია უნდა იყოს სწორხაზოვნობა, შეუპოვრობა და გნებავთ – სიხისტე,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს. როგორც გვარამია აცხადებს, ის, რომ ევროკომისიამ საქართველოს დრო დაუტოვა კარგია, მაგრამ […]
რა უნდა მოგვარდეს საქართველოში – ევროკომისიის დასკვნა
ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მაშინვე, როგორც კი გარკვეული პრიორიტეტები მოგვარდება. „მოგვარდეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით; უზრუნველყოფილ იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული ფუნქციონირება, გაძლიერდეს მათი დამოუკიდებელი და ეფექტური ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საარჩევნო ჩარჩო, მოგვარდეს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის […]
„არ მაქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში მისი მკურნალობა არის გამორიცხული“ – ნინო ლომჯარია სააკაშვილზე
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, არ აქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გამორიცხულია, მაგრამ თუ ექსპერტებისგან ალტერნატიული დასკვნა გაკეთდება, შესაძლოა, რეკომენდაცია შეცვალოს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „ამ წუთას არ მაქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში მისი მკურნალობა არის გამორიცხული. ასეთი რამ ჩემს კონსილიუმს არ უთქვამს. მე ვეყრდნობი სამედიცინო მოსაზრებებს. თუ იქნება ალტერნატიული ექსპერტული დასკვნა, […]
ელენე ხოშტარია – „მკაფიოდ წერია, თუ ოლიგარქი არ იქნება ქვეყანაში, ჩვენ ეს პერსპექტივა წლის ბოლომდე გვაქვს“
„დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ევროკომისიის გადაწყვეტილებას აფასებს. „სურათი არის ძალიან ნათელი, ევროპამ ქართველ ხალხს უთხრა, შენ პერსპექტივა გაქვს თუ დაუბრუნდები ევროპულ ფასეულობებს, ოლიგარქიულ რეჟიმს პერსპექტივა არ აქვს, უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია ამ ქვეყნის, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, ამ რეჟიმით საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება. ჩვენ მოგვცეს წლის ბოლომდე დრო, რომ ამ ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ, რაც პრობლემებია […]









