„პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ. ირმა ინაშვილი უკრაინის ხელისუფლებას საქართველო შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. „ომი საშინელებაა. ომი ტრაგედიაა. ომში, როგორც წესი, ჩვეულებრივი, მშვიდობიანი მოსახლეობა ზიანდება. ისევ ვამბობ: შეძრული და დამწუხრებული ვართ, უკრაინის ტრაგედიის გამო და ისევ ვიმეორებ: არავითარ შემთხვევაში იგივე ტრაგედია არ უნდა განმეორდეს საქართველოში. ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა თავი […]
კატეგორია: პოლიტიკა
„ომი რომ დაიწყო, ეს უკვე დამარცხებაა“ – ბოლქვაძე უკრაინაზე
„ომი უკვე უბედურებაა, რომ დაიწყო ომი, ეს უკვე დამარცხებაა, იმიტომ, რომ ომი არ უნდა იყოს, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ეს ომი არ შემდგარიყო, მაგრამ შედგა და ახლა უბედურებაში არის და ამას ყველა ვუყურებთ”. – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ელისო ბოლქვაძემ ლელოს დეპუტატის, დეა მეტრეველის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე […]
ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი ინიშნება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასი გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. დარჩიაშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. “მინდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ილია დარჩიაშვილი. ილიას მრავალმხრივი გამოცდილება აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის. მას აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მე მჯერა, რომ ილია იქნება […]
დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს და აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე განმარტებით, ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ამოცანაა, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. „ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო […]
„რუსეთს ზუგდიდის განადგურებაც უნდოდა…“ – პაატა დავითაია
„არანაირი ნდობა რუსეთის არა მაქვს, საერთოდ არანაირი. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არც ერთი დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის. თითქოს ჯარების გაყვანაზე დაიწყო საუბარი, ითქვა, რომ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და ამ ყველაფრის ფონზე კიევი, ჩერნიგოვი მაინც დაბომბეს” – აცხადებს “ახალ თაობასთან ინტერვიუში პაატა დავითაია. – გამოდის, რომ ამ მოლაპარაკებებსაც ფასი არ აქვს, თუკი რუსეთი მაინც […]
მამუკა მდინარაძე – “ნაცმოძრაობამ ბათუმში სტაჟიანი პროვოკატორები გაუშვა”
ბუნებრივია, წინასაარჩევნო მონაცემები „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აქვს და მათაც იციან, რომ ბათუმში არჩევნები მათი კანდიდატის მარცხით დამთავრდება და ამის გამო, მათ გადაწყვიტეს, ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიავლინა ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, […]
ზაალ უდუმაშვილი ნაცმოძრაობიდან მიდის?
რამდენიმე თვეა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზაალ უდუმაშვილს ქვეყანაში მიმდინარე არც ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, არც მედიასთან გამოჩენილა. უდუმაშვილი პოლიტიკისგან მას შემდეგ დისტანცირდა, რაც პარტიის გადაწყვეტილებით, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. უკავშირდება თუ არა უდუმაშვილის პასიურობა პარტიის მიმართ მის განაწყენებას და ხომ არ აპირებს ის „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას, ამ კითხვებზე […]
შამბა – “აფხაზეთის რუსეთში შესვლა არც განიხილება”
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. – აფხაზეთს არ აქვს შეკითხვა რუსეთთან შეერთების საკითხზე. ჩვენ პატივს ვცემთ სამხრეთ ოსეთის არჩევანს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული მოცემულობა. ჩვენ არ გვყავს ისეთი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხს დააყენებენ. ჩვენი კონსტიტუცია ამის საშუალებას არ […]
პარლამენტთან 145 წყვილი ბავშვის ფეხსაცმელი მიიტანეს
დედაქალაქის მთავარ გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან ახლა 145 წყვილი ბავშვის ფეხსაცმელი აწყვია, ნიშნად იმისა, რომ უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას სწორედ ამდენივე ბავშვი ემსხვერპლა. აქციის ორგანიზატორები არიან სხვადასხვა თაობის ჟურნალისტები. ისინი ამბობენ, რომ როდესაც დაგეგმეს აქცია-პერფორმანსი, რუსული აგრესიის დროს გარდაცვლილი იყო 119 ბავშვი, დღეისთვის კი მათ მოუწიათ 26 ფეხსაცმლის დამატება. მიუხედავად იმისა, რომ აქცია არის მდუმარე, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ხმამაღალი გამოხატულება იმისა, რომ პუტინის რეჟიმი კლავს. “ერთი კვირის წინ, […]
„უკრაინას სურს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გარანტორი ქვეყნები გახდნენ“ – დავით არახამია
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარისა და უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებით, უკრაინას სურს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გარანტორი ქვეყნები გახდნენ. ამის შესახებ არახამიამ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოში შედიან: ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ამასთანავე, არახამიას განცხადებით, […]










