„არანაირი ნდობა რუსეთის არა მაქვს, საერთოდ არანაირი. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არც ერთი დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის. თითქოს ჯარების გაყვანაზე დაიწყო საუბარი, ითქვა, რომ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და ამ ყველაფრის ფონზე კიევი, ჩერნიგოვი მაინც დაბომბეს” – აცხადებს “ახალ თაობასთან ინტერვიუში პაატა დავითაია. – გამოდის, რომ ამ მოლაპარაკებებსაც ფასი არ აქვს, თუკი რუსეთი მაინც […]
კატეგორია: პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე – “ნაცმოძრაობამ ბათუმში სტაჟიანი პროვოკატორები გაუშვა”
ბუნებრივია, წინასაარჩევნო მონაცემები „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აქვს და მათაც იციან, რომ ბათუმში არჩევნები მათი კანდიდატის მარცხით დამთავრდება და ამის გამო, მათ გადაწყვიტეს, ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიავლინა ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, […]
ზაალ უდუმაშვილი ნაცმოძრაობიდან მიდის?
რამდენიმე თვეა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზაალ უდუმაშვილს ქვეყანაში მიმდინარე არც ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, არც მედიასთან გამოჩენილა. უდუმაშვილი პოლიტიკისგან მას შემდეგ დისტანცირდა, რაც პარტიის გადაწყვეტილებით, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. უკავშირდება თუ არა უდუმაშვილის პასიურობა პარტიის მიმართ მის განაწყენებას და ხომ არ აპირებს ის „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას, ამ კითხვებზე […]
შამბა – “აფხაზეთის რუსეთში შესვლა არც განიხილება”
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. – აფხაზეთს არ აქვს შეკითხვა რუსეთთან შეერთების საკითხზე. ჩვენ პატივს ვცემთ სამხრეთ ოსეთის არჩევანს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული მოცემულობა. ჩვენ არ გვყავს ისეთი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხს დააყენებენ. ჩვენი კონსტიტუცია ამის საშუალებას არ […]
პარლამენტთან 145 წყვილი ბავშვის ფეხსაცმელი მიიტანეს
დედაქალაქის მთავარ გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან ახლა 145 წყვილი ბავშვის ფეხსაცმელი აწყვია, ნიშნად იმისა, რომ უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას სწორედ ამდენივე ბავშვი ემსხვერპლა. აქციის ორგანიზატორები არიან სხვადასხვა თაობის ჟურნალისტები. ისინი ამბობენ, რომ როდესაც დაგეგმეს აქცია-პერფორმანსი, რუსული აგრესიის დროს გარდაცვლილი იყო 119 ბავშვი, დღეისთვის კი მათ მოუწიათ 26 ფეხსაცმლის დამატება. მიუხედავად იმისა, რომ აქცია არის მდუმარე, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ხმამაღალი გამოხატულება იმისა, რომ პუტინის რეჟიმი კლავს. “ერთი კვირის წინ, […]
„უკრაინას სურს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გარანტორი ქვეყნები გახდნენ“ – დავით არახამია
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარისა და უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებით, უკრაინას სურს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გარანტორი ქვეყნები გახდნენ. ამის შესახებ არახამიამ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოში შედიან: ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ამასთანავე, არახამიას განცხადებით, […]
ნიკა გვარამია უკრაინის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ – “მის მოწოდებას ვერაფერი ამართლებს”
“მთავარი არხის” ხელმძღვანელი ნიკა გვარამია უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის ქართველებისადმი მოწოდებას სოციალურ ქსელში პასუხობს და წერს, რომ უკრაინის მიმართ მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა 2008 წელს დაღუპული ქართველების ძვლებზე დგას, რადგან ყველა შეთანხმდა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრა გაკვეთილი იყო ცივილიზებული სამყაროსთვის: “დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია. ცოტა “დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც […]
კიტრი ბიძინასგან, სასმელი ალექსანდრესგან, საპონი უჩასგან – სანქცირებულ რუსულ ბაზარს ივანიშვილები მოამარაგებენ
კიტრი ბიძინა ივანიშვილისგან, ღვინო და კონიაკი ალექსანდრე ივანიშვილისგან, კბილის პასტა, საპონი, შამპუნი და ტანის კრემები უჩა მამაცაშვილისგან. შაბათის ეთერის ხმაურიანი ჟურნალიტური გამოძიებიდან დგინდება, რომ სანქციების გამო, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ უსულ ბაზარს ოლიგარქი და მისი გარემოცვა მოამარაგებს. “ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია დოკუმენტები, სადაც ოლიგარქის გარემოცვა პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი მათი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ირკვევა, რომ თითო […]
ზურაბიშვილმა ბაიდენი საქართველოში დაპატიჟა
“თქვენ ქართველი ხალხი გელოდებათ” – სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ს პრეზიდენტს ეპატიჟება. საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მაღალი დონის ვიზიტები ამერიკიდან დაგვიანებულია. განცხადება ზურაბიშვილმა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც პრემიერთან ერთად იმყოფებოდა. – საქართველოს თხოვნა იქნება, რომ აქ დაგვიანდა მაღალი დონის ვიზიტები. დრო არის, ქართელი ხალხი ამას ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი […]
სალომე ზურაბიშვილი – “იქნება საქართველო შემდეგი? იმედია, ეს აღარ განმეორდება”
იქნება თუ არა საქართველო შემდეგი? ეს ძალიან რთული კითხვაა, ვიმედოვნებ, რომ არა. ჩვენ პირველები ვიყავით და იმედი მაქვს, ეს აღარ განმეორდება , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რა დროსაც წამყვანმა მას ჰკითხა, შიშობს თუ არა საქართველოზე იმ შემთხვევაში, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, “ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ” და მნშინველოვანია “მსოფლიომ […]










