კატეგორია: პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე მთავარი არხის წინააღმდეგ – “თქვენ საქართველოს ომში ჩათრევა გინდათ”

მამუკა მდინარაძე - "ნიკა მელიას იმუნიტეტს მოვუხსნით"

,,უკრაინის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს რომ მოსთხოვ პასუხს, რატომ არ აწერს მისი ხელისუფლება ხელს და რატომ არ უერთდება ამ კონკრეტულ თემას, როდესაც ნატოს ქვეყნები, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები, მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნები ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტულ საკითხებზე თავს იკავებენ, ამიტომაც ხართ დამატებით საქართველოს მტრები’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა […]

„როდესაც ნინო ბურჯანაძეს, ჩემთან, სახლში ვესაუბრე მითხრა, სააკაშვილს ვინ აირჩევს, ეს გიჟიაო“ – თაკო ჩარკვიანი

„შეუძლებელია ეს ქალი იყოს პოლიტიკაში, ხალხი ხომ არ უნდა გავაგიჟოთ“ –  ჩარკვიანი ბურჯანაძეზე

პარტიის „კანონი და სამართალი” დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი  რევოლუციის დროს აღმოუცენდათ: „მიშა რევოლუციის დროს აღმოუცენდათ, როცა ბურჯანაძეს ვესაუბრე, მან თქვა, ამას ვინ აირჩევს ეს გიჟიაო” – იხსენებს თაკო ჩარკვიანი.

ირაკლი ღარიბაშვილი – „რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის ომია, მთავრობა ვახერხებთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა“

ღარიბაშვილი - "13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ"

ქვე­ყა­ნა­ში არის მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ეს ასე გაგ­რძელ­დე­ბა,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. პრე­მი­ერ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას კონ­სო­ლი­და­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ერი შეკ­რუ­ლი და ძლი­ე­რი უნდა იყოს. „მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მინ­და გან­ვმარ­ტო – დღეს ჩვენს წი­ნა­შე ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ­სე­ბობს. რე­გი­ონ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩვენ, მთავ­რო­ბა, ჩვე­ნი გო­ნივ­რუ­ლი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კით […]

ხატია დეკანოიძე – “ოცნებას” არ უნდა, რომ პუტინი დამარცხდეს”

ხატია დეკანოიძე - "მალე გახდება ცნობილი, როდის შეწყვეტს ნაცმოძრაობა საპარლამენტო ბოიკოტს"

როგორც პუტინი იყენებს პროპაგანდას, რომ ჩვენ ნატო იმიტომ არ გვინდა, ქალაქებს დაგვიბომბავსო, იგივეს აკეთებს „ქართული ოცნება,“ თუ რამე არ მოგვწონს ხელისუფლების, ესე იგი ჩვენ ომი გვინდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ხატია დეკანოიძემ ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვის შესაძლებლობაზე და განაცხადა, რომ მმართველ […]

თბილისში რუს ოლიგარქს მიხაილოვის საავადმყოფოს შენობას გადასცემენ

თბილისში რუს ოლიგარქს მიხაილოვის საავადმყოფოს შენობას გადასცემენ

უკრაინაში ომის ფონზე, საქართველო რუს ოლიგარქს, შალვა ბრეუსს თბილისის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობას გადასცემს. საუბარია ყოფილ მიხაილოვის საავადმყოფოზე, რომლის მთლიანი ტერიტორია – დაახლოებით 20 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია. აუქციონზე, რომელიც 18 დღის წინ დასრულდა, შალვა ბრეუსმა ეს ყველაფერი მასზე მორგებული და შეცვლილი პირობებით, 16 მილიონ ლარად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ტერიტორია აუქციონზე გასულ წელსაც იყო […]

„კალაშნიკოვის“ ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული“ – ვოლსკი 

გია ვოლსკი - "მამუკა ბახტაძეს არ მოხსნიან!"

უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პრემიერ ღარიბაშვილის უკრაინაში შესაძლო ჩასვლაზე საუბრისას განაცხადა: „რომ გადაწყვიტოს პრემიერ-მინისტრმა და მკითხოს: შენ რა აზრის ხარო, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის თავისი ოკუპირებული ტერიტორიით, „კალაშნიკოვის“ ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი. როგორ შეიძლება?! კიდე მეტს ვლაპარაკობთ”.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სანთელი დაანთო და უკრაინულ ენაზე ილოცა

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სანთელი დაანთო და უკრაინულ ენაზე ილოცა

„გუშინ, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მოგვიწოდა 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ვილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის – მინდა გთხოვოთ ილოცოთ“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან სასამართლო პროცესზე სანთელი აანთო, უკრაინულ ენაზე ილოცა და აღნიშნა, რომ დღეს ყველაფერი გვჭირდება ლოცვაც და ქმედებაც. „საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ყველას გვთხოვა, მან ისაუბრა […]

ნიკა მელია – “ივანიშვილს რუსეთის სპეცსამსახურებთან ვალდებულებები აქვს”

ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის რუს ოლიგარქებთან კავშირებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის სუვერენული ვერასდროს იქნება. მელიას თქმით, ოლიგარქი ივანიშვილი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ იქნება თითმყოფადი მმართველი, რადგან რუსეთის სპეცსამსახურებთან არის ვალდებული. – თუ რამე მიკვირს, შემდეგი რამ მაკვირვებს: თუკი ვინმეს ჯერ კიდევ გაუკვირდებოდა ბატონი ივანიშვილის ახლო ურთიერთობა, კი, ბატონო, არ დაარქვათ თანამშრომლობა, მაგრამ […]

ქადაგიშვილი – “2008 წელს უცხოელი პრეზიდენტების ჩამოსვლისას ცეცხლი შეწყვეტილი იყო”

ირაკლი ქადაგიშვილი - "გახარიას პარტია მძიმე მდგომარეობაშია"

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ახლა უკრაინაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლა “უსაფრთხოების საკითხია”. ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ 2008 წელს, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ, ცეცხლი უკვე შეწყვეტილი იყო. “პირველ რიგში მე უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი იმიტომ, რომ როდესაც საქართველოში ჩამოვიდნენ უცხო ქვეყნის პრეზიდენტები 2008 წელს, მაშინ ცეცხლი შეწყვეტილი იყო და უსაფრთხოების ზომები […]

ირაკლი ოქრუაშვილი – „ჩემი თვალით ვხედავ 21-ე საუკუნის ფაშიზმს…“

ირაკლი ოქრუაშვილი - "შვილივით მაქვს ჩახუტებული ენლო"

„ჩვენი ჯგუფი აკონტროლებს ჩრდილოეთით ორკილომეტრიან პოზიციას. იმ ადგილას  საარტილერიო დაბომბვის ცეცხლში მოვყევით 70 საათის განმავლობაში და 15 მეტრითაც ვერ გადმოიწიეს წინ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა უკრაინიდან გადაცემა „რეაქციაში“ ჩართვისას „ჩემი თვალით ვხედავ 21-ე საუკუნის ფაშიზმს. ბალისტიკურ რაკეტებს ისრიან, ესვრიან ყველაფერს სახლებს, ეკლესიებს… ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც მთავარი პროპოგანდისტები არიან, რომ მძინარე ცხინვალს ესროლეს ქართველებმა… […]