3 სექტემბერს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, ვინ იქნება წარდგენილი პრემიერის პოსტზე. გია ვოლსკიმ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით და პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრის გიორგი გახარიას წარდგენასა და შს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი ხვალ გახდება ცნობილი. „არის ასეთი მოსაზრება, მე ვერ ვიტყოდი, რომ უსაფუძვლო […]
კატეგორია: პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე გადადგა
საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერ მინისტრმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: შარშან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებისას, ქართულ საზოგადოებას წარვუდგინე 5 პრინციპი, რომელიც ჩვენი მთავრობის სამოქმედო გეგმის მთავარ ქვაკუთხედად ჩამოყალიბდა. ეს პრინციპებია: • ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის − ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარება და შეუქცევადობის უზრუნველყოფა; • ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარება ეკონომიკაში; ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნა; […]
ივანიშვილი – „ახალ მთავრობას გიორგი დააკომპლექტებს, მაგრამ ჯერ არ მიულოცოთ“
დღეს მამუკა ბახტაძე პრემიერობიდან გადადგება და ამის შესახებ ის განცხადებას თოქ-შოუების წმაყვანებთან გააკეთებს, რომელიც 15:00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება. ბახტაძე საკუთარ მიღწევებზე ისაუბრებს, თუმცა „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, თანამდებობას ისე დატოვებს, რომ შემცვლელის ვინაობას არ დაასახელებს. ასევე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით, იგივე მოხდა გუშინ გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე, ანუ ბახტაძემ საკუთარ მიღწევებზე საუბარს 40 წუთი დაუთმო. ამის შემდეგ […]
კალაძე ღარიბაშვილის შს მინისტრობას ეწინააღმდეგება
სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ნიუპოსტი წერდა, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირებაა, გუნდის დიდი ნაწილი გახარიას გაპრემიერებას და ღარიბაშვილის შს მინისტრობას ეწინააღმდეგება. არსებული ინფორმაციით დღეს ქართული ოცნების ოფისში გამართულ სხდომაზე, სადაც სწორედ სამთავრობო ცვლილებების საკითხი იხილებოდა, ღარიბაშვილის დანიშვნის წინააღმდეგი თბილისის მერი კახა კალაძე იყო. ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნებამ თავის დროზევე გამოიწვია გუნდის შიგნით უკმაყოფილება, კულუარებში არ მალავენ, რომ ივამიშვილის […]
ბიძინა გეგიძე უმრავლესობიდან გარიცხეს
ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. გეგიძის თაობაზე გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, გეგიძის ბოლოდროინდელი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდა პარტიის პოზიციებთან, რაც საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა. ბიძინა გეგიძე ამ დრომდე რჩება მმართველი პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს წევრად. პარტიიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება, შიდა წესდების თანახმად, პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.
პრემიერი მამუკა ბახტაძე ორშაბათს განცხადებას გააკეთებს
ქართული ოცნების ოფისში მმართველი გუნდის სხდომა დასრულდა. როგორც ცნობილი გახდა, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ორშაბათს პრემიერი მამუკა ბახტაძე გააკეთებს.ამის შესახენ განცხადება გია ვოლსკიმ გააკეთა. მისი თქმით, არსებობს გადაწყვეტილება, რომლის გარშემოც გუნდის ყველა წევრი ერთსულოვანია. გია ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდი მუშაობს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნულ საკითხზე დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. „გაცილებით უფრო […]
გია გაჩეჩილაძე – ”ბახტაძის მოხსნა არ იგეგმება”
ზუსტად ვიცი, მთავრობის სახელით მოხსენებით პარლამენტში მამუკა ბახტაძე გამოვა და ის პარლამენტს, როგორც პრემიერ-მინისტრი, ანგარიშს წარუდგენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან, უმრავლესობის სხდომის დაწყების წინ განუცხადა. დეპუტატის თქმით, იწყება პარლამენტის საშემოდგომო სესია, სადაც უამრავი საკითხია განსახილველი და უმრავლესობის სხდომაზე სწორედ ამაზე იქნება საუბარი. მან […]
სუსი – ცხინვალის დრონი თბილისს არ ჩამოუგდია, ის მეორე დრონს შეეჯახა და ორივე ჩამოვარდა
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების […]
ცხინვალი თბილისს დრონის ჩამოგდებას აბრალებს
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინა ბიაზროვა ქართული მხარის მიერ ე.წ. საზღვართან „სამხრეთ ოსური“ მხარის კუთვნილი კვადროკოპტერის ჩამოგდების შესახებ იუწყება. ამის შესახებ მან სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა. „1 სექტემბრის დილით, უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურას ეკუთვნოდა, სახელმწიფო საზღვართან ვიდეო დაკვირვებას ახორციელებდა. დაახლოებით 10:00 საათისთვის, საქართველოს დასახლებულ პუნქტ კობიდან, კვადროკოპტერის მიმართულებით, […]
სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას სტუმრობს. სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრასაც გამართავს. ის ასევე შეხვდება შვედეთის სამეფოს პარლამენტის სპიკერს, ანდრეა სნორლენს; ბულგარეთის […]










