პრემიერი მამუკა ბახტაძე ორშაბათს განცხადებას გააკეთებს

პრემიერი მამუკა ბახტაძე ორშაბათს განცხადებას გააკეთებსქართული ოცნების ოფისში მმართველი გუნდის სხდომა დასრულდა. როგორც ცნობილი გახდა, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ორშაბათს პრემიერი მამუკა ბახტაძე გააკეთებს.ამის შესახენ განცხადება გია ვოლსკიმ გააკეთა. მისი თქმით, არსებობს გადაწყვეტილება, რომლის გარშემოც გუნდის ყველა წევრი ერთსულოვანია.

გია ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდი მუშაობს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნულ საკითხზე დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

„გაცილებით უფრო სიღრმისეული დაპირისპიება მიდის პოლიტიკურ ველზე და ჩვენ არ გვინდა ამას საზოგადოებაში დაპირისპირების ნიშნები მიიღოს. ამიტომ ჩვენ წამოვწიეთ საარჩევნო საკითხები. ჩვენმ გვქონდა შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან და საკმაოდ კონსტრუქციული მსჯელობა გვქონდა“ – განაცხადა ვოლსკიმ