ფაქტებს სჭირდება შესწავლა და თუ ნებისმიერი პირის მოქმედება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და კანონთან, ასეთ შემთხვევაში ამას ადეკვატური და შესაბამისი მოქმედებები მოჰყვება, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტების კითხვას, შეიძლება თუ არა დადგეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იმის გამო, რომ მან უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტი მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც განახორციელა. რაც შეეხება უშუალოდ სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენების შინაარსს, ღუდუშაურის […]
კატეგორია: პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი – „ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე“
„ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, უმძიმესი დღეები […]
მამუკა მდინარაძე – “მოსახლეობაში იარაღს არ დავარიგებთ, გირჩის ინიციატივა არ გავა”
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე უარყოფითად აფასებს „გირჩის“ ინიციატივას, რომელიც იარაღის ტარებაზე კანონმდებლობის ლიბერალიზებას გულისხმობს და აცხადებს, რომ მას “პერსპექტივა არ ექნება”. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა ისეთი ნარატივის შემოტანა, რაც “შიშებს გააჩენს” , არაადეკვატურია. „ძალიან უარყოფითად ვაფასებ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს და პრინციპში ეს ასეც მოხდა, ახლა ახალი და ისეთი ნარატივის შემოტანა, […]
ირაკლი კობახიძე – “დემნა დევდარიანის გამოსვლა ნედ პრაისის პრესკონფერენციაზე სამარცხვინო იყო”
ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, დემნა დევდარიანის კითხვას, რომელიც მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვა, სამარცხვინო უწოდა. ოცნების თავმჯდომარემ 11 მარტს ამ თემას საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა. – სამარცხვინო და მოღალატეობრივი იყო ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიის, მთავარი არხის წარმომადგენლის გუშინდელი გამოსვლა ნედ პრაისის პრესკონფერენციაზე, რომელიც ასევე სიცრუეზე იყო აგებული და საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებას […]
შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკს – “პოლიტიკურმა სპეკულაციებმა უკრაინის მხარდაჭერას ჩრდილი მიაყენა”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს მიმართავს. მიმართავაში პაპუაშვილი აღნიშნავს,რომ ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. „თქვენ მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის მომზადებულ ვიდეო-მიმართვაზე პასუხად, გიდასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობა და საუკუნოვანი […]
გიორგი კანდელაკის ტელევიზიას ჟურნალისტები ტოვებენ
მსოფლიოს ჩემპიონი და ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი თავის რეგიონულ ტელეკომპანიაში ჟურნალისტებს უკრაინის მხარდასაჭერი პოსტების გამოქვეყნებას უკრძალავს. ამასთან, კანდელაკი ტელევიზიაში რუსეთის მხარდასაჭერი სარედაქციო პოლიტიკის გატარებას ცდილობს, რის გამოც ჟურნალისტების ნახევარზე მეტმა კომპანია დატოვა. კანდელაკმა ტელევიზიის მმართველად პრორუსი რადიკალი “ალტ-ინფოს” იურისტი დანიშნა. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა თორნიკე მაისურაძემ განაცხადა, მისთვის მიუღებელია ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის […]
ნიკა მელია – „კალაძეს კონტრაქტი აქვს გაფორმებული რუსულ კომპანიასთან, რომელიც რუსულ სამხედრო-საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისის მერიას კონტრაქტი აქვს გაფორმებულირუსულ კომპანიასთან, „მეტრო ვაგონ – მაშთან“, რომელიც სამხედრო საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს. ნიკა მელია მოუწოდებს კახა კალაძეს, დაუყოვნებლივ ცალმხრივად გაწყვიტოს კონტრაქტი აღნიშნულ რუსულ კომპანიასთან. „არ ვაპირებდი ბრიფინგის ჩატარებას, რომ არა კიდევ ერთი წარმოუდგენელი, რბილად რომ ვთქვათ, მოღალატეობრივი ფაქტი: აღმოჩნდა, რომ მაშინ, როდესაც პუტინის რეჟიმი უკრაინის მთელ […]
ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „აღიაროს მათი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღიაროს ორივე დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ერთობლივ „კომუნიკეში“, რომელიც ე.წ. მინისტრების სოხუმში შეხვედრის შემდეგ მიიღეს. „აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა განაცხადეს თავიანთი მტკიცე განზრახვა, მიაღწიონ იურიდიული შეთანხმების ხელმოწერას საქართველოს რესპუბლიკის მიერ ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების […]
სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია უკრაინაში საომრად წავიდა
სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს. როგორც მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, ახლა საჭიროა საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად. „მოვლენები ვითარდება ზუსტად ისე, როგორც წლების წინ ვიწინასწარმეტყველე. რუსეთის იმპერია სულს ღაფავს ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქის, კიევის მისადგომებთან. გმირი უკრაინელი ხალხი, მთავარსარდალ ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით, ამ ეპოქალურ ომს იგებს. მსოფლიო ჩვენს თვალწინ იცვლება. კიევი საქართველოსთვის ახალი […]










