სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე კორდონი გააკეთეს, რითაც ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდება. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ოდენობით სამართალდამცავია განთავსებული. ასევე გამზირზე განლაგებულია ე.წ. ყვითელი ავტობუსები. როგორც ცნობილია, პარლამენტთან კვლავ იგეგმება ანტისაოკუპაციო აქციის გამართვა, რომლის მონაწილეებიც საკანონმდებლო ორგანოსთან პუშკინის სკვერიდან მსვლელობით მისვლას აპირებენ, პარალელურად კი პარლამენტთან დილიდან განთავსებული არიან ლგბტ […]
კატეგორია: პოლიტიკა
მიშა მშვილდაძე – ”დღეს რუსთაველზე წყდება, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა”
ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები არ აპირებენ, რუსთაველის გამზირზე 19 დღის განმავლობაში მიმდინარე აქციის გადადებას. ორგანიზატორების განცხადებით დღეს პარლამენტის წინ წყდება, თუ ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, პრორუს ძალებს, თუ დამოუკიდებელ ხალხს. ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს დღეს 19:00 საათზე მივიდნენ აქციაზე. „ჩვენ, საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც გვაერთიანებს რწმენა, რომ ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველია; რომლებიც ვთანხმდებით, რომ […]
დაპირისპირება პარლამენტთან – ვასაძის მომხრეებმა ეკა ჯანაშია ტრიბუნიდან გააძევეს
კამათი და დაპირისპირება პარლამენტთან. საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებში ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები კონტრაქციას მართავენ და „თბილისი პრაიდის“ შესაძლო ჩატარების გარდა, ანტისაოკუპაციო აქციების შეწყვეტასაც ითხოვენ. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ, ეკა ჯანაშიამ. მან აღნიშნა, რომ ყველა ერთად უნდა შეებრძოლოს ოკუპაციას და მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის მთავარი გამოწვევა სწორედ რუსეთის მიერ საქართველოს 20 პროცენტის […]
ზახაროვა – ”გაბუნია საქართველოს უბედურებაა”
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას, რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. სააგენტო „ტასთან“ საუბარში ზახაროვამ მომხდარს „საქართველოს უბედურება“ უწოდა. საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი რუსული სააგენტოების კითხვაზე, კომენტარი გაეკეთებინა გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ამ ორი სიტყვით შემოიფარგლა. შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი […]
სალომე სამადაშვილი – “გახარიას ზურგს მოსკოვი უმაგრებს”
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ქალბატონო სალომე, 20 ივნისის მოვლენებიდან 2 კვირის თავზე ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს. ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მშვიდობიანი აქციის გამოყენება მოხდა ოპოზიციის ლიდერების მიერ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. რას უპასუხებთ? – ხელისუფლების ამ მცდელობას ორი მიზეზი აქვს: პირველ რიგში პასუხისმგებლობა […]
კალაშნიკოვი – “გაბუნიას მიერ პუტინის გინებაზე რუსეთი რეაგირებას არ მოახდენს – ეს მის დონეზე დაშვება იქნებოდა”
რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ქართველი ჟურნალისტის გინების გამო რეაგირება არ არის საჭირო. ეს იყო ხულიგნური საქციელი, რომელმაც მხოლოდ წამყვანის უკულტურობა აჩვენა, – „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის წევრმა სერგეი კალაშნიკოვმა განაცხადა. „არ უნდა უპასუხოს ჩვენმა სახელმწიფომ ჟურნალისტის ამ ხულიგნურ საქციელს. მის მიმართ რაღაც ზომების განხილვა არ არის საჭირო. ამაზე რეაგირება ნიშნავს […]
თარხან-მოურავი – “საომარი ვითარებაა, ერთ გზას ვხედავთ – მარშანია და ლომია გავუშვათ მოსკოვში”
“საომარი ვითარებაა. ერთ გზას ვხედავთ, რომ მარშანია და ლომია გავუშვათ მოსკოვში. მარშანია არის აფხაზეთში გაზრდილი და დაბადებული აფხაზი. რომელიც იბრძვის, რომ საქართველოს დაუბრუნდეს აფხაზეთი და ეუბნებიან კრემლის აგენტი ხარ, მოღალატე ხარო, ვისი მოღალატეა, ბიჭო? აფხაზია… ეს უტვინოები, ვის ღალატობს? ჩვენ გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა” – განაცხადა დავით-თარხან მოურავმა. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი დავით-თარხან მოურავი; პატრიოტთა ალიანსმა სპორტის სასახლეში ყრილობა გამართა, […]
პუტინის გინებაში გაბუნიას სააკაშვილიც გაემიჯნა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტკრიპტუმს“ ეხმაურება. „რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს! ჩვენ მხარეზეა სიმართლე და სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით! ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. იპნ
ჭიჭინაძე ჩუგოშვილის წინააღმდეგ
„ქართული ოცნების” ყოფილი წევრი პარლამენტის ვიცე-სპიკერის წინააღმდეგ – დავით ჭიჭინაძე მმართველი გუნდის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ გავრილოვის ინციდენტიც კი ხელისუფლების წევრებმა ერთმანეთის დასაძირად გამოიყენეს. P.S.-სთან ვრცელ ინტერვიუში დავით ჭიჭინაძე ღიად საუბრობს სახელისუფლებო გადატრიალებაზე, რომელიც მისი თქმით არა ოპოზიციამ, არამედ “ქართულმა ოცნებამ” და მისმა ლიდერებმა მოაწყვეს. “გადატრიალებას თავად კლანებად დაყოფილი ხელისუფლება აწყობს,” – […]
“ესაა იდიოტიზმი და სისულელე” – ნიკა გვარამია გაბუნიას მიერ პუტინის გინებას გაემიჯნა
კვირის აქცენტებში ნიკა გვარამიამ ილაპარაკა პიესში გაბუნიას მიერ პუტინის ღია ტექსტით გინებაზე და გაემიჯნა მას. “ფორმა, რომლითაც გაბუნიამ აგინა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რუსთავი 2-თვის მიუღებელია და ამაზე არხი იმსჯელებს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. გაბუნიას განცხადებას მან იდიოტიზმი და სისულელე უწოდა.










