კატეგორია: პოლიტიკა

პუტინი – ”გაბუნიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა მისთვის ზედმეტი პატივი იქნებოდა, წავიდეს, დაისვენოს 2 თვე”

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოსთვის დამატებითი სანქციების დაწესების წინააღმდეგია. ”მე ამ სანქციებს არ დავაწესებდი, რადგან ქართველ ხალხს პატივს ვცემ. აი, გამოვიდა ერთი პიროვნება, რაღაცა წამობოდა, ვითომ რაღაცას წარმოადგენდეს. ადრე მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი ყველა მასზე ლაპარაკობს და ამ თვალსაზრისით თავისას მიაღწია. 2 თვით ჩამოაშორეს საქმიანობას, წავა დასასვენებლად, მერე ისევ დაბრუნდება და მუშაობას […]

კახი კალაძის სიძე “ქართული ოცნების” აქტივს დასცინის და 20 ლარიანებად მოიხსენიებს! – ვიდეო

კახი კალაძის სიძემ პაატა აბულაძემ “ქართული მარშის” ოფისიდან, ფეისბუქ ლაივ ჩართვისას, 8 ივლისს რუსთავი 2-ის ოფისთან საპროტესტო აქციაზე მისულ “ქართული ოცნების” აქტივს დასცინა და მათ 20 ლარის და ტაქსის ფულის მათხოვრები უწოდა!

გიორგი გუგავა – “ბანკირი პოლიტიკაში იგივეა, რაც ღორი ბეღელში“

მამუკა ხაზარაძეზე “ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. “ბანკირი პოლიტიკაში იგივეა, ღორი ბეღელში“, – წერს გუგავა. შეგახსენებთ, დღეს მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა.

მაჩალიკაშვილი – სანამ მოსკოვის მიერ შექმნილი “ოცნება” იარსებებს, ქვეყანაში სამართალი არ იქნება

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა. “პირდაპირ პირობა დადეს ამ უსირცხვილოებმა, ამ უნამუსოებმა, ამ გარეწრებმა, ამ გახრწნილებმა, რომ ორი თვის განმავლობაში დადებდნენ შემაჯამებელს და დღეს რა რიცხვია? დღეს 9 არის. არანაირი გამოძიება ამ ქვეყანაში არ იქნება. არანაირი სამართალი ამ ქვეყანაში არ იქნება მანამ, სანამ იარსებებს მოსკოვის მიერ შექმნილი საქართველოში […]

რომან გოცირიძე – მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ეთანხმება ჩვენი პარტიის პრინციპს – ყველა ერთის წინააღმდეგ!

„თუ ყველა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ძალის გამოჩენას, რომელიც ხელს შეუწყობს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დასრულებას, – ასე ეხმაურება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ”თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების თაობაზე. დეპუტატის აზრით, მამუკა ხაზარაძეს აქვს სოციალური თუ სხვა რესურსი, რომელიც საკმაოდ წონადს ხდის იმისათვის, რომ სისტემის დემონტაჟში საკუთარი წვლილი შეიტანოს. “ივანიშვილი არის ბოლო ძალა, რომელიც ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად […]

პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ვასაძის ხალხი გაიყვანა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ლევან ვასაძის მხარდამჭერები გაჰყავთ. ტერიტორია პოლიციამ ჰომოფობიური აქციის თითქმის ყველა მონაწილეს დაატოვებინა. ლევან ვასაძის მხარდამჭერები აპროტესტებენ, რომ სამართალდამცველები მათ ძალის გამოყენებით ატოვებინებენ საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდებარე ტერიტორიას. სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ყველას დაატოვებინეს, მათ შორის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს, რომლებიც უკვე 18 დღეა შიმშილობენ. მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის კორდონი დგას.

“ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ გახარია, ოპოზიციასთან ერთად, გადატრიალებას უპირებდა”

რატომ აღარ ენდობა ივანიშვილი მთავრობას, რატომ მოსთხოვა ძალოვნებს წინა ხაზზე გამოსვლა, ვინ მიეყიდა ოლიგარქს, გაუძლებს თუ არა ოპოზიცია შავი პიარის ახალი ტალღის შემოტევას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ოთარ კვირიკაშვილი ესაუბრება. – თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ შს მინისტრი მზად იყო ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად, რაც ივანიშვილმა ჩაშალა. მოლაპარაკების ჩასაშლელად დარბევის ბრძანებაც კი […]

დავით ბერძენიშვილის ვაჟი – ”ოცმა პოლიციელმა ამიტაცა და სადღაც წამიყვანა”

ორი აქცია რუსთაველის გამზირზე – ერთმანეთის პირისპირ ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის მონაწილეები და ლევან ვასაძის მეთაურობით სახალხო ლეგიონის წევრები დგანან. რამდენიმე წუთის წინ, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები დააკავეს, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი დავით ბერძენიშვილის შვილი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილია. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ლევან ვასაძის ლეგიონის რუსთაველზე დგომა ხელისუფლების მიზანიმართული პროვოკაციაა. მისი თქმით, ეს აქტივისტები მას აგონებს იმ […]

ნიკა მელია – ჩვენს თვალწინ იცვლება რეალობა, ჩვენს თვალწინ იხსნის ნიღაბს ოკუპანტის აგენტურა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურაბა. ნიკა მელიას თქმით, ოკუპანტი ქვეყნის აგენტურა ნიღაბს იხსნის: „ჩვენ თვალწინ იცვლება რეალობა, ჩვენ თვალწინ იხსნის (უკვე მერამდენედ) ნიღაბს ოკუპანტი ქვეყნის აგენტურა, ჩვენ თვალწინ ასპარეზზე გამოდის ახალი თაობა, რომელიც ავლენს გმირობას, უჩვეულო სიმამაცეს. დიახ, იცვლება დრო და იცვლება როგორც გმირობის […]

დეპუტატ ზაზა ხუციშვილის ძმამ ”ოცნება” დატოვა და ანტისაოკუპაციო აქციას შეუერთდა

ანტისაოკუპაციო აქციას „ქართული ოცნების“ წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ზაზა ხუციშვილი ძმა უერთდება. გია ხუციშვილი ამბობს, რომ მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება 20 ივნისის დარბევის შემდეგ მიიღო. „რაც მოხდა 20 ივნისს, თვალები რომ დათხარეს პატარა ბავშვს, ვინმეს სჯერა რომ პატარა გოგო, მაგხელა შვილიშვილები მეყოლება, რომ გადატრიალებას აწყობდნენ, შიშველი ხელებით? ზაზა ხუციშვილის ძმა ვარ. ოცნებაში მეც ვიყავი, მაგრამ […]