გედევან ფოფხაძე ითხოვს, რომ იმუნიტეტი ყველა დეპუტატს მოეხსნას. მისი თქმით, მორალურად არასწორია, რომ მელია ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს ხელში ჩავარდეს: „გადაწყვეტილება, რომ მელიას იმუნიტეტი ჩამოერთვას და ჩვენ დაგვრჩეს, არის დისკრიმინაციული. არცერთი ადამიანი კანონზე მაღლა არ უნდა იდგეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე არ მაქვს მორალური უფლება შევუჩერო იმუნიტეტი და ნიკა მელია გადავცე ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს.“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ. ნიუპოსტი
კატეგორია: პოლიტიკა
ნიკა მელია უმრავლესობას – ”მე დღეს აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი და დღეს აპირებთ თქვენ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი”
მე დღეს აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი და დღეს აპირებთ თქვენ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი და მე მაქვს ზეიმი, თქვენ – პანაშვიდი, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრეაობის“ წევრმა ნიკა მელიამ უმრავლესობის დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე. სიტყვით გამოსვლისას მელიამ განაცხადა, რომ მას ძალიან ბევრი რამ ექნება სათქმელი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, თან სიამაყით, ხოლო უმრავლესობის დეპუტატებს, […]
”ნუ გავწირავთ ჩვენს კოლეგას” – ემზარ კვიციანი ნიკა მელიას თავდებში დაუდგა
ემზარ კვიციანი დეპუტატებს მოუწოდებს ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. მისი თქმით, ფაქტია, რომ ნიკა მელია არსად გაქცევას არ აპირებს და ვინაიდან მისი პატიმრობის აუცილებლობა არ არსებობს, მაშინ შესაძლოა რომ მის მიმართ პატიმრობა არ იქნას გამოყენებული. ემზარ კვიციანი ასევე მიმართავს დეპუტატებს დაუშვან შესაძლებლობა რომ ნიკა მელიას მიმართ შინა პატიმრობა იქნას გამოყენებული. „ჩვენ 21 ში ვიხილეთ ძალიან ბევრი […]
სხდომას, რომელმაც მელიას დეპუტატობა უნდა შეუჩეროს, ოპოზიციიდან მხოლოდ ნიკა მელია დაესწრება
პლენარულ სხდომათა დარბაზში სხდომას, სადაც დეპუტატები კენჭს უყრიან ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის შეჩერებას, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. სხდომაზე შევა დეპუტატი ნიკა მელია, რომელიც საკითხზე თავის პოზიციას დააფიქსირებს. როგორც სხდომის დაწყებამდე მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პროცესი მთლიანად პოლიტიზებულია, რომლის მთავარ მიზანს ოპოზიციის დისკრედიტაცია წარმოადგენს. იპნ
პარლამენტის ბიურომ მელიას დაპატიმრებას მწვანე აუნთო
პარლამენტის ბიურომ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ საკიხზე საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დილიდან მსჯელობდნენ. თუმცა, „ევროპული საქართველოს“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ, რომ პროკურატურის მიმართვას თან არ ახლავს მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებაზე ნებართვას ითხოვდა. პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა […]
ირმა ინაშვილი – „პროვოკაცია დაგეგმა ბოკერიას პარტიამ „ოცნებასთან“ ერთად, იმუნიტეტის მოხსნა გიგა ბოკერიადან უნდა დაიწყოს“
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა და პარლამენტში განვითარებული მოვლენები გიგა ბოკერიას გუნდისა და „ქართული ოცნების“ ერთობლივ პროვოკაციად შეაფასა: „ეს იყო ბოკერიას პარტიასა და „ქართული ოცნების“ მიერ ერთობლივად დაგეგმილი პროვოკაცია პარლამენტში და სწორედ ამ პროვოკაციას მოჰყვა ვნებათაღელვა პარლამენტის წინ. ამდენად სამართლიანი იქნება იმუნიტეტის მოხსნა ბოკერიადან დაიწყოს, რომელიც გავრილოვზე განხორციელებული […]
დათო ბერძენიშვილი – “კირკიტაძის და მელიას პოლიტიკურ საქმეში რომ ერთი და იგივე ”მოწმეა”, ხო მაგარია”
“კირკიტაძის და მელიას, სხვა პოლიტიკურ საქმეში რომ ერთი და იგივე ” მოწმეა”, ხო მაგარია.. ყანდიაშვილის თანამშრომელი ბოტი რო მელიას “მამხილებელი” მომიტინგეა, ესეც ხო “დამაჯერებელია….” რეპუბლიკელებს რომ გვასამართლებდნენ, ერთი ასეთი ცრუმოწმე გამოიყვანეს სასამართლოზე, გვარად კოჟემიაკინი.. სხვა საქმეებზეც იყენებდნენ. გაგვამხიარულა სასამართლოს სხდომაზე( 1984 წ. აპრილი იყო) კოჟემიაკინმა თქვა, ოჯახი მანქანით მიმყავდა დასასვენებლად ცხვარიჭამიის გზითო, მომეფსაო, გადმოვედი მანქანიდანო, […]
ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს
საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. 15 მომხრე 4 წინააღმდეგი- ამ შედეგით დასრულდა კენჭისყრა. საპროცედურო კომიტეტში საკითხს 6 მომხრე, ერთი წინააღმდეგი ჰყავდა, იურიდიულ კომიტეტში კი 9 მომხრე 3 წინააღმდეგი. საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ გუშინ მიმართა. საგამოძიებო ორგანო ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს […]
აქციაზე დაკავებული კიდევ 51 პირი გათავისუფლდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 51 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა. “2019 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც, ამა წლის 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა – პატიმრობის ვადა 51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა […]










