ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირესსაპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. 15 მომხრე 4 წინააღმდეგი- ამ შედეგით დასრულდა კენჭისყრა. საპროცედურო კომიტეტში საკითხს 6 მომხრე, ერთი წინააღმდეგი ჰყავდა, იურიდიულ კომიტეტში კი 9 მომხრე 3 წინააღმდეგი.

საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ გუშინ მიმართა. საგამოძიებო ორგანო ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობას ედავება. გამოძიება 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.