კატეგორია: პოლიტიკა

აქცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად – პარლამენტთან ასეულობით ადამიანი შეიკრიბა

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ნიკა მელიას მხარდამჭერები მის შესაძლო უკანონო დაკავების ბრძანებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. მათი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი უდანაშაულოა და მის მიმართ გამოტანილი ბრალდება პოლიტიკურია.

ირაკლი ოქრუაშვილი – „დღეს დასაჭერად არ მცალია, ქორწინების 20 წლისთავი მაქვს“

„ჩემო ბერა! იმ ერთ გზააბნეულ ქართველ პოლოტიკოსს, სახლში რომ გყავს, უთხარი – დღეს დასაჭერად არ მცალია, ქორწინების 20 წლისთავი მაქვს და ხვალ გამომიაროს“, – წერს სოციალურ ქსელში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. შეგახსენებთ,  გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ნიკა მელიას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას გეგმავს.

“გაეთრიე, შე უზრდელო” – ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილი სხდომაზე არ შეუშვა

სიტყვიერი დაპირისპირება და დაძაბული ვითარება პარლამენტში – კომიტეტის სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება, ანრი ოხანაშვილმა, ყოფილი თანაგუნდელი, ლევან გოგიჩაიშვილი არ დაუშვა. დარბაზში გამოჩენისთანავე ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს მიუთითა დაეტოვებინა სხდომა, უარის შემდეგ კი მას შეურაცხყოფა მიაყენა: “გაეთრიე შე უზრდელო”-ამ ფრაზით მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან გოგიჩაიშვილს, რასაც გოგიჩაიშვილისგან ოხანაშვილისმისამართით საპასუხო სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

ნიკა მელია – “ისტორიის წინაშე მეამაყება, მგონია, ძალიან მართალი ვარ”

რუსი ოკუპანტის გამო საქართველოს მოქალაქე რატომ უნდა დაიჭირო, – ეს განცხადება ნიკა მელიამ „ კურიერთან“ საუბრისას რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მელიას განცხადებით, როდესაც საქმე ეხება ოკუპანტის მიმართ პროტესტის გამოხატვას, არათუ პოლიტიკოსი, შენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეც არ უნდა დააპატიმრო. “შავით თეთრზე ჩანს ყველაფერი და მიმაჩნია, რომ არათუ პოლიტიკოსს, არამედ საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ უნდა აპატიმრებდნენ იმ საქმის […]

აკაკი ბობოხიძე უმრავლესობას – “ერთმანეთზე უარესები ვართ, მაგრამ თქვენ გაგვასწარით”

ერთმანეთზე უარესები ვართ-თქო გითხარით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გაგვასწარით, ეს არის ამ ქვეყნის უბედურება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ბობოხიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ხელწერა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი არ არის. „ჩვენი გუნდის ხელწერა არ არის რეზინის ტყვიები […]

“სამარცხვინო ქალო,” “ჯალათების პარტია ხართ, ” – ხმაური საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც მელიას საკითხს განიხილავენ

საკომიტეტო მოსმენაზე, რომელზეც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე უნდა იმსჯელონ, ხმაურია, რის გამოც სხდომა ამ დრომდე არ დაწყებულა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მოითხოვენ პასუხს ოპონენტებისგან, თუ რის საფუძველზე აპირებენ ისინი ხმის მიცემას გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც მათ კოლეგას დაიჭერენ. დაპირისპირება მოხდა თინა ბოკუჩავასა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს შორის. “კომიტეტის თავმჯდომარე რომ გქვია სენ, სამარცხვინო ქალო”-მიმართა ბოკუჩავამ კილაძეს,რაზეც […]

გაბუნია – “გამთენიისას უგულავას, ოქრუაშვილის და 18 ადამიანის დაკავება იგეგმება”

გამთენიისას 20 ადამიანის დაკავება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია გადაცემა “არჩევანის” წამყვანს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. დაკავებულთა შორის იქნებიან “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი, გიგი უგულავა და ასევე, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი. დღეს პროკურატურამ ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ამ წუთებში, პარლამენტის წინშეკრებილებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა უცვლელია, ისინი დაკავებული პირების გათავისუფლებასა და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

რომან გოცირიძე – ”ნიკა მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოუცვივდება”

ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, ნიკა მელიას კი თავიდან თმაც არ ჩამოუცვივდება, თითს ვერ დააკარებენ,-ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა. მისი თქმით, დეპუტატებს უნდათ, რომ გახარიას მისვლა პარლამენტში “ამ პრელუდიით იზეიმონ”, რაც არ გამოუვათ. “აპატიმრებენ წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, იწყება დიქტატურა,იწყება პოლიტიკური რეპრესიები. ეს არის ივანიშვილის უგუნური გადაწყვეტილება , რომელმაც თავის ლაქიებს -ბიუროში […]

ნიკა მელია – ”პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ”

თუ ჰგონიათ, რომ ამ ბრძოლისთვის არ ვიყავი მზად, ძალიან შემცდარა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სპეცრაზმთან ერთად იძინებს შეშინებული -ასე ეხმაურება ნიკა მელია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მისი თქმით, ტყუილად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი დაკავებით რამე შეიცვლება. „ამით ახლა ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს, ჩემს პატიმრობას […]