კატეგორია: პოლიტიკა

შეკვეთილში ივანიშვილის სახლს მომიტინგეები მიადგნენ – ”გადადგეს გახარია!”

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებენ. ადგილზე პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. მთავარი მესიჯი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. ბიძინა ივანიშვილის სახლთან რამდენიმე მათგანი შიმშილობას აპირებს. რუსთავი 2

პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებას ითხოვს

დეპუტატ ნიკა მელია წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა მისთვის საპატიმრო ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს. პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. როგორც საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი ამბობს, პარლამენტის წევრის მიმართ გამოძიება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გამო დაიწყო. ნიკა მელიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის […]

სპეცრაზმი კანცელარიაში შევიდა

სპეცრაზმი მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში – ხელისუფლება და “ქართული ოცნება” გიორგი გახარიას გაშვებას არ აპრიებს და მის დასაცავად უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებს. რამდენიმე ასეული სპეცრაზმელი სრული ეკიპირებით ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში შეიყვანეს. კადრები “კურიერის” კამერმა რამდენიმე წუთის წინ გადაიღო.

ბიძინა გეგიძე – ”გახარიას ადგილზე გადავდგებოდი”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბიძინა გეგიძე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას შს მინისტრს გიორგი გახარიას აკისრებს და ამბობს, რომ მის ადგილზე თანამდებობას დატოვებდა. როგორც გეგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მისი აზრით, იმ შედეგის თავიდან აცილება, რომელიც დადგა, შესაძლებელი იყო. ამასთან, უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ მმართველ გუნდში გადაწყვეტილებების მიღება გვიანდება და ის ამ განცხადებას პირველად არ აკეთებს. […]

”სულ რაღაც 14 ადამიანი არ უნდა მეთქვა” – ირაკლი სესიაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაპლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. „დღეს, განცხადებების დროს, ვისაუბრე ძალადობის ესკალაციის დაწყების პირველ 2 საათზე. ვისაუბრე, რომ დაშავდა 100 პოლიციელი, ასევე – 14 სამოქალაქო პირი. ზოგიერთმა სააგენტომ, სამწუხაროდ, გაავრცელა ინფორმაცია და არ მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში პირველ 2 საათზე ვსაუბრობდი. თუმცა ასევე […]

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე ხმათა უმრავლესობით (94 მომხრე არცერთი წინააღმდეგი) მიიღეს. პლენარულ სხდომას არ ესწრება ოპოზიცია, რომლებმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

პარლამენტის ფოიეში ადა მარშანიასა და თინა ბოკუჩავას შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტის ფოიეში დეპუტატ ადა მარშანიასა და თინა ბოკუჩავას შორის შელაპარაკება მოხდა. ადა მარშანია ბოკუჩავას მიმართა, რომ ის არის „მიშას დაქალი და პროვოკატორი“. ბოკუჩავამ ადა მარშანიას დამშვიდებისკენ მოუწოდა და საპასუხოდ უთხრა, რომ ესმის მისი გაღიზიანების. ბოკუჩავამ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრს მიმართა, რომ ის გაღიზიანებულია იმით, რომ მოსახლეობა რუსეთს და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს.

“ვინც დაგეგმა ეს სისხლიანი ღამე, ვინც გაბედა და ბავშვებს ესროლა…” – საპროტესტო აქციაზე  მაკა ჩიჩუა მივიდა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მივიდა. “პარლამენტის დარბაზში, სპიკერის სკამზე არ უნდა იჯდეს რუსი და ამის შემდეგ რა ხდება, მივდივარ, ვაპროტესტებ, სუფთა ხელებით, ვარ 18 წლის და მესვრიან… მე რაც ვნახე სისხლში ამოსვრილი, სრულიად ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც არ ქონიათ ის განზრახვა, რომ ვინმე მოეკლათ ან რამე გაეფუჭებინათ, ეს არის […]

პოროშენკო უკრაინელებს – ”დასასვენებლად აუცილებლად წადით საოცარ და მზიან საქართველოში!”

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი, ევროპული სოლიდარობის პარტიის ლიდერმა პეტრო პოროშენკომ მოუწოდა უკრაინელებს, რომ სამოგზაუროდ საქართველოში ჩავიდნენ. პოროშენკო ასევე მიმართავს უკრაინის ხელისუფლებას, რათა ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველო გრუზიას ნაცვლად საქართველოდ მოიხსენიონ. „ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მთლიანად სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ. საქართველოს მიმართ, რომელიც იბრძვის რულის აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. კრემლი საქართველოს მიმართ იგივე მეთოდებს მიმართავს, რაც მან უკრაინის წინააღმდეგ […]

მარიკა კირვალიძე – ”რახან გახარია არ გადადგა, გადავდექი მე”

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თანაშემწემ, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მარიკა კირვალიძემ რუსთავი 2-ს უთხრა. “ამ დარბევების შემდეგ, ბავშვები რომ დააბრმავეს, მეორე დღეს ველოდებოდი შესაბამის განცხადებებს ყველასგან, რომ ვერ მოვისმინე, უკვე დღის მეორე ნახევარში გადავწყვიტე, რომ აქ ვეღარ გავჩერდებოდი, ვეღარ ვიმუშავებდი. მე მინდოდა აქციებზე დგომა, მინდოდა, რომ ბატონი ირაკლი გადამდგარიყო, ბატონ ქუცნაშვილისთვის […]