საქართველოს სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა: “ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას“”, – წერს ზურაბიშვილი.
კატეგორია: პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი – „შემოგვიერთდით, ვილოცოთ უკრაინის თავისუფლებისთვის“
მაკრონმა ზურაბიშვილი პარიზში მიიწვია
საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. „პრეზიდენტებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის სუვერენობის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მძიმე ვითარებაში, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. პრეზიდენტებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას. […]
„მინდა გავახსენო საქართველოს ხელისუფლებას, როცა თბილისს დაემუქრა საფრთხე, რეგიონის ლიდერები ჩამოვიდნენ“ – ფოტიგა
მინდა გავახსენო საქართველოს ხელისუფლებას, როცა თბილისს დაემუქრა საფრთხე, რეგიონის ლიდერები ჩამოვიდნენ – აცხადებს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვ პირველთან” ინტერვიუში. ფოტიგა ამბობს, რომ უკრაინას ახლა მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება. მე მინდა გავახსენო საქართველოს ხელისუფლებას, რომ როდესაც თბილისს დაემუქრა რუსეთის საფრთხე, რეგიონის ლიდერები ლეხ კაჩინსკი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ჩამოვიდნენ თბილისში მხარდასაჭერად. ნამდვილად ვერ განვსჯი სახელმწიფოს […]
ღარიბაშვილი – “საქართველო ანტირუსულ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს”
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით მიიღეს. „გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, […]
პაპუაშვილი – “დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდება”
რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და ასევე, დღეს სხდომის გახსნის პროცედურებიც არ გაიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მას საპარლამენტო უმრავლესობამ წერილობით მიმართა და უმრავლესობის წევრი 82 დეპუტატიდან სხდომას არცერთი დაესწრება. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა პრეზიდენტს, დღეს, 25 თებერვალს, მათ მიერ წინასწარ განსაზღვრული დღის […]
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ომის გამო საქართველოს პარლამენტის სხდომა მოიწვია
ომი უკრაინაში – საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მეგობარ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომას იწვევს. ამასთან, ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველო წარმოადგინოს ყველა იმ ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს ან მოხდება. მინდა მივმართო მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას თუ ოპოზიციას და მთავრობას, დღეს როგორც არასოდეს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ […]
ღარიბაშვილი – “ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ!”
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მიმართოს ყველა ზომას, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია. „ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი […]
პრეზიდენტის მრჩევლად დავით თევზაძე დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე დაინიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დავით თევზაძე ამ თანამდებობას 2022 წლის 21 თებერვლიდან იკავებს. ცნობისთვის, 1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, 2004 წელს – საქართველოს ელჩი ნატოში.
სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსი გადადგა
პროტესტი სენაკში – საკრებულოს აპარატის უფროსმა თანამდებობა დატოვა. “მივდივარ წნეხის და ზეწოლის გამო” – თქვა ვეფხია რუსიამ. მან შანტაჟში სამი პოლიტიკური პარტია, ენმ, “ოცნება” და გახარიას პარტია დაადანაშაულა, თუმცა კონკრეტულ ფაქტებზე არ უსაუბრია. ოპოზიცია ამ ნაბიჯს სხდომის ჩაშლის მცდელობად აფასებს, თუმცა აპირებს რომ მმართველი გუნდის ბოიკოტის მიუხედავად, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას აპირებენ. სენაკის საკრებულოში თავმჯდომარეს ამ დრომდე […]










