საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით მიიღეს. „გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, […]
კატეგორია: პოლიტიკა
პაპუაშვილი – “დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდება”
რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და ასევე, დღეს სხდომის გახსნის პროცედურებიც არ გაიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მას საპარლამენტო უმრავლესობამ წერილობით მიმართა და უმრავლესობის წევრი 82 დეპუტატიდან სხდომას არცერთი დაესწრება. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა პრეზიდენტს, დღეს, 25 თებერვალს, მათ მიერ წინასწარ განსაზღვრული დღის […]
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ომის გამო საქართველოს პარლამენტის სხდომა მოიწვია
ომი უკრაინაში – საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მეგობარ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომას იწვევს. ამასთან, ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველო წარმოადგინოს ყველა იმ ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს ან მოხდება. მინდა მივმართო მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას თუ ოპოზიციას და მთავრობას, დღეს როგორც არასოდეს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ […]
ღარიბაშვილი – “ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ!”
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მიმართოს ყველა ზომას, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია. „ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი […]
პრეზიდენტის მრჩევლად დავით თევზაძე დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე დაინიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დავით თევზაძე ამ თანამდებობას 2022 წლის 21 თებერვლიდან იკავებს. ცნობისთვის, 1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, 2004 წელს – საქართველოს ელჩი ნატოში.
სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსი გადადგა
პროტესტი სენაკში – საკრებულოს აპარატის უფროსმა თანამდებობა დატოვა. “მივდივარ წნეხის და ზეწოლის გამო” – თქვა ვეფხია რუსიამ. მან შანტაჟში სამი პოლიტიკური პარტია, ენმ, “ოცნება” და გახარიას პარტია დაადანაშაულა, თუმცა კონკრეტულ ფაქტებზე არ უსაუბრია. ოპოზიცია ამ ნაბიჯს სხდომის ჩაშლის მცდელობად აფასებს, თუმცა აპირებს რომ მმართველი გუნდის ბოიკოტის მიუხედავად, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას აპირებენ. სენაკის საკრებულოში თავმჯდომარეს ამ დრომდე […]
„აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში“ – ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის სანქციებზე
„აღარავითარი: შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში. ეს პირველი ნაბიჯია” – წერს ტვიტერში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი, რუსეთის დუმის 351 დეპუტატისა და 27 იურიდიული და ფიზიკური პირისთვის სანქციების დაწესების შესახებ.
„53 ადამიანი, რომელმაც პუტინს წერილი გაუგზავნა, 21-ე საუკუნის მოღალატეა, ირმა ინაშვილის თამადობით“ – ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ ვინმეს აინტერესებს ვინ არიან საქართველოს მოღალატეები, უნდა ნახონ წერილი, რომელსაც 53-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. „შეიძლება, ამ ვითარებაში გამოხვიდე და პუტინს – თქვენო აღმატებულებავ უწოდო ქართველმა ადამიანმა? ასეთი მოღალატეები, მეხუთე კოლონა ისტორიულად გვყავდა – სერგო ორჯონიკიძეც და ფილიპე მახარაძეც სიმღერ-სიმღერით შემოუძღვნენ წითელ არმიას. ესენი არიან 21-ე საუკუნის მოღალატეები ირმა ინაშვილის თამადობით. ვეტერანი […]
სალომე ზურაბიშვილი – “დასავლეთმა რუსეთს უფრო სიმბოლური სანქციები დაუწესა, ვიდრე სერიოზული”
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სანქციები, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთს დაეკისრა „უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული“. ამის შესახებ ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთს ომს გარეშე უნდა შევაგნებინოთ, რომ მორალური, პოლიტიკური, ფინანსური ფასი გადასახდელი ექნება. „დღეს რაც ხდება სანქციების კუთხით, მე არ განვსხვავდები იმ სულისკვეთებისგან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია, განსაკუთრებით ევროპის მასშტაბით, […]









