კატეგორია: პოლიტიკა

რამდენიმე დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია

სამართალდამცველები აქციას შლიან – რამდენიმე დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ჯერ ცრემლსადენი გაზის კაფსულები ესროლეს. შემდეგ კი მათ რეზინის ტყვიები ესროლეს. რუსთავი 2

სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაშავებულები გადაჰყავთ

დაშლა დაიწყო – სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაშავებულები გადაჰყავთ. დამატებითი ცრემლსადენი გაზის გაშვების გამო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ცუდად გახდნენ. სასწრაფო დახმარების მანქანებს რამდენიმე ადამიანი ერთდროულად გადაჰყავთ. აქციის მონაწილეების მიმართულებით ცრემლსადენ კაფსულებს პარლამენტის შენობის შიდა ეზოდან ისვრიან. მოქალაქეებს ესვრიან რეზინის ტყვიებსაც. დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიც.

პოლიციამ რუსთაველზე რეზინის ტყვიები ისროლა და ცრემლსადენი გაზი გაუშვა

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზის ხელყუმბარები ისროლეს. სამართალდამცავების მიერ ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ მოქალაქეების აღნიშნული ტერიტორია დატოვეს. ე.წ. წიწაკიანი ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ მოქალაქეების ნაწილი შეუძლოდ გახდა.

პარლამენტში პრემიერი მივიდა

საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრემიერი მინისტრი მივიდა. მამუკა ბახტაძე შენობაში ცოტა ხნის წინ მივიდა. ამ ეტაპზე, უცნობია, გააკეთებს თუ არა ის მედიასთან რაიმე კომენტარს.

აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს აღჭურვილობა დაუმტვრიეს – მათ და პოლიციას შორის უგულავა და ბოკერია ჩადგნენ

საქართველოს პარლამენტთან ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. აქციის მონაწილეები კვლავ ცდილობენ საქართველოს პარლამენტში შეჭრას, თუმცა ამის უფლებას პოლიცია არ აძლევთ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს აღჭურვილობები დაუმტვრიეს. ამის პარალელურად ერთ ერთი მოქალაქე პარლამენტის შენობის ფასადზე ავიდა და საქართველოს დროშა აიტანა, თუმცა ის პოლიციელებმა ჩამოიყვანეს. ამის შემდეგ პოლიციელებსა და მოქალაქეებს შუაში ჩადგნენ გიგი უგულავა დაგიგა ბოკერია. მათ […]

რუსთაველზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ხატია დეკანოიძე შეუძლოდ გახდა 

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, რუსთაველზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში იმყოფება.მათივე ცნობით, დაპირისპირება პარლამენტის წინ ამ წუთებშიც გრძელდება. არიან დაშავებულებიც.

რუსთაველზე აქციაზე გიორგი გახარია მივიდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. მან მოქალაქეებს პოლიციის მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდა. „თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ახლა დგას ამ მოედანზე და გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებ ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი. სხვას ყველაფერს მოგვიანებით გეტყვით,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ. იპნ

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ

ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის – პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სპეცრაზმელები იმ მონაწილეებს უტევენ, ვინც შეძლო ჯებირის გადალახვა. სპეცრაზმელები ხელკეტებს იყენებენ მოქალაქეების წინააღმდეგ. პარლამენტის თაღებთან სამართალდამცავების დიდი რაოდენობის მობილიზება ხდება. პარლამენტის წინ შეკრებილებმა საკანონმდებლო ორგანოს ეზოში შესვლა შეძლეს. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს, შემდეგ კი რკინის ჯებირის გადალახვაც შეძლეს. თუმცა, სამართალდამცავები ცდილობენ, რომ მოსახლეობის […]

ნიკა მელია საპატრულოს უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძემ პარლამენტიდან გააგდო

ნიკა მელია პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ გააგდო. მელიამ შენობიდან გაძევებული “რუსთავი2”-ის ოპერატორის უკან დაბრუნება სცადა, რის გამოც მას ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინეს. თავდაპირველად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობიდან რუსთავი2-ის ოპერატორი გააგდეს. ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა პოლიციელებს ოპერატორის შენობაში დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა პოლიციამ ჟურნალისტის მოთხოვნა არ შეასრულა. ბაღაშვილმა პოლიციელებს მიმართა, რომ ისინი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით […]

მამუკა ხაზარაძე – არა ოკუპაციას! გაუმარჯოს ერთად დგომას ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში!

არა ოკუპაციას!!! გაუმარჯოს ერთად დგომას ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში! – ამის შესახებ ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე თავის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.