კატეგორია: პოლიტიკა

ლევან გოგიჩაიშვილი – “კობახიძე არ უნდა გადავაყენოთ, კობახიძე უნდა გავაგდოთ!”

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარებს. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე “გასაგდევია”. “ეს სამარცხვინო ადამიანი. მაშინაც სამარცხვინო იყო როდესაც უმრავლესობაში ვიყავი და მაშინაც ვეუბნებოდი უმრავლესობის სხდომებზე, რომ იყო სამარცხვინო და ის ადამიანები იყვნენ სამარცხვინოები, ვინც ამ ანტურაჟს ქმნიდნენ და კომფორტს უქმნიდნენ პარტიის თავმჯდომარეს და […]

ლევან ვასაძე – “ესენი რას შვრებიან, არ შემიძლია ვუყურო ქართველების ხოცვას, ცრემლებს ვერ ვიკავებ ამხელა კაცი!”

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა. ის საგამოძიებო უწყების კითხვებს 9 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოკითხვიდან გამოსულმა ვასაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, თუმცა, გამოძიების კითხვებსა და შინაარსზე არ უსაუბრია. მან რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, ასევე გაიხსენა 9 აპრილის მოვლენები, რა დროსაც ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა. ვასაძემ საუბარი რამდენჯერმე შეწყვიტა, ვინაიდან ცრემლებს ვერ იკავებდა. “ესენი რას […]

გუბაზ სანიკიძე – ბიძინას ჰგონია, რომ აქცია დაშალა, ახლა იწყება ყველაფერი

“ბიძინას ჰგონია, რომ აქცია დაშალა, ახლა იწყება ყველაფერი” – განაცხადა  “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.

აქციის დაშლის დროს თბილისში 69 ადამიანი დაშავდა

თბილისში პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლის დროს, როცა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, სულ 69 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით რუსული მედია წერს. ამ მონაცემების თანახმად, დაშავებულთა შორის 38 სამართალდამცველია, დანარჩენი კი აქციის მონაწილეები. ოფიციალური განცხადება დაკავებულების და დაშავებულების შესახებ ქართული მედიისთვის შესაბამის უწყებებს ჯერ არ გაუკეთებიათ. პრაიმ […]

მამუკა ბახტაძე ოპოზიციას დაემუქრა – ‘მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება”

ქართულ ოცნებაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა , რომელზეც განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძის თქმით, პასუხისმგებლობა მოუწევთ მათი გუნდის ლიდერებს, ვის გამოც სერგეი გავრილოვი დღეს პარლამენტში აღმოჩნდა ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ოპოზიციის ლიდერებს: “ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ვითარება, რომელიც […]

სპეცრაზმმა აქციის წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო. გრძელდება რეზინის ტყვიების სროლა და ცრემლსადენი გაზი გაშვება. სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აქციის მონაწილეების წევრების დაშლას, წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობენ. მათ სრულად დაიკავეს რუსთაველის გამზირი. ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები ფაქტობრივად აღარ იმყოფებიან, ისინი თავისუფლების მოედნის მიმართულებით მირბიან. სპეცდანიშნულების რაზმი მათ მიჰყვება და წმენდს ტერიტორიას. რუსთავი 2

თამარ ბაღაშვილი აქციაზე დაჭრეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთავი2-ის კიდევ ერთი ჟურნალისტი დაშავდა. რეზინის ტყვიებით რამდენიმე ჭრილობა თამარ ბაღაშვილს აქვს მიყენებული.

პარლამენტთან ვითარება ისევ დაიძაბა – სროლა განახლდა

პარლამენტის შენობასთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქტივისტებმა სპეცრაზმელების მისამართით კვლავ დაიწყეს ბოთლების სროლა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან კვლავ რეაგირება მოჰყვა. ისინი ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს ისვრიან.

პარლამენტთან “რუსთავი2”-ის ოპერატორი დაშავდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, “რუსთავი2”-ის ოპერატორი დაშავდა. მას ჭრილობები ყელისა და მკერდის არეში რეზინის ტყვიებით აქვს მიყენებული. როგორც ლევან მელიქიძე ამბობს, მას სპეცდანიშნულების თანამშრომლებმა, დამიზნებით რამდენჯერმე ესროლეს. სამართალდამცავების მხრიდან სპეცტექნიკის გამოყენების შემდეგ დაშავებულია ათობით ადამიანი.

სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენა

სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენა, ისვრიან რეზინის ტყვიებსაც. მდგომარეობა პარლამენტის წინ მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ დაბრუნდნენ. არიან დაშავებულები. იპნ