”დღეს საქართველოს პარლამენტში აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა, რაც ვფიქრობ, არა განხრახ გათვლილი, არამედ დაუდევრობის და სამშობლოს განცდის, სიმბოლოების ნიველირების შედეგიც არის. ვფიქრობ, უნდა გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები და საზოგადოების წინაშე გააკეთონ შესაბამისი განმარტებები მათ, ვისაც ეს მძიმე შეცდომა გაეპარა და ვინც ვერ გათვალა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში თავისი სკამით არ შემოვიდოდა. უნდა გაირკვეს, […]
კატეგორია: პოლიტიკა
რუსთაველზე აქციაზე ლგბტ თემის წარმომადგენლები გამოჩნდნენ
ლევან ვასაძე: ”რაც გრამი ტვინი მაქვს, ვიყენებ, სრულად დასერილი ვარ ამ ჭრილობებისგან”
“რაც გრამი ტვინი მაქვს, ყველაფერს ვიყენებ. რაც ლოცვაა, ჩემს ლოცვას რა ძალა აქვს, მაგრამ რაც შემიძლია, ვლოცულობ ეს დღეები. სრულად დასერილი ვარ ამ ჭრილობებისგან”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში ჟურნალისტებს განუცხადა. მან შს სამინისტროს შენობაში გამოკითხვაზე მისვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ ყველაფრისთვის მზად არის. “მე ჩემი მოკრძალებული ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე ვმოქმედებ. რაც გრამი […]
პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პარლამენტის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს
გიგი უგულავა – „ვიწყებთ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურას”
„ვიწყებთ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურას!“, – ამის შესახებ „ევროპული სასქართველოს წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა. ამასთან, უგულავას თქმით, „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნაა ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტიდან მოიკვეთოს. “ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურას ირაკლი კობახიძის მიმართ და მოვითხოვთ, თუ “ქართულ ოცნებას” ოდნავ მაინც კიდევ დარჩა რაიმე ჯანსაღი აზრი, გაემიჯნოს და მოიკვეთოს ზაქარია ქუცნაშვილი თავისი რიგებიდან, რომელიც უშუალო შემსრულებელია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის […]
გავრილოვი და რუსი დეპუტატები სასტუმრო რედისონიდან გააპარეს
გავრილოვი და რუსი დეპუტატები სასტუმრო რედისონიდან, გაძლიერებული დაცვის თანხლებით გააპარეს – სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებსაც სასტუმრო „რედისონის“ ყველა შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ რუს დეპუტატებს კვერცხები ესროლეს. კრიმინალური პოლიცია, სუსის და საპატრულო პოლიცია ცდილობდა დეპუტატები მედიისთვის შეუმჩნევლად მოეხერხებინათ. თუმცა „კურიერმა“ გავრილოვის სასტუმროდან გაყვანის გადაღება მაინც შეძლო. გავრილოვის და მისი კოლეგების სასტუმროდან უსაფრთხო გაყვანას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი […]
„ბიძინა, მოღალატე ხარ!“ – „გამარჯვებული საქართველო“ მოსახლეობას მოუწოდებს
დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს პარტია „გამარჯვებული საქართველოც“ გამოეხმაურა. მისმა ლიდერებმა ირაკლი ოქრუაშვილმა და გუბაზ სანიკიძემ ბრიფინგზე საქართველოს მოქალაქეებს დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ მისვლისკენ მოუწოდეს. „ჩემო თანამემამულენო, ამ ქვეყნის გულშემატკივრებო, ვისაც გტკივათ სამშობლო, დღეს თქვენი პასიურობა ხელ-ფეხს უხსნის ივანიშვილს. მოგიწოდებთ, მოდით დღეს 7 საათზე დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება“, – მიმართა ირაკლი ოქრუაშვილმა. მან პოლიციასაც მიმართა: […]
ირაკლი ღარიბაშვილი: ,,ძალიან მძიმე სანახავი იყო რაც მოხდა პარლამენტში“
,,ძალიან მძიმე სანახავი იყო რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი… რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენციის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? დროული პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას!” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილი – ბიძინას გაპანღურების დრო მოვიდა! ქვეყანას აბარებს რუსეთს!!!
„ბიძინას გაპანღურების დრო მოვიდა. კობახიძე ჭანჭიკია ამ საქმეში. ბიძინა დგას ამ ყველაფრის უკან და ქვეყანას აბარებს რუსეთს!!!“ – აცხადებს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.









