კატეგორია: პოლიტიკა

„აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში“ – ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის სანქციებზე

„აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში“ - ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის სანქციებზე

„აღარავითარი: შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში. ეს პირველი ნაბიჯია” –  წერს ტვიტერში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი, რუსეთის დუმის 351 დეპუტატისა და 27 იურიდიული და ფიზიკური პირისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

„53 ადამიანი, რომელმაც პუტინს წერილი გაუგზავნა, 21-ე საუკუნის მოღალატეა, ირმა ინაშვილის თამადობით“ – ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი - "ოცნება" ვადამდელ არჩევნებზეც თანახმა იყო, მაგრამ ოპოზიციამ მოლაპარაკება ჩაშალა"

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ ვინმეს აინტერესებს ვინ არიან საქართველოს მოღალატეები, უნდა ნახონ წერილი, რომელსაც 53-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. „შეიძლება, ამ ვითარებაში გამოხვიდე და პუტინს – თქვენო აღმატებულებავ უწოდო ქართველმა ადამიანმა? ასეთი მოღალატეები, მეხუთე კოლონა ისტორიულად გვყავდა – სერგო ორჯონიკიძეც და ფილიპე მახარაძეც სიმღერ-სიმღერით შემოუძღვნენ წითელ არმიას. ესენი არიან 21-ე საუკუნის მოღალატეები ირმა ინაშვილის თამადობით. ვეტერანი […]

სალომე ზურაბიშვილი – “დასავლეთმა რუსეთს უფრო სიმბოლური სანქციები დაუწესა, ვიდრე სერიოზული”

სალომე ზურაბიშვილი - "მზად ვარ, ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო"

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სანქციები, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთს დაეკისრა „უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული“. ამის შესახებ ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთს ომს გარეშე უნდა შევაგნებინოთ, რომ მორალური, პოლიტიკური, ფინანსური ფასი გადასახდელი ექნება. „დღეს რაც ხდება სანქციების კუთხით, მე არ განვსხვავდები იმ სულისკვეთებისგან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია, განსაკუთრებით ევროპის მასშტაბით, […]

ირაკლი კობახიძეს კოვიდი დაუდასტურდა

"გახარიამ მელიას დაკავებაზე პოზიცია 17 თებერვალს 17 საათზე შეცვალა" - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს დაუდასტურდა კორონავირუსი. პარტიის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში აგრძელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 565 769 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 422 540, გარდაიცვალა 15 933 პაციენტი.

„ქართველ დიპლომატებს რეკომენდაცია მივეცით, კიევიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ“ – საგარეო

სოფო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში, ლევან იზორია - გერმანიაში, დავით დონდუა საბერძნეთში საქართველოს ელჩები გახდნენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართველ დიპლომატებს რეკომენდაცია მისცეს, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრები გამოიყვანონ კიევიდან. „უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ მიეცათ რეკომენდაცია სურვილის შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ”, – აცხადებენ უწყების პრესსამსახურში. 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. მან ფედერალურ კრებას […]

„პუტინმა ომი გამოუცხადა ცივილიზებულ სამყაროს, ღია და ცხელი…  ახლა ჩვენზეა არჩევანი, რომელ მხარეს ვართ” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია - "მიშა სუსტადაა, მას გლდანის ციხეში გადაყვანით დაემუქრნენ"

„პუტინმა ომი გამოუცხადა ცივილიზებულ სამყაროს, ღია და ცხელი… რკინის ფარდა დაეშვა, ახლა ჩვენზეა არჩევანი, რომელ მხარეს ვართ” – ასე ეხმაურება „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პუტინის განცხადებას და მის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებას. „მოულოდნელი იყო, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. მე არ მეგონა რომ ასეთი მძიმე ვითარებაა პერსონალურად ამ ადამიანის მიმართ. იმიტომ […]

„თამთა დემურიშვილს ხსნიან თანამდებობიდან, აკრძალეს ექიმის შემოსვლა საკანში”- მიხეილ სააკაშვილი

„თამთა დემურიშვილს ხსნიან თანამდებობიდან, აკრძალეს ექიმის შემოსვლა საკანში”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისივე სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თამთა დემურიშვილი იხსნება პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობიდან . სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი დაკავშირებულია დემურიშვილის მხრიდან, მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან. საუბარია გონების დაკარგვის პირველ შემთხვევაზე, როდესაც მე-12 ციხეში რეანიმატოლოგიც იმყოფებოდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში, 10 დღის წინ აკრძალეს ექიმისა და ექთნის შესვლა […]

სააკაშვილმა უვადო შიმშილობა დაიწყო

სააკაშვილმა უვადო შიმშილობა დაიწყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე. „ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს. ჩემი ჯანმრთელობა მეასეხარისხოვანია. მივიღე ჩემი ჰოლანდიელი ინტერნისტიგან წერილი ამასთან დაკავშირებით და ის მწერს: “კატეგორიულად […]

„ორი კომენტარი გავაკეთე…სიმართლე გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი“ – ჰარცელი კობახიძეს 

ჰარცელი - "მელიას საქმე საერთო ენის გამონახვას შეუძლებელს გახდის"

„ორი კომენტარი გავაკეთე, ერთი ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მეორე ოპოზიციის მანდატების გაუქმების საკითხს. სიმართლე გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი ამ განცხადებებში და ამიტომ ამ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება,“ – აცხადებს კარლ ჰარცელი „ქართული ოცნების” ლიდერების კომენტარების შეფასებისას. ევროკავშირის ელჩის განცხადებას ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, „ოცნების” ლიდერები აღაშფოთა. ჰარცელი ამ […]

„მე არ მეცოდება, საცოდავია უბრალოდ“ – კობახიძე გახარიაზე

ირაკლი კობახიძე - "გახარია საერთოდ არაა აქტუალური, ის პრობლემებს ვერ შეგვიქმნის"

„ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელზე, პარტია  “საქართველოსთვის” დამფუძნებელ, გიორგი გახარიაზე საუბრისას თქვა: „საცოდავი არის კაცი, რომელიც არჩევნების მერე თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას, ემალება საკუთარ წევრებსაც კი… მე არ მეცოდება, საცოდავია უბრალოდ” – ამბობს ის.