უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა, უკრაინამ კონსულტაციებისთვის ასე გაიწვია ყირგიზეთში უკრაინის ელჩი. იპნ
კატეგორია: პოლიტიკა
კალაძე – “უკრაინელ ხალხთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, მას სოლიდარობას ვუცხადებ”
მე უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. მინდა, კიდევ ერთხელ, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მერია უკრაინელი ხალხისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარების საკითხშიც ჩაერთვება. კალაძის თქმით, უკრაინელი მოქალაქეებისთვის გადაადგილებაც უფასო იქნება. „მინდა, გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ნამდვილად შემაშფოთებელია იქ მიმდინარე ომი. უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების […]
„მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა“ – დავით ქაცარავა
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა. როგორც მან “ფორმულას” განუცხადა ახლა ალტერნატიული გზებით წასვლას განიხილავენ “ამ წუთას გავიგე, რომ ჩვენმა მთავრობამ დაბლოკა უკრაინული ბორტის შემოსვლა, რომელმაც უნდა წაიყვანოს მოხალისეები უკრაინაში. ეს არის სამარცხვინო საქციელი. ეს არის მთავრობის ლაჩრული, მოღალატეობრივი და კოლაბორაციონისტული გადაწყვეტილება”, – ამბობს […]
ღარიბაშვილი – “სააკაშვილი პრეზიდენტი რომ იყოს, ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა და შემდეგ კიევში”
პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს, ომს რუსეთი ჯერ თბილისში დაიწყებდა, შემდეგ კიევში. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საკუთარი განცხადების გასამართლებლად წინა ხელისუფლება გააკრიტიკა. “და ვინმეს თუ უფიქრია, დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში დღეს სად ვიქნებოდით?! ომი დაიწყებოდა თბილისში ჯერ და შემდეგ კიევში. ეს უნდა ითქვას პირდაპირ […]
სალომე სამადაშვილი – “ევროკავშირის ყველა ანტირუსულ სანქციას ვერ შევუერთდებით”
რუსეთისთვის საქართველოს ცის დაკეტვის თემა არ არის მარტივი საკითხი – შედეგები არის მნიშვნელოვანი ჩვენი მეზობელი სომხეთისთვის, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ. სანქცია შეიძლება იყოს სიმბოლური თავის შედეგით და ამავე დროს დამატებით პრობლემები შეიძლება შეუქმნას ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ღარიბაშვილის განაცხადი, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, მიუღებელია, თუმცა, […]
ბიბილოვმა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რუსეთიდან ჩასული გენერალი დანიშნა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბიბილოვი უკვე შეხვდა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთიდან ჩასულ გენერალს, დე ფაქტო გენშტაბის უფროსს, ვიქტორ ფედოროვს და მას შესთავაზა ე.წ მინისტრის მოვალეობის შესრულება. ოსური მედიის ცნობით, ბიბილოვმა განაცხადა, რომ ასეთ რთულ პერიოდში თავდაცვის სამინისტრო ლიდერის გარეშე არ უნდა დარჩეს. „დღეს თავდაცვის მინისტრს არც […]
„ვესაუბრე ზელენსკის, დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა, ის სამაგალითო ლიდერია“ – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა: “ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას“”, – წერს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი – „შემოგვიერთდით, ვილოცოთ უკრაინის თავისუფლებისთვის“
მაკრონმა ზურაბიშვილი პარიზში მიიწვია
საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. „პრეზიდენტებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის სუვერენობის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მძიმე ვითარებაში, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. პრეზიდენტებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას. […]
„მინდა გავახსენო საქართველოს ხელისუფლებას, როცა თბილისს დაემუქრა საფრთხე, რეგიონის ლიდერები ჩამოვიდნენ“ – ფოტიგა
მინდა გავახსენო საქართველოს ხელისუფლებას, როცა თბილისს დაემუქრა საფრთხე, რეგიონის ლიდერები ჩამოვიდნენ – აცხადებს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვ პირველთან” ინტერვიუში. ფოტიგა ამბობს, რომ უკრაინას ახლა მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება. მე მინდა გავახსენო საქართველოს ხელისუფლებას, რომ როდესაც თბილისს დაემუქრა რუსეთის საფრთხე, რეგიონის ლიდერები ლეხ კაჩინსკი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ჩამოვიდნენ თბილისში მხარდასაჭერად. ნამდვილად ვერ განვსჯი სახელმწიფოს […]










