საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართველ დიპლომატებს რეკომენდაცია მისცეს, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრები გამოიყვანონ კიევიდან. „უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ მიეცათ რეკომენდაცია სურვილის შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ”, – აცხადებენ უწყების პრესსამსახურში. 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. მან ფედერალურ კრებას […]
კატეგორია: პოლიტიკა
„პუტინმა ომი გამოუცხადა ცივილიზებულ სამყაროს, ღია და ცხელი… ახლა ჩვენზეა არჩევანი, რომელ მხარეს ვართ” – ნიკა გვარამია
„პუტინმა ომი გამოუცხადა ცივილიზებულ სამყაროს, ღია და ცხელი… რკინის ფარდა დაეშვა, ახლა ჩვენზეა არჩევანი, რომელ მხარეს ვართ” – ასე ეხმაურება „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პუტინის განცხადებას და მის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებას. „მოულოდნელი იყო, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. მე არ მეგონა რომ ასეთი მძიმე ვითარებაა პერსონალურად ამ ადამიანის მიმართ. იმიტომ […]
„თამთა დემურიშვილს ხსნიან თანამდებობიდან, აკრძალეს ექიმის შემოსვლა საკანში”- მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისივე სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თამთა დემურიშვილი იხსნება პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობიდან . სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი დაკავშირებულია დემურიშვილის მხრიდან, მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან. საუბარია გონების დაკარგვის პირველ შემთხვევაზე, როდესაც მე-12 ციხეში რეანიმატოლოგიც იმყოფებოდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში, 10 დღის წინ აკრძალეს ექიმისა და ექთნის შესვლა […]
სააკაშვილმა უვადო შიმშილობა დაიწყო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე. „ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს. ჩემი ჯანმრთელობა მეასეხარისხოვანია. მივიღე ჩემი ჰოლანდიელი ინტერნისტიგან წერილი ამასთან დაკავშირებით და ის მწერს: “კატეგორიულად […]
„ორი კომენტარი გავაკეთე…სიმართლე გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი“ – ჰარცელი კობახიძეს
„ორი კომენტარი გავაკეთე, ერთი ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მეორე ოპოზიციის მანდატების გაუქმების საკითხს. სიმართლე გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი ამ განცხადებებში და ამიტომ ამ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება,“ – აცხადებს კარლ ჰარცელი „ქართული ოცნების” ლიდერების კომენტარების შეფასებისას. ევროკავშირის ელჩის განცხადებას ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, „ოცნების” ლიდერები აღაშფოთა. ჰარცელი ამ […]
„მე არ მეცოდება, საცოდავია უბრალოდ“ – კობახიძე გახარიაზე
„ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელზე, პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელ, გიორგი გახარიაზე საუბრისას თქვა: „საცოდავი არის კაცი, რომელიც არჩევნების მერე თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას, ემალება საკუთარ წევრებსაც კი… მე არ მეცოდება, საცოდავია უბრალოდ” – ამბობს ის.
„პანკისის და 20 ივნისის სპეცოპერაციების უკან შეიძლება ნაციონალების კვალი იდგეს“ – ირაკლი კობახიძე
„ოცნების“ თავმჯდომარე კობახიძე გახარიასა და ენმ-ს “თანამშრომლობის” კიდევ ერთ დეტალს ასაჯაროებს და ამბობს, რომ გახარიას მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების უკან შესაძლოა ნაციონალური მოძრაობა იდგეს. „არის დეტალები, რომლებიც უკავშირდება ალიანსს, კავშირებს, რომლებიც წარმოიშვა ჯერ კიდევ ბევრად ადრე, ვიდრე გახარია გავიდოდა ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან. ძალიან ბევრი დეტალი, ნიუანსი შეიძლება იყოს საინტერესო საზოგადოებისთვის, თანამშრომლობის დეტალებზე გვაქვს საუბარი, რასაც მოგვიანებით […]
„სად გაქვთ გარანტია, რომ ხვალ რომელიმე ხელისუფლება თქვენ არ წაგიყენებთ ბრალს შეწყალების საქმეზე?“ – სააკაშვილი ზურაბიშვილს
მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს: „ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ქ-ნო სალომე, პირველად მოგმართავთ წერილით და ეს არაა შეწყალების მოთხოვნა. მე შესაწყალებელი არაფერი მაქვს, ვინაიდან, კანონი არ დამირღვევია და ყველა წაყენებული ბრალდება და დამდგარი განაჩენი შეთითხნილი და მთლიანად საფუძველს მოკლებულია. ჩემს უდანაშაულობას, ადრე თუ გვიან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო […]
გოგი წულაია საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა
პარტია “ახალი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ გოგი წულაია საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა პოლიტიკოსმა “მთავართან” განაცხადა,რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად შეარყია ციხეში რამდენიმეკვირიანმა შიმშილობამ, რის გამოც მკურნალობა სჭირდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ თუ საქართველოში რეპრესიები გაგრძელდა, რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს. ნიუპოსტი
გიორგი ბარამიძე – “ივანიშვილის რეჟიმს ქუჩის გარეშე ვერ მოვიშორებთ”
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ბარამიძე პარტიის მომავალ საქმიანობაზე საუბრობს. – ნაციონალური მოძრაობა ახლაც იმეორებს, რომ წნეხი უნდა იყოს ყველა ფლანგზე. უფრო მეტად გასააქტიურებელია ქუჩა. – როდესაც ქვეყანა არის ოლიგარქიული ავტორიტარიზმის პირობებში, მაშინ ქუჩის გარეშე შეუძლებელია ამ რეჟიმის დამარცხება. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ არჩევნებს ვითხოვთ და ვადამდელი არჩევნები გვინდა, ეს არ ნიშნავს, რომ […]










